ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ქართული ფორუმი

Georgian Forum
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  SearchSearch  RegisterRegister  Log inLog in  
მოგესალმებათ საიტი "ქართული სამყარო"გააკეთეთ სიახლეები სხვადასხვა თემაზე ასევე სხვა განყოფილებებში რომლებიცაა შექმნილი.დაპოსტეთ სხვისი შექმნილი თემები და ნუ დაპოსტავთ მხოლოდ თქვენს შექმნილ თემებს! "ქართველი ფორუმი" თქვენთან ერთადაა!
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
ყურადღება!
საიტზე ავტორიზაცია შეუძლებელია ადმინის თანხმობის გარეშე, როცა დარეგისტრირდებით სატზე, რამოდენიმე საათის,წუთის ან ერთი დღის შემდეგ შეძლებთ საიტზე შემოსვლა!
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Poll
გიფიქრიათ ოდესმე თავის მოკვლაზე?
კი
Metallica/მეტალიკა Vote_lcap100%Metallica/მეტალიკა Vote_rcap
 100% [ 3 ]
არა
Metallica/მეტალიკა Vote_lcap0%Metallica/მეტალიკა Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
Latest topics
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
დომეინი
www.wsa.ge
Social bookmarking
Social bookmarking reddit      

Bookmark and share the address of ქართული ფორუმი on your social bookmarking website
November 2024
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
CalendarCalendar

 

 Metallica/მეტალიკა

Go down 
AuthorMessage
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

Metallica/მეტალიკა Empty
PostSubject: Metallica/მეტალიკა   Metallica/მეტალიკა EmptyWed May 09, 2012 11:06 pm

Metallica/მეტალიკა Bbd757fddb5dbd3062021d0676371c4f
მეტალიკა (ინგლ. Metallica წარმოითქმის /mʉˈtælɨkə/ ( მოსმენა)) — ამერიკული მეტალ-ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში, აშშ, ჯეიმზ ჰეტფილდისა (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხის (დრამი) მიერ.
მეტალიკის ადრინდელი ჩანაწერები შეიცავდა სწრაფ პარტიებს, ინსტრუმენტალებს, აგრესიულ მუსიკას, რამაც ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში მოაქცია ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: სლეიერი, მეგადეზი, ანთრაქსი.[1] 1986 წელს გამოსული ალბომი „Master of Puppets“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „მძიმე“ თრეშ მეტალის მიმდინარეობის ალბომად. ნამდვილ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა 1991 წელს ალბომის „Metallica“ გამოშვებისას მიაღწია, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა.[2]
მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, სამი ცოცხალი ალბომი, ხუთი EP, ოცდაოთხი მუსიკალური ვიდეო და ორმოცდახუთი სინგლი. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ამ დროისათვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.[3]
სექციების სია [ჩვენება]
ისტორია [რედაქტირება]

