დავდიოდი ცეკვაზე 4 წელი მარა მერე გამოვედი ! ვარ ნამყოფი ბულგარეთში, ქობულეთში ვიყავი და მაგარი იყო, ბათუმში, ანტალიაში აი მართლა მაგარი იყო!! კიდევ რავიცი, ბავშვები კარგები იყვნენ ძალიან, ყველაზე მეტად ცეკვებს შორის მიყვარს აჭარული და რაჭული! აი ამ ორ ცეკვაზე ვაფრენ...სამაია და ნარნარი არასოდეს მომწონდა და არ მიზიდავდა, ქართულ ცეკვებს არაუშავს კიდევ.
პ.ს ნინი არ ვიცი რატომ ფიქრობ რომ სუხიშვილები საუკეთესოა, იმდენი კარგი ცეკვა გააფუჭეს და გაათანამედროვეს რომ ამას თუ ცეკვა ქვია რავიცი აბა, არა ვაღიარებ რომ ილიკო და ნინო სუხიშვილების წინაპარი და მათი ბებია ნინო სუხიშვილი საუკეთესო იყო და აი მართლა რასაც ქვია მაგრად ცეკვავდა მაგრამ მისი დაღუპვის შემდეგ სუხიშვილებმა ცოტა ხანიღა შეირჩინეს ძველებური ცეკვა და სულ გააუბედურეს, გგონიათ ნინო სუხიშვილმა ცეკვა იცის? როდესმე მისი ცეკვა გინახიათ? ილიკო ასწავლის ამ გათანამედროვებულ ცეკვებს მოცეკვავეებს და ამდენი ხნის მანძილზე რაც არ უნდა გააფუჭონ ცეკვები მაინც არ კარგავენ პოპულარობას და სახელს რადგან ძველი სახელი საკმაოდ დიდი კვალით დატოვა ძველმა ნინო სუხიშვილმა! მე ამათ ერისიონი ნამდვილად მირჩევნია მაგრამ აქ ახლა შენი ხათრით ფერხისას მივცემ რადგან შენი ანსამბლია.