Ronaldo ♥ Admin
პოსტები : 601 რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15 ასაკი : 25 საიდან : ბათუმი
| | მეგან ფოქსი Cosmopolitan აპრილის ნომრის ყდაზე | |
25 წლის მსახიობი - მეგან ფოქსი ამშვენებს ჟურნალ Cosmopolitan აპრილის ნომრის გარეკანს. ულამაზესი ქალბატონი ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს მისი 'ცუდი გოგოს' იმიჯზე, მეუღლეზე, სამსახიობო როლებზე და სიყვარულზე. გთავაზობთ მცირე ინტერვიუსა და ფოტოებს.
მეგანი 'ცუდი გოგოს' იმიჯზე: "ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ბევრი ტატუ მაქვს და ხშირად ვამბობ უზრდელურ სიტყვებს და ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩემი შინაგანი მე ძალიან შორსაა ამისგან. მე არ ვარ ველური, ხშირად მეცინება, როდესაც ჟურნალისტები 'ცუდი გოგოს' იმჯის მომაწერენ. ეს მე არ ვარ, მე ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და ძალიან მეოჯახე ვარ." კარიერის დასაწყისში, მეგანი ხშირად თამაშობდა სექსუალური გოგონას როლს, მაგრამ მსახიობი ჟურნალს გამოუტყდა კომედიებისადმი სიყვარულში: " სულაც არ მინდოდა მსგავსი როლებით კარიერის დაწყება, მაგრამ ეს ასე მოხდა. ეხლა კი მინდა კომედიებში ვითამაშო, მინდა რომ ჩემს ირგვლივ მხიარული ხალხი იყოს" საუბრობს მეუღლეზე, ბრაიან გრინზე: " არ ვიცოდი ის ვინ იყო, მაგრამ როგორც კი დავინახე, მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა. და როდესაც პირველად შემეხო? თითქოს დენმა დამარტყა" | |
|
Sun Apr 08, 2012 3:54 pm by Pep Guardiola