ადრინდელი წლები (1981–1983) [რედაქტირება]
მეტალიკა 1981 წელს ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, ჩამოყალიბდა. დრამერმა ლარს ულრიხმა ადგილობრივ გაზეთ The Recycler-ში გააკეთა განცხადება, რომ ეძებდა დანარჩენ მუსიკოსებს მეტალ-ჯგუფის შექმნისთვის. მას ჯეიმზ ჰეტფილდი გამოეხმაურა. თუმცა როგორც მოგვიანებით რონ მაკგოვნიმ განაცხადა ჟურნალისთვის „So What!“ მიცემულ ინტერვიუში, ლარსი და ჯეიმზი ერთმანეთს მათმა საერთო მეგობარმა ჰიუ ტანერმა გააცნო. ადრეულ სტადიაზე ჯგუფს მუდამ პრობლემები ჰქონდა მთავარ გიტარისტთან დაკავშირებით. ცოტა ხნით ჯგუფში უკრავდნენ ლოიდ გრანტი, ბრედ პარკერი და ჯეფ უორნერი (აღსანიშნავია, რომ არცერთი ზემოთნახსენები გიტარისტი არ ითვლება მეტალიკის წევრად, მათ „სტუმრის“ სტატუსი აქვთ). მეტალიკა ოფიციალურად 1981 წლის ოქტომბერში დაფუძნდა, ულრიხისა და ჰეტფილდის შეხვედრიდან ხუთი თვეში.[4]
ლარსის მეგობარმა რონ ქუინტანამ სთხოვა მას, დახმარებოდა სახელის შერჩევაში მისი ახალი ჟურნალისთვის, რომელიც ამერიკული და ბრიტანული მეტალ-ჯგუფების შესახებ იქნებოდა. რონს უკვე ჰქონდა მოფიქრებული რამდენიმე სახელი: Metallica, Metal Mania და Hesse. ლარსმა ჩათვალა, რომ „მეტალიკა“ შესანიშნავი სახელი იქნებოდა მისი ჯგუფისთვის და რონს არ ურჩია ჟურნალისთვის ასეთი სახელწოდების დარქმევა. ასე ეწოდა ჯგუფს „მეტალიკა“.
1982 წლის დასაწყისში ლარსმა Metal Blade Records-ის დამფუძნებელი ბრაიან სლეიჯელი დაარწმუნა შეეტანა მეტალიკის სიმღერა Hit the Lights ლეიბლის პირველ კრებულში Metal Massacre. ჯგუფმა დემო Power Metal ჩაწერა, რომელშიც მათი პირველი სიმღერა - Hit the Lights შედიოდა. ბას-გიტარაზე უკრავდა და მღეროდა ჯეიმზი, ხოლო გიტარაზე - ლოიდ გრანტი (უფრო გვიანდელ ჩანაწერებში მის ადგილს მასტეინი იკავებს), ასევე The Mechanix, Jump In The Fire და Motorbreath. ულრიხმა კიდევ ერთი განცხადება განათავსა გაზეთში The Recycler მთავარი გიტარისტის ვაკანსიის თაობაზე. მას გამოეხმაურა დეივ მასტეინი, რომელიც იმ დროისათვის ჯგუფ პანიკში უკრავდა. ჰეტფილდი და ულრიხი ისე მოიხიბლნენ დეივის დაკვრით, რომ ჯგუფში მიიწვიეს. ლარსმა და ჯეიმზმა ბასისტად მიიწვიეს რონ მაკგოვნი, რომელიც მანამდე ჯეიმზთან ერთად უკრავდა ჯგუფ ლიზერ ჩარმში. რამდენიმე თვის შემდგომ ჩაწერეს დემო No Life 'til Leather სრული ფორმატით, სადაც შვიდი სიმღერა შედიოდა და რომელმაც მალე მიიქცია ფანების ყურადღება.
ჯგუფის პირველი ცოცხალი კონცერტი შედგა 1982 წლის 14 მარტს კლუბში Radio City, ქ. ანაჰაიმი, კალიფორნია[5]. იმავე წელს, 25 მაისს ჯგუფმა კონცერტი ჩაატარა სკოლაში, სადაც ულრიხი სწავლობდა. ამ დროისათვის ჰეტფილდსა და მასტეინს აღარ მოსწონდათ მაკგოვნის დაკვრა, რადგან ფიქრობდნენ რომ „რონი ახალს არაფერს ქმნიდა, უბრალოდ დინებას მისდევდა“. ბრაიან სლეიჯელმა ურჩია ლარს, წასულიყო სან ფრანცისკოში და მოესმინათ ბასისტ კლიფ ბარტონისთვის, რომელიც ჯგუფ ტრაუმაში უკრავდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის ჯგუფის შოუს ღამის კლუბში Whisky a Go Go დაესწრნენ და იმდენად მოიხიბლნენ მისი შესრულებით, რომ მეტალიკაში გადმოსვლა სთხოვეს. თავიდან კლიფმა უარი თქვა, თუმცა წლის ბოლოსთვის დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ მეტალიკა ქალაქ ელ ქერიტოში, სან-ფრანცისკოს მახლობლად, გადავიდოდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის პირობას დათანხმდნენ. მეტალიკის პირველი გამოსვლა კლიფთან ერთად ღამის კლუბში The Stone შედგა 1983 წლის მარტში. შემდეგში ჯგუფი ხშირად უკრავდა სან-ფრანცისკოს კლუბებში, ხშირად ჯგუფ ექსოდუსთან ერთად. ამავე წელს მეტალიკა გაიმგზავრა ნიუ-იორკში, სადაც ხელშეკრულება ლეიბლთან Megaforce Records გააფორმა. მალე ჯეიმზმა და ლარსმა გადაწყვიტეს, რომ უკვე შეუძლებელი იიყო მასტეინის ატანა მისი აგრესიულობის, ნაკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. შედეგად, 1983 წლის პირველ აპრილს დეივს ჯგუფი დაატოვებინეს და მის ნაცვლად იმავე საღამოს კირკ ჰემეტი მოიწვიეს ჯგუფ ექსოდუსიდან (მოგვიანებით დეივმა საკმაოდ პოპულარული ჯგუფი მეგადეზი ჩამოაყალიბა). მეტალიკის პირველი შოუ ჰემეტთან ერთად 1983 წლის 16 აპრილს ღამის კლუბში Showplace შედგა, ქ. დოვერში, ნიუ ჯერსი.
ინტერვიუებში მასტეინი მუდმივად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ჰემეტისადმი. ის ამბობდა, რომ ჰემეტმა მას სამუშაო წაართვა,[6] რომ ის პოპულარული მასტეინის დაწერილი რიფებისა და სოლოების შესრულების წყალობით გახდა. მეგადეზის 1985 წლის სადებიუტო ალბომში Killing Is My Business... and Business Is Good! მასტეინმა შეიტანა სიმღერა Mechanix, რომელიც შესულია ასევე მეტალიკას ალბომში Kill 'Em All შეცვლილი სახელით The Four Horsemen. როგორც შემდგომ განაცხადა მასტეინმა, ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ მეტალიკას „დასწეოდა“.[7]
Kill 'Em All და Ride the Lightning (1983–1984) [რედაქტირება]


კლიფი 1985 წელს
1983 წელს მეტალიკა როჩესტერში (ნიუ-იორკი) გაემგზავრა, სადებიუტო ალბომის Metal up Your Ass ჩასაწერად, მაგრამ ჯგუფის ლეიბლსა და დისტრიბუტორებს შორის კონფლიქტის გამო, ალბომს სახელი შეუცვალეს და შედეგად ქვეყანას Kill 'Em All მოევლინა. ალბომის ლეიბლი იყო Megaforce Records აშშ-ში, ხოლო Music for Nations ევროპაში. ალბომმა ბილბორდ 200-ში 120-ე ადგილს მიაღწია 1988 წელს.[2] თუმცა, ფინანსურად არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. სამაგიეროდ ალბომმა ჯგუფს ახალი ფანები შესძინა. ჯგუფმა ალბომის მხარდასაჭერად ტური Kill 'Em All For One ჩაატარა ჯგუფ რავენთან ერთად, რომელიც 27 ივლისიდან 3 სექტემბრამდე გრძელდებოდა. ტურის აპოგეად 13 აგვისტოს ჩიკაგოში ჩატარებული კონცერტი იქცა, რომლის ფრაგმენტების ხილვა შესაძლებელია 1988 წელს გამოშვებულ ვიდეოფილმში Cliff 'Em All. 1984 წლის თებერვალში მეტალიკა მხარს უჭერს ჯგუფ ვენომს ტურნეში Seven Dates of Hell, სადაც ისინი 7000 მაყურებლის წინაშე წარდგნენ.[8]
1984 წლის აგვისტოში მეტალიკამ რიგით მეორე სტუდიური ალბომი Ride the Lightning გამოუშვა. ალბომი ბილბორდ 200-ში 50 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მეასე ადგილს მიაღწია.[2] საფრანგეთში ამ ალბომისთვის ყდები შეცდომით მწვანე ფერში დაიბეჭდა, რომელიც უკვე კოლექციონერთა ყურადღების საგანია. კრიტიკოსთა და ფანების მოულოდნელად ალბომი აკუსტიკური გიტარის პარტიით იწყება. მასში შესულია სიმღერები: For Whom the Bell Tolls, Fade to Black, Creeping Death და სხვები. ამათგან უკანასკნელი ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული. სიმღერა Ride the Lightning დაიწერა მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრები სახალხოდ დაადანაშაულა ტეხასის შტატმა ახალგაზრდების წაქეზებაში უკანონო ქმედებებისკენ, კერძოდ კი ძალადობისკენ. მეტალიკამ დაწერა ეს სიმღერა პროტესტის საპასუხოდ, რითაც მოახდინა იმის დემოსტრირება, რომ ჯალათები თავად ხდებიან მკვლელები, როცა ჩადიან ძალადობას მათი მსხვერპლის მიმართ საკუთარი რწმენების გამო. სხვებისგან გამოირჩევა შედარებით ნელი და მელოდიური Fade to Black, რომელმაც აშკარად გამოყო მეტალიკა სხვა თრეშ მეტალ ჯგუფებისაგან. ამ ალბომშია ასევე ინსტრუმენტალი The Call of Ktulu, რომლის ძირითადი ნაწილი, ისევე როგორც Ride the Lightning მასტეინის დაწერილია.[9]
Master of Puppets (1984–1986) [რედაქტირება]
ხმის ჩამწერი ლეიბლის Elektra Records დირექტორი მაიკლ ალაგო და Q-Prime Management-ის თანადამაარსებელი კლიფ ბარნსტეინი მეტალიკის 1984 წლის სექტემბრის კონცერტს დაესწრნენ და ნანახით მოხიბლული დარჩნენ. მათი ძალისხმევის შედეგად, მეტალიკამ კონტრაქტი Elektra Records-თან გააფორმა და Q-Prime Management-ის კლიენტი გახდა.[9] ევროპული ტურნედან დაბრუნებული მეტალიკა მხარს უჭერს ჯგუფებს W.A.S.P. და არმორედ საინტს. 1985 წლის 17 აგვისტოს ფესტივალზე Monsters of Rock ბონ ჯოვისა და რეტთან ერთად ინგლისში, დონინგტონის პარკში, მეტალიკამ უდიდესი შოუ ჩაატარა, სადაც 70 000 მსმენელის წინაშე წარდგა. შემდგომ კალიფორნიაში, კერძოდ ქ. ოკლენდში, ფესტივალზე Day on the Green ჯგუფმა 60 000 მსმენელის წინ დაუკრა.[9]
მესამე სტუდიური ნაშრომი ჯგუფისთვის და პირველი ლეიბლისთვის Elektra Records იყო 1986 წლის მარტში გამოშვებული ალბომი Master of Puppets, რომელიც ჩაიწერა სტუდიაში Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია. ალბომმა 72 კვირა დაყო ბილბორდ 200-ში და 29-ე ადგილს მიაღწია.[10] ალბომი ჯგუფის პირველი ნამუშევარი იყო, რომელსაც 1986 წლის 4 ნოემბერს ოქროს, ხოლო 2003 წლის მდგომარეობით ექვსჯერ პლატინის სტატუსი მიენიჭა. ის ჯგუფის იმ მომენტამდე გამოშვებულ ალბომებს შორის ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომი გახდა: მილიონზე მეტი გაიყიდა მარტო აშშ-ში. კრიტიკოსები Master of Puppets-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თრეშ მეტალ ალბომად მიიჩნევენ. ოზი ოზბორნის აშშ-ის ტურნეს გახსნამაც ჯგუფს ახალი ფანები შემატა.[9] ამ ტურნეს დროს ჰეტფილდმა მაჯა მოიტეხა სკეიტბორდინგისას და ტურნე მხოლოდ როგორც ვოკალისტმა განაგრძო. გიტარაზე მის მაგივრად ტექნიკოსი ჯონ მარშალი უკრავდა.[11] ეს ფაქტი გახდა მიზეზი, რის გამოც მოგვიანებით ტურნეების ორგანიზატორებს კონტრაქტში შეატანინა ცოტა არ იყოს „უცნაური“ მუხლი: ტურნეების დროს სკეიტბორდით გართობის აკრძალვა.
ბარტონის გარდაცვალება და Garage Days Re-Revisited (1986–1987) [რედაქტირება]


კლიფ ბარტონის მემორიალი
1986 წლის 27 სექტემბერს, Damage Inc. ტურნეს დროს ევროპაში ჯგუფის წევრები კარტს თამაშობდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ ვის საძინებელში დაიძინებდა ავტობუსში. კლიფმა მოიგო და არჩია ჰემეტის საწოლში ძილი. სტოკჰოლმისკენ მიმავალ გზაზე დორარპის მახლობლად, შვედეთში, ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა, ავტობუსი მოცურდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. ჯეიმზმა, ლარსმა და კირკმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, ხოლო კლიფი ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტობუსის ქვეშ მოყვა. უკვე იყო თუ არა კლიფი მკვდარი, გაურკვეველი რჩება. ამწეს, რომელიც ავტობუსს ეწეოდა, ბაგირი გაუწყდა და ავტობუსი მეორედ დაეცა კლიფს. ჯეიმზი იხსენებს:

„მე ვხედავდი რიგორ იწვა იგი ავტობუსის ქვეშ. მახსოვს, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა გამოეძრო გადასაფარებელი მის ქვეშიდან, რათა დანარჩენებს გამოგვეყენებინა. აქ მე წამოვიძახე: „ხელი არ ახლო, შენი დედაც!“ მე მზად ვიყავი მომეკლა იგი. არ ვიცი ნასვამი იყო თუ არა. ვიცი მხოლოდ, რომ ის საჭესთან იჯდა და კლიფი უკვე აღარ იყო...“
[11]
ბარტონის სიკვდილმა მეტალიკას არსებობა სათუო გახადა. სამმა დარჩენილმა წევრმა გადაწყვიტა, რომ კლიფის სურვილი იქნებოდა მათ გაეგრძელებინათ და, კლიფის ოჯახისაგან დალოცვის მიღების შემდეგ, დაიწყეს კლიფის შემცვლელის ძიება.[12]
დაახლოებით ორმოცმა ბასისტმა მიიღო მონაწილეობა აუდიენციაში, რომელსაც მეტალიკის მომავალი მეოთხე წევრი უნდა გამოევლინა. მათ შორის იყვნენ ჰემეტის ბავშვობის მეგობარი ლეს კლეიპული, ტროი გრეგორი ჯგუფ პრონგიდან და ჯეისონ ნიუსტედი ჯგუფ ფლოტსამ ენდ ჯეტსამიდან. კლეიპული მოეწონა ჯგუფს, მაგრამ მისი დაკვრის სტილი არ ჯდებოდა მეტალიკის სტილში. შემდგომ, მეტალიკისადმი მიძღვნილ Behind the Music სერიაში, ჯეიმსი განმარტავს, რომ კლეიპული იყო „მეტისმეტად კარგი“ მეტალიკისთვის. საბოლოო ანგარიშით, ჯეიმზმა, ლარსმა და ჰემეტმა გადაწყვიტეს, რომ ჯეისონ ნუსტედს უნდა შეეცვალა ბარტონი. ნიუსტედი ჯგუფის შემადგენლობაში ოფიციალურად 1986 წლის 28 ოქტომბერს შევიდა - კლიფის დაკრძალვიდან სამი კვირის შემდეგ. ჯეისონის პირველი გამოსვლა ჯგუფთან ერთად შედგა კლუბში Country Club, ქ. რესედა, კალიფორნია.[12]
1987 წელს მეტალიკა ევროპაში ბრუნდება ტურნეს გასაგრძელებლად. მარტში ჯეიმზმა უკვე მეორედ მოიტეხა მაჯა სკეიტბორდინგისას. შედეგად, რიტმურ გიტარაზე დაკვრა ისევ მარშალს ანდეს, მაგრამ ამ დაზიანებამ ჯგუფი აიძულა, შაბათი საღამოს ცოცხალი წარმოდგენა ჩაეშალა. ტურნეს შემდეგ ჯგუფმა მოაწყო მუსიკალური სტუდია ლარსის ავტოფარეხში და ჩაწერა სხვა ჯგუფების რამდენიმე სიმღერის ქავერ ვერსია. ივლისში გამოსცა ახალი ალბომი The $5.98 E.P.: Garage Days Re-Revisited, რომელშიც შესულია ეს სიმღერები. ალბომის ჩაწერისას ჯგუფმა გამოცადა ახალი სტუდია და შეაფასა ნიუსტედის ტალანტი. ამავე წელს გამოცემულ იქნა ფილმი Cliff 'Em All, სადაც აღწერილია კლიფის გატარებული სამი წელი მეტალიკაში. ფილმში შესულია კლიფის სოლოები ბასსზე, სახლში გადაღებული ვიდეოები და სურათები.[13]
...And Justice for All (1988–1990) [რედაქტირება]


მეტალიკა ალბომის მხარდამჭერ ტურნეზე
1988 წლის სექტემბერში გამოვიდა მეტალიკის რიგით მეოთხე, კლიფის გარდაცვალებიდან პირველი სტუდიური ალბომი …And Justice for All. ალბომს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. მიაღწია მეექვსე ადგილს ბილბორდ 200-ში. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა.[10] ალბომს მიანიჭეს პლატინის სტატუსი გამოსვლიდან ცხრა კვირის შემდეგ.[14]
ალბომში ნიუსტედის ბას პარტიები თითქმის არ ისმოდა, მისი მუსიკალური იდეები იგნორირებული იქნა (თუმცაღა, წვლილი მიუძღვის ალბომის პირველი სიმღერის Blackened დაწერაში)[15]. ბევრმა ფანმა ჩათვალა, რომ ეს სპეციალურად იყო გაკეთებული, როგორც რეაქცია კლიფის სიკვდილის შემდეგ, ან როგორც ნიუსტედის დაცინვა. უფრო სარწმუნოა ვერსიები, რომლებიც ჰეტფილდმა და ულრიხმა დაასახელეს შემდგომ ინტერვიუებში: ჰეტფილდმა აღნიშნა, რომ ჯეისონი ხშირად არ ესწრებოდა შეკრებებს, რის გამოც იგი ამ პროცესზე ვერ იმოქმედებდა; ლარსმა კი შენიშნა, რომ ნიუსტედის ბას-გიტარა იმეორებდა ჰეტფილდის რიტმ-გიტარის პარტიას.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ფანებმა და პრესამ აღფრთოვანებით მიიღო, გაკრიტიკებული იქნა ალბომის პროდიუსირება. ულრიხის დრამები ისმოდა ძალიან ყრუდ და გიტარები სუსტად. ალბომის მხარდსაჭერად მეტალიკამ ჩაატარა მსოფლიო ტურნე Damaged Justice.[16] მარტო აშშ-ში ჯგუფმა ჩაატარა 120 კონცერტი სტადიონებზე. გამოუშვეს ოთხი სინგლი, მათ შორის: Harvester Of Sorrow და One.
კრიტიკის მიუხედავად, მეტალიკის პირველი ალბომი, რომელიც გრემის დაჯილდოების ნომინაციაზე იქნა წარდგენილი, იყო ...And Justice for All, კატეგორიაში „საუკეთესო ვოკალური ან ინსტუმენტული მძიმე როკ/მეტალ შესრულება“. მეტალიკა მიიჩნეოდა ფავორიტად ამ კატეგორიაში. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად გრემი მიიღო ჯგუფ ჯეთრო ტალის ალბომმა Crest of a Knave.[17] ამან დიდი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ფანებსა და პრესაში. გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც ბევრი არც კი თვლიდა მძიმე როკ/მეტალ ჯგუფად, ცერემონიას არ დასწრებია, რადგან მათმა პროდიუსერმა ურჩია არ დასწებულიყვნენ, იმდენად ეჯერა მეტალიკას გამარჯვება.[17] სამი წლის შემდეგ ამავე ცერემონიაზე, როცა ჯგუფს გადასცეს გრემი სიმღერისთვის Enter Sandman, ლარსმა ირონიულად მადლობაც გადაუხადა ჯეთრო ტალს:

„ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჯეთრო ტალს, რომ ამ წელს არ გამოუშვა ალბომი.“
ეს ჯილდო ჟურნალ Entertainment Weekly-ის მიერ შეტანილი იქნა სიაში „გრემის ათი ყველაზე დიდი დარღვევა“.[18]
ალბომის გამოშვების შემდეგ, მეტალიკამ გადაიღო თავისი სადებიუტო მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე One. ჯგუფმა კლიპი გადაიღო მიტოვებულ საწყობში და დაადო მომენტები ფილმიდან Johnny Got His Gun. სალიცენზიო გარიგების ნაცვლად, მეტალიკამ სრულად შეიძინა საავტორო უფლებები აღნიშნულ ფილმზე. შედეგად ფილმის DVD ვერსია არ გამოსულა, მაზე შთაბეჭდილება ფართო აუდიტორიას მხოლოდ მეტალიკის გარემიქსებული ვერსიიდან ექმნება. 1999 წელს მუსიკალური ვიდეო One დასახელებული იქნა 38 ადგილზე MTV-ის ჩარტში „ყველა დროის 100 საუკეთესო ვიდეო“.[19]
Metallica (1990–1993) [რედაქტირება]
მომდევნო ალბომის ჩასაწერად 1990 წლის ოქტომბერში მეტალიკა მივიდა სტუდიაში One on One ჩრდილოეთ ჰოლივუდში. პროდიუსერად დაიქირავეს ბობ როკი. ალბომი Metallica, რომელიც ასევე ცნობილია შავი ალბომის სახელითაც, სამჯერ ჩაიწერა. ალბომის მიმართულებასა და ჟღერადობაზე ბობ როკსა და ჯგუფის წევრებს შორის გამუდმებული დავის გამო ჩაწერის პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჩაწერის ღირებულებამ ერთ მილიონ დოლარს მიაღწია.[20] ალბომმა მოხსნა წინა ალბომების ყველა რეკორდი და პირველ ადგილს მიაღწია ბილბორდ 200-ში, პირველივე კვირას 650 000 ეგზემპლარი გაიყიდა.[21] სინგლი ამ ალბომიდან Enter Sandman გახდა საერთაშორისო ჰიტი საუკეთესო საკონცერტო ნომერი Sad but True, Nothing Else Matters და Wherever I May Roam-თან ერთად. 15-ჯერ მიენიჭა ალბომს პლატინის სტატუსი აშშ-ში, რაც ალბომს აქცევს ქვეყნის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომებში ოცდამეექვსეეს.[22] ალბომის ჩაწერის პროცესი და შემდგომი ტურნეები ასახულია დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.
1991 წლის აგვისტოდან 1993 წლის ივლისამდე ჯგუფმა ჩაატარა 300-ზე მეტი კონცერტი. 1991 წლის სექტემბერში ჯგუფი გამოდიოდა სცენაზე მოსკოვში ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: AC/DC, პანტერა და სხვები. მსოფლიო ტურნეს შემდგომ მეტალიკამ მოიწყო არდადეგები ერთი წლით.
1992 წლის 8 აგვისტოს განზ-ენ-როუზიზისთან ერთად ტურნეს დროს ჰეტფილდმა მიიღო მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები სახეზე, მხარზე, ხელებზე და ფეხებზე პიროტექნიკის ეფექტების გამო Fade to Black-ის შესრულებისას. შედეგად მას დაკვრა გიტარაზე აღარ შეეძლო და როგორც გიტარისტი, კვლავ ჯონ მარშალმა შეცვალა იგი, რომელიც ახლა უკვე უკრავდა ჯგუფ მეტალ ჩარჩში. 1993 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი ცოცხალი ალბომი სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge.[23]
Load, ReLoad, Garage Inc., და S&M (1994–1999) [რედაქტირება]


