12 თებერვალს ქალაქ ლოს ანჯელესის ნოკიას თეატრში გაიმართა გრემის 2012 წლის რიგით 54-ე დაჯილდოება, რომელსაც დაესწრო Lady Gaga. გაგა პირდაპირ დაჯილდოვებაზე მივიდა და წითელ ხალიცაზე არ გაუვლია. გაგას წლევანდელ გრემიზე ჰქონდა სამი ნომინაცია "საუკეთესო პოპ სოლო შესრულება" სიმღერისთვის "Yoü and I", "საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი" - "Born This Way" და "წლის ალბომი" - "Born This Way". სამწუხაროდ გაგამ ამ სამი ნომინაციიდან ვერცერთში ვერ გაიმარჯვა. შეგახსენებთ რომ გაგას სულ ხუთი გრემის ჯილდო აქვს მიღებული 2010 წელს ორი ჯილდო "საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ალბომი" - "The Fame" და "საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი" სიმღერისთვის "Poker Face", ხოლო 2011 წელს სამი ჯილდო "საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი" - "The Fame Monster", "საუკეთესო ქალის პოპ ვოკალური პერფომანსი" სიმღერისთვის "Bad Romance" და "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ვიდეო" ვიდეოკლიპისთვის "Bad Romance".