არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ისაუბრა იმ ურთიერთობაზე, რომელიც მასსა და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს, კრისტიანო რონალდოს შორისაა. იტყობინება არგენტინული გამოცემა "Ole".
"მე და კრისტიანოს არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ყველაფერი ეს მედიის ჭორებია. მე მას არასდროს შევჯიბრებივარ და მით უმეტეს, არასდროს მოგვსვლია კონფლიქტი".
"ჩვენ შორის არ არსებობს დაძაბულობა, მხოლოდ პატივისცემა ერთმანეთისადმი. ამ ყველაფრის ფონზე მსურს, რომ ოქროს ბურთი აიღოს ჩავიმ, რომლის წარმატებასაც საზღვარი არ აქვს - მან მოიგო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები". დაასრულა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა.
Chemi Chkviani biwiii
Tue Aug 21, 2012 6:48 pm by Fan De Barcelonaa