არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, დღეს ღამით ''ლევერკუზენთან'' გატანილი გოლის შედეგად რაულისა და ანდრეი შევჩენკოს რეკორდები დაამხო.
''ოქროს ბურთის'' მფლობელმა მესიმ ვალენტინობის დღეს საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა და ''ბაი არენაზე'' თავის გამოჩენის შემდეგ ყველა დროის რეკორდსმენი გახდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გატანილი გოლების მიხედვით. არგენტინელმა ვუნდრეკინდმა ტურნირის ამ დასკვნით ფაზაში სულ 19-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ლონდონის ''არსენალს'' (6), მადრიდის ''რეალს'' (2), ''მანჩესტერ იუნაიტედს'' (2), მიუნხენის ''ბაიერნს'' (2), გლაზგოს ''სელტიკს'' (2), ''შტუტგარტს'' (2), ფრანგულ ''ლიონს'' (1) და დონეცკის ''შახტარსაც'' (1) გოლი გაუტანა, რასაც დღევანედელი გოლიც მიუმატა. აღსანიშნავია, რომ მესიმ ეს ყველაფერი 24 წლის ასაკში შეძლო, მაშინროდესაც რაულსა და შევჩენკოს იგივე მაჩვენებლები
30 წლის ასაკში ჰქონდათ.
ვაიემ მიყვარს ყველაზე საუკეთესოო ხარ მესიი
Fri Mar 23, 2012 10:03 pm by Fan De Barcelonaa