ჯეიმზი Garage Inc. ალბომის გამოსვლის დროს.
მას შემდეგ, რაც მეტალიკამ სამი წელი გატარა შავი ალბომის მხარდამჭერ ტურნეებში, დაუბრუნდა სტუდიას, რათა ჩაეწერა მეექვსე სტუდიური ალბომი. დაახლოებით ერთი წელი გაატარა მეტალიკამ ახალი ალბომის ჩაწერაში, შედეგად 1996 წელს გამოშვებული იქნა ალბომი Load, რომელიც ბილბორდ 200-ში და ARIA ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.[2] ეს იყო ჯგუფის მეორე ალბომი, რომელმაც ეს შეძლო. ალბომმა დაადასტურა ცვლილებები ჯგუფის მუსიკალურ მიმართულებაში. ამ პერიოდშივე ჯგუფის წევრებმა თმები დაიმოკლეს. ჯგუფმა ჩაატარა მორიგი ტურნე Poor Touring Me ახალი ალბომის მხარდასაჭერად. 1996 წლის ზაფხულში მეტალიკამ გახსნა ალტერნატიული როკ მუსიკის ფესტივალი Lollapalooza.[24][25]
Load-ზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ ჯგუფს საკმარისი მასალა ჰქონდა მეორე ალბომის გამოსაშვებადაც. გადაწყდა, ნახევარი სიმღერების გამოეშვათ ალბომად, ხოლო დანარჩენ ნახევარზე გაეგრძელებინათ მუშაობა და გამოეშვათ მეორე ალბომი მომდევნო წელს. შედეგად, 1997 წელს გამოშვებული იქნა ალბომი ReLoad, რომელმაც ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო კანადაში ჩარტში Top Canadian Album - მეორე.[2] ალბომის მხარდასაჭერად მეტალიკამ ჩაატარა შოუ NBC's Saturday Night Live 1997 წლის დეკემბერში, სადაც შეასრულა სიმღერები Fuel და The Memory Remains დუეტში მერიენ ფეითფულთან.[26] მომდევნო წელს ჯგუფი მართავს ტურნეს სახელწოდებით Poor Re-Touring Me.
1998 წელს მეტალიკამ გამოუშვა ალბომი Garage Inc. ორ დისკად. პირველში შესულია სხვადასხვა შემსრულებლების სიმღერების ქავერები. მეორე დისკი მოიცავს 1987 წელს ჩაწერილ ალბომს The $5.98 E.P.: Garage Days Re-Revisited და დამატებული აქვს ზოგიერთი ახალი ქავერი. ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში.[26][27] წლის ბოლოსთვის გამოდის მეტალიკის ახალი ვიდეო Cunning Stunts.
1999 წელს 7 აპრილი სან ფრანცისკოს მერმა უილი ბრაუნმა გამოაცხადა „მეტალიკის ოფიციალურ დღედ“ ქალაქში. ამავე წლის 21 და 22 აპრილს მეტალიკამ ჩაატარა კონცერტი სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაიკლ კემენის დირიჟორობით. კონცერტის ჩატარების იდეა მოუვიდა კემენს 1991 წელს Nothing Else Matters-ზე მუშაობისას. მეტალიკამ კემენთან ერთად დაწერა ორი ახალი სიმღერა ამ კონცერტისათვის: No Leaf Clover და -Human. კონცერტის აუდიო ჩანაწერი გამოიცა ალბომად S&M 1999 წელს, ასევე გამოცემული იქნა კონცერტის ვიდეო ჩანაწერი. ალბომი ბილბორდ 200-ში მეორე, ხოლო ავსტრალიურ ARIA ჩარტში და Top Internet Albums ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.[2]
კონფლიქტი ნაპსტერთან (2000–2001) [რედაქტირება]


ლარს ულრიხი
2000 წელს მეტალიკამ მოისმინა, რომ მათი სიმღერის I Disappear დემო ვერსია, რომლის გამოსვლა იგეგმებოდა კინოფილმთან „შეუსრულებელი მისია 2“ ერთად, გადაიცემოდა რადიო-ეთერით. მეტალიკამ გამოიძია და აღმოაჩინა გაჟონვის წერტილი, ფაილი იპოვეს კომპანია ნაპსტერის (ინგლ.: Napster) peer-to-peer ფაილთა გაზიარების ქსელში. ასევე აღმოაჩინეს, რომ ჯგუფის მთლიანი კატალოგი უფასოდ ხელმისაწვდომი იყო. მეტალიკამ უჩივლა კომპანიას სასამართლოში,[15] ასევე სამ უნივერსიტეტს: სამხრეთ კალიფორნიის, იელის და ინდიანას უნივესიტეტებს, რათა მათ არ შეუშალეს ხელი ფაილთა თავისუფალ გაზიარებას. მეტალიკამ დაიქირავა ონლაინ საკონსულტაციო ფირმა NetPD, რათა თვალყური ედევნებინა ნაპსტერის სერვისისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მეტალიკის სასამართლო დავას შეუერთდა რეპ შემსრულებელი Dr. Dre ნაპსტერის წინააღმდეგ. 2001 წელს მეტალიკა და კომპანია გარკვეულ შეთანხმებადე მივიდნენ.[28] ნაპსტერი გახდა ფასიანი სერვისი. დავა მეტალიკასა და ნაპსტერს შორის აისახა მულტსერიალში სამხრეთის პარკი, მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში. მოგვიანებით, როცა ულრიხი გამოდიოდა შოუში ვის უნდა გახდეს მილიონერი წამყვანის შეკითხვაზე მოსწონს თუ არა გადაცემის მუსიკა, ულრიხმა კითხვითვე უპასუხა, ნაპსტერის ქსელიდან ხომ არ იშოვეს იგი.[29]
ნიუსტედის წასვლა და St. Anger (2001–2005) [რედაქტირება]


