როგორც შოუს ორგანიზატორები გვპირდებოდნენ, ჟიურის წევრებს შორის კახა ბენდუქიძეც უნდა გვენახა...
მსოფლიოში ცნობილი შოუს - "ცეკვავენ ვარსკვლავების" ანალოგი გუშინ ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა. პროექტი მართლაც ძალიან პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომაც რამდენიმე საათში უკვე საქართველოშიც საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა.
ინტერნეტსივრცეში უკვე არსებობს ამ თემასთან დაკავშირებული ჯგუფები, სადაც ინტერნეტმომხმარებელი გადაცემის ყველა დეტალს განიხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება ქართველი სელებრითების კრიტიკას არ ერიდება, ამჯერად მონაწილეების მიმართ "გულმოწყალე" აღმოჩნდა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ნინო სუხიშვილი, ლევან უჩანეიშილი, ნინო ანანიაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გოჩა ჩერტკოევი.
"ძალიან ლამაზები ხართ", "ძნელია დაწყება", "ძალიან მაგარი იყო", "უხდებით ერთმანეთს" და ა.შ. - ეს ფრაზები ხშირად ისმოდა შოუში, მაგრამ ამის მიუხედავად, მონაწილეებს მაქსიმუმ 6 ქულით აფასებდნენ (ლელა წურწუმია და მისი მეწყვილე გამონაკლისი აღმოჩნდნენ).
როგორც შოუს ორგანიზატორები გვპირდებოდნენ, ჟიურის წევრებს შორის კახა ბენდუქიძეც უნდა გვენახა...
ცნობისთვის, შოუ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში უკვე უჩვენეს. პირველი ქვეყანა, სადაც ვარსკვლავები აცეკვდნენ, ავსტრალია გახლდათ, სადაც ეს პროექტი "ბი-ბი-სი"-ს ძალისხმევით განხორციელდა.
9 მოცეკვავე წყვილიდან ერთი ცნობილი ადამიანი, მეორე კი პროფესიონალი მოცეკვავეა. შოუს ჰყავს ჟიურიც, რომელიც ყოველი მონაწილის გამოსვლას აფასებს. გამარჯვებულია ერთი წყვილი, რომელიც სოლიდური პრიზებით ჯილდოვდება.
ვიჭორაოთ, როგორ მოგეწონათ შოუ და როგორ ფიქრობთ, ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული?