ცნობილი ქართველი მილიარდელისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი ბერა ივანიშვილი ქართველმა საზოგადოებამ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ"–თი გაიცნო.
მთელმა საქართველომ დაინახა და დარწმუნდა რომ ის საკმაოდ კეთილი, თავმდაბალი, კარგად აღზრდილი და ბრწყინვალე პიროვნებაა.
ბერა ამჟმად, ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ ძალიან ენატრება საქართველო და ქართული ტრადიციები.
"მე მუსიკით ვცხოვრობ"–1 წლის ასაკში ბერამ არ იცოდა ლაპარაკი და სიარული, თუმცა რადიოს ჩართვა შეეძლო."მე დაკავშირებული ვარ მუსიკასთნ დაბადებიდან."–მან ვიოლინოზე დაკვრა 5 წლის ასაკში შეისწავლა,ხოლო პიანინოზე 2 წლის შემდეგ. აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული სიყვარული ჯაზის მიმართ. "მე შემიძლია დავუკრა ნებისმიერი სიმღერა, რაც რადიოში მომეწონება."
16 წლის ფენომენს უკვე მსოფლიოში საუკეთესო პროდიუსერები ჰყავს. Rob Fusari, რომელიც მუშაობს ლეიდი გაგასთან და Rodney Jerkins – რომელიც მაიკლ ჯექსონის პროდიუსერი იყო. 2010 წელს თავისი ბედი გადაწყვიტა Georgian Dream record–ით და დაიწყო მუშაობა პირველივე ალბომზე. ერთხელ მან თქვა რომ თვისი სიმღერის პირველი ტექსტი სიზმარში დაწერა.
მას საოცრად უყვარს მშობლები. კითხვაზე თუ რომელთან უფრო ახლოს იყო ოჯახის წევრებიდან, მან უპასუხა რომ დედას და მამას ერთმანეთისგან ვერ გამოარჩევს და ორივე უზომოდ უყვარს. დედაზე მას სიმღერაც აქვს დაწერილი, რომელშიც ამბობს რომ ვერ გამოთქვამს იმ გრძნობას, რასაც დედისადმი განიცდის. რაც შეეხება მამას, მამასთან საოცრად მეგობრული ურთიერთობა აქვს. და დაამატა რომ მის ოჯახში დემოკრატიაა.
ბერას ასევე უყვარს მეგოვრების ოცნებების ახდენა. ამას ის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან ვერ ხვდება რამდენ სიხარულს ანიჭებს მათ.
"რასაც მე ვამბობ სიმღერებით, ის რეალურია. ჩემი სიმღერები საოცრად მაცდურია. როდესაც მე ვწერ სიმღერას, წარმოვიდგენ გოგონას და ვუძღვნი მას, მიუხედავად იმისა რომ ის ჩემს ცხოვრებაში არაა. როდესაც მე ვქმნი მათ ტკივილით ისინი სიყვარულით აღსავსე გამოდის."
"მე არ მინდა ვიყო სუპერ–ვარსკვლავი. როდესაც მე ვიგებ რომ ვინმე ჩემზე ლაპარაკობს ან ჩემს მუსიკას უსმენს, მეღიმება. მე არ მინდა ვიყო ხელშეუხებელი, მიუწვდომელი ბიჭი. მე მინდა გგავდეთ თქვენ. გრძნობდეთ ჩემს მუსიკას და გსიამოვნებდეთ ჩემთან ერთად. მე უბრალოდ მინდა გადმოგცეთ ჩემი გრძნობები."
vaime xalxo imfaqti jonhiiii