რობერტ ტრუჰილო 2003 წლის 24 თებერვლიდან მეტალიკის წევრია
2001 წლის 17 იანვარს ჯეისონ ნიუსტედმა დატოვა ჯგუფი, მისივე განცხადებით, კერძო და პირადი მიზეზების გამო და იმ ფიზიკური ზიანის გამო, რომელიც მან მიაყენა საკუთარ თავს წლების განმავლობაში იმ მუსიკის დაკვრისას, რომელიც უყვარს.[30] თუმცა, როგორც მოგვიანებით ჟურნალ „პლეიბოისთან“ მიცემულ ინტერვიუში ირკვევა, ჯეისონს სურდა ალბომის გამოშვება და ტუნეში გამგზავრება ჯგუფ ეჰობრეინთან ერთად, მაგრამ ჯეიმზი კატეგორიულ უარზე იყო, რამაც გამოიწვია ნიუსტედის წასვლა ჯგუფიდან.[15]
2001 წლის ზამთარში ჯეიმზი მიემგზავრება კამჩატკაზე დათვებზე სანადიროდ. რუსული ზამთარი და მისი შეუცვლელი ატრიბუტი - არაყი თავის შავ საქმეს აკეთებენ. შედეგად 19 ივლისიდან ჰეტფილდს მოუწია მკურნალობის კურსის გავლა „ალკოჰოლიზმისა და სხვა გატაცებების“ დასაძლევად. ჯგუფის მომავალი ეჭვქვეშ იდგა. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ლარსი და კირკი სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ჯგუფს არსებობა შეეწყვიტა.[31] თუმცაღა, 4 დეკემბერს ჯეიმზი კვალვ დაუბრუნდა ჯგუფს და ჯგუფმა გააგრძელა მუშაობა ახალ სიმღერებზე. ჯეიმზი მოითხოვდა ემუშავათ დღეში მხოლოდ ოთხი საათი, დანარჩენ დროს იგი ოჯახს უთმობდა. თუ აქამდე სიმღერებისთვის ტექსტებს მხოლოდ ჯეიმზი წერდა, ახლა ამ პროცესში მთელი ჯგუფი იყო ჩართული. ბას გიტარის პარტიას ასრულებდა მათი მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი. ალბომზე მუშაობის პროცესი ასახულია 2004 წელს გამოშვებულ დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster.
St. Anger-ზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მეტალიკამ გამართა ბასისტების შესარჩევი კონკურსი ნიუსტედის მუდმივი შემცვლელის გამოსავლენად. სამი თვის შემდეგ შერჩეული იქნა რობერტ ტრუჰილო, რომელიც მანამდე უკრავადა ჯგუფ სუისიდალ ტენდენსისში და ოზი ოზბორნის ჯგუფში.[32] ტრუჰილო მეტალიკის წევრი ოფიციალურად 2003 წლის 24 თებერვლიდან არის. მაისში ჯგუფმა ჩაატარა რამდენიმე კონცერტი სან ფრანცისკოს კლუბებში. ნიუსტედი 2002 წელს შეუერთდა კანადურ თრეშ მეტალ ჯგუფ ვოივოდს და 2003 წელს ოზის მიერ ჩატარებულ ტურნეში Ozzfest, რომელშიც მისი ჯგუფიც მონაწილეობდა, ოზი ოზბორნის ჯგუფში ტრუჰილოს შემცვლელი იყო.[33]
2003 წლის ივნისში მეტალიკის მერვე სტუდიურმა ალბომმა St. Anger პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში. მიუხედავად ამისა, ალბომი მრავალჯერ იქნა გაკრიტიკებული ულრიხის „ფოლადის ჟღერადობის“ მქონე სნეარ (snare) დრამისა და გიტარის სოლოების შემცირების გამო.[34] სიმღერამ St. Anger 2004 წელს მიიღო გრემი ნომინაციაში საუკეთესო მეტალ შესრულება.[35]
2004 წელს ინგლისში Download Festival-ზე მეტალიკის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ლარსმა გასაიდუმლოებული დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოს მიაკითხა.[36] ჰეტფილდი ეძებდა მოხალისეებს უკანასკნელ წუთს, რომლებსაც ლარსი უნდა შეეცვალათ. დეივ ლომბარდომ სლეიერიდან და ჯოი ჯორდისონმა სლიპკნოტიდან ითავეს ლარსის მაგივრად დაკვრა. ლომბარდომ შეასრულა სიმღერები Battery და The Four Horsemen, ულრიხის დრამის ტექნიკოსმა ფლემინგ ლარსენმა - Fade to Black, დანარჩენი სიმღერები ჯოისთან ერთად შეასრულა მეტალიკამ.[36] ჯგუფმა ორი წელი გაატარა St. Anger-ის მხარდამჭერი ტურნეებში Summer Sanitarium Tour 2003 და Madly in Anger with the World. კონცერტებზე ასევე გამოდიოდნენ ჯგუფები მუდვაინი, დეფტოუნზი, ლინკინ პარკი, ლიმპ ბიზკიტი და გოდსმაკი. მეტალიკის თითქმის ყველა გამოსვლა პროფესიონალურად იწერებოდა და კარგად იყიდებოდა საიტზე LiveMetallica.com. შემდეგ ჯგუფის წევრებმა დაისვენეს და 2005 წლის უმეტესი ნაწილი ოჯახებთან ერთად გაატარეს. თუმცაღა, 13 და 15 ნოებერს გახსნეს როლინგ სტოუნზის კონცერტი სან ფრანცისკოში, AT&T პარკში.[37]
Death Magnetic (2006-) [რედაქტირება]


