სოფო ნიჟარაძე (დ. 6 თებერვალი, 1986, თბილისი) — მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი.
შეასრულა ჯულიეტას როლი „Roméo & Juliette“-ს რუსულენოვან ვერსიაში (2004—2006 წწ.). 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალი ტალღაში“, სადაც მე-2 ადგილი აიღო. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გავიდა.
დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
ბიოგრაფია
სოფიო — თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. 6 წლის ასაკიდან ვოკალს სწავლობდა. შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. 7 წლის ასაკში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გაახმოვა ფილმი „იავნანამ რა ჰქმნა?!“.
1995 — საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის“ ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალი“.
1996 — ქართული ფესტივალის „ლიგას“ სპეციალური პრიზი სიმღერისთვის „О тебе“; ფესტივალ „ბრავისიმო-ბრავისიმოს“ ლაურეატი, მინი-ლა სკალა (იტალია).
1997 — საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის“ მონაწილე (მოსკოვის 850 წლისთავი).
1999 — პირველი ხარისხის დიპლომი ღონისძიებაში „პიშკინის საღამოები“.
1998 — 2001 — ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიანტი.
2004 — 2005 — მთავარი როლი მიუზიკლში „Romeo & Juliette“
2005 — ახალი ტალღის მე-2 ადგილის ლაურეატი
2010 — საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე.
სკანდალები
2011 წლის 23 სექტემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გაჩნდა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია:
,,23 სექტემბერს 21:20 საათზე გარდაიცვალა ქართული ოპერის ამომავალი ვარსკვლავი სოფია ნიჟარაძე. როგორც REAL TV იუწყება იგი ყაზბეგიდან მოდიოდა მანქანით (ფილმის გადაღებიდან) მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ მანქანა ვერ მოეჭიდა მიწას და კლდეში გადაიჩეხა. ინფორმაცია დადასტურებულია სოფიას აგენტის მიერ.
სოფო ნიჟარაძის ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორმა კი ეს ინფორმაცია უარყო.