"დიახ ეს სიმართლეა - წყვილი დაინიშნა. ეს არის ბავშვებისთვის შესრულებული პირობა და ისინი ძალიან ბედნიერები არიან" - ოფიციალური განცხადება გააკეთა ბრედ პიტის მენეჯერმა. თუმცა იქვე დაამატა, რომ ქორწილის თარიღი ჯერ არ არის დაზუსტებული.
ანჯელინამ კი მისი ნიშნობის ბეჭდის დემონსტრირება (რომლის დიზაინის შექმნაშიც თავად ბრედ პიტიც ეხმარებოდა იუველირ Robert Proco-ს)პირველად მოახდინა წინა კვირას, როდესაც წყვილი იმყოფებოდა ლოს ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში. ბეჭდის ღირებულება შეადგენს 250.000$
წყვილი უკვე 7 წელია რაც ერთად არის და მათ თანაცხოვრების მანძილზე 6 შვილი შეეძინათ - მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო, და ტყუპები - ნოქსი და ვივიანი.
Thu Apr 19, 2012 7:32 pm by mari:)