ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მუსიკისა და დრამის თეატრში 5 წლის წინ მივიდა. სულ რაღაც 24 წლის არის, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარულია. რამდენიმე საქმეს ერთდროულად არის შეჭიდებული. თამაშობს თეატრში, მონაწილეობს სერიალში, იღებენ მხატვრულ ფილმში, გახდა რადიოწამყვანიც... აი, პირად ცხოვრებაში კი ჯერჯერობით "ერთ ადგილას" არის გაჩერებული – ისევ შეყვარებულია, როგორც რამდენიმე წლის წინ და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს, დაღვინებას ელოდება.