კირკ ჰემეტი
2006 წლის 6 ივნისს ტურნეზე Escape from the Studio '06 ბერლინში მეტალიკამ შეასრულა ახალი სიმღერა დროებითი სახელწოდებით The New Song, რომელსაც ფანებმა Death Is Not the End უწოდეს, სიმღერაში ამ ფრაზის ხშირი გამეორების გამო. 12 აგვისტოს ტოკიოში შეასრულეს კიდევ ერთი ახალი სიმღერა The Other New Song. თუ მეორე ბევრი ასპექტით არ შეესაბამებოდა ჯგუფის სტილს, პირველი სიმღერის ფრაგმენტები აისახა ახალ ალბომში, კონკრეტულად კი კომპოზიციაში The End of the Line.
2006 წლის 16 თებერვალს მეტალიკამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა, რომ თხუთმეტწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბობ როკი აღარ გაუწევდა პროდიუსირებას მათ შემდგომ ალბომს. ახალ პროდიუსერად არჩეული იქნა რიკ რუბინი, რომელიც მანამდე მუშაობდა ჯგუფებთან: დანზიგი, სლეიერი, სლიპკნოტი და სისტემ ოფ ე დაუნი.[38] ჯგუფმა ახალი ალბომის Death Magnetic გამოსვლის თარიღად შეარჩია 2008 წლის 12 სექტემბერი. ასევე გადაიღეს მუსიკალური ვიდეო პირველი სინგლისთვის The Day That Never Comes ამ ალბომიდან.
2006 წლის 4 დეკემბერს მეტალიკამ გამოუშვა DVD სახელწოდებით The Videos 1989–2004, რომელიც შეიცავდა ყველა მუსიკალურ ვიდეოს 1989 წლიდან 2004 წლამდე. პირველივე კვირას 28 000 ეგზემპლარი გაიყიდა და ჩარტში Billboard Top Videos მესამე ადგილი დაიკავა.[39] მეტალიკამ ჩაწერა ენიო მორიკონეს სიმღერის The Ecstasy of Gold ქავერი მორიკონესადმი მიძღვნილ ალბომისთვის We All Love Ennio Morricone, რომელიც 2007 წლის 20 თებერვალს გამოვიდა. ქავერი წარდგენილი იქნა გრემის ნომინაციაზე „საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება“ დაჯილდოების 50-ე ცერემონიაზე.
2008 წლის 2 სექტემბერს ერთ-ერთმა ფრანგულმა მუსიკალურმა მაღაზიამ ათი დღით ადრე დაიწყო ჯერ კიდევ გამოუსვლელი ალბომის Death Magnetic გაყიდვა,[40] რამაც გამოიწვია ალბომის ხელმისაწვდომობა ფაილთა გაზიარების სისტემებში. ამ ფაქტმა უბიძგა ჯგუფის ოფიციალურ დისტრიბუტორს დიდ ბრიტანეთში Vertigo Records ოფიციალურად გამოეშვა ალბომი დაგეგმილზე ორი დღით ადრე, 10 სექტემბერს. ჯერ კიდევ უცნობია, მოიმოქმედებენ თუ არა რამეს მეტალიკა ან Warner Bros. Records საცალოდ მოვაჭრის წინააღმდეგ. ლარსმა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:

„ალბომის გამოსვლამდე ათი დღე დარჩა. ჩვენ ისედაც ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. თუ ჩვენი ალბომი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში გადმოსაქაჩად დღეს ან ხვალ - კი ბატონო, მენდეთ, პრობლემა არ არის.... დღევანდელი სტანდარტებით ეს გამარჯვებაც კი არის. ექვსი თვით ადრე რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის, რომ მხოლოდ 10 დღით ადრე მოხდებოდა გაჟონვა, მე მხოლოდ მოხარული ვიქნებოდი.“
[41][42]
ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი 32 ქვეყნის საუკეთესო ალბომთა ჩარტებში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში. პირველივე დღეებში გაიყიდა 490 000 ეგზემპლარი მარტო აშშ-ში, მეტალიკა კი გახდა პირველი ჯგუფი ბილბორდ 200-ის ისტორიაში, რომლის თანმიყოლებით გამოშვებული ხუთი სტუდიური ალბომი მოხვდა პირველ ადგილზე.[43] გამოშვებიდან ერთი კვირის შემდგომ Death Magnetic დარჩა პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში, European album chart-ში და გახდა 2008 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი ავსტრალიაში.[44] ალბომი პირველ ადგილს არ თმობდა ბილბორდ 200-ში გამოსვლიდან სამი კვირის შემდეგაც კი, რითაც მეტალიკამ გაიმეორა ჯეკ ჯონსონის (ალბომი Sleep Through the Static) 2008 წლის რეკორდი. ალბომმა ასევე შეინარჩუნა პირველი ადგილი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტებში Hard Rock album, Modern Rock/Al
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
 
Metallica/მეტალიკა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
ქართული ფორუმი :: სხვა ეროვნების მომღერლები და მსახიობები :: ჯგუფები-
Jump to: