ერთი ხის ბორცვი-(One Tree Hill). თინეიჯერული დრამა, რომელიც შექმნილია მარკ შვანის მიერ და რომლის პრემიერა შედგა 23 სექტემბერს, 2003 წელს, WB-ს სატელევიზიო არხზე. შოუ ამ არხზე გადიოდა 2006 წლის 3 მაისამდე. მეოთხე სეზონი უკვე გამოვიდა The CW-ის არხზე 2006 წლის 27 სექტემბერს და ამ არხზე ეს სერიალი დღემდე გადის.
კონცეფცია
One tree hill-ის პირველი სეზონის მესამე DVD დისკზე არის გადმოცემული, რომ მარკ შვანი თავდაპირველად ფიქრობდა რომ გადაეღო ფილმი და სახელი დაერქვა „ყვავები“. ეს იდეა მან ქალაქს გაუზიარა, მაგრამ WB მართველის თხოვნით მან ფილმი 1 საათიან სათინეიჯერო დრამა სერიალად გადააქცია. tree hill არის გამოგონილი ქალაქი, რომელიც დაერქვა U2-ს სიმღერის „One Tree Hill“-ის გამო. შვანმა ქალაქს დაარქვა „tree hill“, ვინაიდან როდესაც იგი იდეას წერდა, უსმენდა U2-ს ალბომს The Joshua Tree. შოუს თავიდან დაერქვა ყვავების სისასტიკე, სანამ ნეთვორკმა შვანს არ თხოვა სახელის შეცვლა. ასე რომ შვანმა შეცვალა სახელი და დაარქვა One tree hill. შოუს დასაწყისში, შვანს ფანები ხშირად ეიკითხებოდნენ რატომ დაარქვა მან სერიალს One tree hill, მაშინ როდესაც ქალაქს მხოლოდ თრი ჰილი ერქვა. ამ კითხვაზე პასუხი გაცემული იყო პირველი სეზონის 21-ე სერიაში, როცა კარენმა ლუკას უთხრა რომ „არსებობს მხოლოდ ერთი ვან თრი ჰილი — და ეს არის შენი სახლი“. 1, tree hill ასევე არის მისამართი tree hill-ის საშუალო სკოლის.
ეპიზოდის ფორმატი
ეპიზოდი ჩვეულებრივი სტრუქტურით მიდის. ჩვეულებრივ იგი იწყება წინა სერიების რეზიუმეთი, რომელიც ეხება ახლანდელი სერიის შინაარს; მაგრამ ხანდახან დროის სიმცირის გამო სერიის განხილვა არ გადის. პირველი ოთხი სეზონის განმავლობაში მელოდია ან თავიდანვე ან რეზიუმეს შემდეგ გადიოდა, ან რამდენიმე სცენის შემდეგ. ყოველ დროს, როცა ეპიზოდში ნაჩვენებია მგრძნობიარე ან ძალადური თემა, ან როდესაც ეპიზოდის სიგრძე უტოლდება მთლიან დროს, ამ შემთხვევაში არანაირი შესავალი არ არის, მხოლოდ წარწერა ვან თრი ჰილი, დაწერილი შავ ფონზე. მეხუთე სეზონის დააწყებიდან, მელოდია საერთოდ არ გადიოდა და კვლავ მხოლოდ შავ ფონზე იყო წარწერა. ვან თრი ჰილი ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ხმებით კადრებს მიღმა, რომელიც წარმოადგენს ან ლიტერატურულ ციტატებს ან პერსონაჟებს რომელიც განხილულია ეპიზოდებში. უმეტესობა არის ჩედ მაიკლ მიურეი-ს პერსონაჟის ლუკას სკოტის მიერ გახმოვანებული, თუმცა იყო სხვა შემთხვევები, სადაც სხვა პერსონაჟებიც აკეთებდნენ ამას. ჯეიმს ლაფერტი, ჰილარი ბარტონი, ბეტანი ჯოი გალეოტი და სოფია ბუში სხვადასხვა ეპიზოდებში მოგვითხრობენ ისტორიებს თავიანთი გმირების ნეიტან სკოტის, პეიტონ სოიერის, ჰეილი ჯეიმს სკოტის და ბრუკ დევისის სახით. მოწვეულმა მსახიობებმა ბრაიან გრინბერგმა და შერილ ლიმ აგრეთვე გაახმოავენს რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც ჯეიკ ჯაგილსკის და ელი ჰარპის როლს ასრულებენ. აგრეთვე იყო ორი ეპიზოდი, რომელიც მრავალ მთხრობელს წარმოგვიდგენს. ქასთის წევრებმა ლი ნორისმა, ანტონ ტანერმა და დანიელა ჰარისმა აგრეთვე გაახმოვანეს პერსონაჟები, რომლებსაც ისინი თამაშობენ მარვინ "მოუთ" მაკფადენი, ანტონ "სკილი" ტეილორი და რეიჩელ გატინა
მუსიკა
მუსიკა მთავარ როლს თამაშობს სიუჟეტებში და სცენებში ეპიზოდების მიხედვით. რამდენიმე სცენა მჭირდორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და სიმღერა რომელიც არის ამ სცენებში იმ გუნებას გვიქმნის რა სიუჟეტიც არის მოთხრობილი. შოუში მრავალმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა, ესენია: გევინ დეგრუ, შერილ კროუ, მიშელ ბრენჩი, The Wreckers, ტაილერ ჰილტონი, ჯიმი ით ვორლდი, ჰონორარი თაითლი, Fall Out Boy, ნადა სარფი, ჯეკს მანექენი, მიშელ ფიზერსტოუნი, ლუპ ფიასკო და სხვა. მეხუთე სეზონმა წარმოგვიდგინა მთავარ როლში კეიტ ვოეგელი, რომელიც მია კატალინოს როლს ასრულებს, აგრეთვე ჰონორარი თაითლი და კევინ ფედერლაინი, რომელიც ჯეისონის როლს ასრულებს. ბეტანი ჯოი გალეოტი, რომელიც ასრულებს ჰეილი ჯეიმს სკოტის როლს, ბრაიან გრინბერგი რომელიც ჯეიკ ჯაგილსკის როლს ასრულებს და თაილერ ჰილტონი რომელიც ქრის კელერის როლს ასრულებს, ასევე ცოცხალი შესრულებით წარდგნენ შოუში. ფოლ აუთ ბოიზის პიტ ვენტცი, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში ჩნდება თავის ბენდთან ერთად, ხდება პეიტონის სასიყვარულო ინტერესი. სხვა ცნობილი ბენდები რომლების სიმღერებიც შოუში გამოიყენეს არიან: Angels & Airwaves, Mclusky, Snow Patrol, Keane, Starsailor, Travis, Dashboard Confessional, Led Zeppelin, The Cure, Switchfoot და Foo Fighters. შოუმ გამოუშვა საუნდტრეკების სამი ალბომი: ვან თრი ჰილი — მუსიკა WB-ს სატელევიზიო შოუდან, გამოშვება 1, მეგობრები გამორჩენით: მუსიკა სატელევიზიო შოუდან ვან თრი ჰილ, გამოშვება 2 და საგზაო კავშირი: მუსიკა სატელევიზიო შოუდან ვან თრი ჰილ, გამოშვება 3. შემოსალვები ამ ალბომებიდან გადაერიცხა მკერდის სიმსივნის საერთაშორისო ფონდს. მარკ შვანმა გაამჟღავნა რომ ის ყველა ეპიზოდს გარკვეული სიმღერის პატივსაცემად არქმევს სახელს, რომელსაც საერთო აქვს სერიის თემასთან. მაგალითად ეპიზოდი 1.01 („The Places You Have Come to Fear the Most“) ეს სახელი სერიას დაერქვა დაშბორდ კონფესიონალის ამავე სახელწოდების სიმღერის მიხედვით. ეპიზოდში, ლუკასი ხვდება რომ კალათბურთი, რომელიც ერთ დროს მისთვის დაცული ადგილი იყო, ახლა ის ადგილია სადაც მას მოუწევს შიშთან პირისპირ შეხვედრა, მას შემდეგ რაც ყვავებს შეუერთდება.
შექმნილია საიტი, რომელიც ეძღვნება ვან თრი ჰილში გამოყენებულ მუსიკას: www.OTH-Music.com.
Cast
Chad Michael Murray-Lucas Scott
james lafferty-nathan scott
hilarie burton-peyton sawyer
bethany joy lenz-haley james scott
sophia bush-brooke daves