ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ქართული ფორუმი

Georgian Forum
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  SearchSearch  RegisterRegister  Log inLog in  
მოგესალმებათ საიტი "ქართული სამყარო"გააკეთეთ სიახლეები სხვადასხვა თემაზე ასევე სხვა განყოფილებებში რომლებიცაა შექმნილი.დაპოსტეთ სხვისი შექმნილი თემები და ნუ დაპოსტავთ მხოლოდ თქვენს შექმნილ თემებს! "ქართველი ფორუმი" თქვენთან ერთადაა!
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
ყურადღება!
საიტზე ავტორიზაცია შეუძლებელია ადმინის თანხმობის გარეშე, როცა დარეგისტრირდებით სატზე, რამოდენიმე საათის,წუთის ან ერთი დღის შემდეგ შეძლებთ საიტზე შემოსვლა!
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Poll
გიფიქრიათ ოდესმე თავის მოკვლაზე?
კი
Taylor Swift Vote_lcap100%Taylor Swift Vote_rcap
 100% [ 3 ]
არა
Taylor Swift Vote_lcap0%Taylor Swift Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
Latest topics
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
დომეინი
www.wsa.ge
Social bookmarking
Social bookmarking reddit      

Bookmark and share the address of ქართული ფორუმი on your social bookmarking website
November 2024
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
CalendarCalendar

 

 Taylor Swift

Go down 
2 posters
AuthorMessage
mari:)

mari:)


პოსტები : 456
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-19

Taylor Swift Empty
PostSubject: Taylor Swift   Taylor Swift EmptyTue Apr 24, 2012 2:30 am

ტეილორ ელისონ სვიფტი (ინგლ. Taylor Alison Swift;დ. 13 დეკემბერი, 1989) — ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი.
2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw“, შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი, რომელიც საბოლოოდ მრავალჯერ პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. 2008 წლის ნოემბერში, სვიფტმა გამოუშვა მეორე ალბომი, Fearless. Fearless-მა და ტეილორ სვიფტმა 2008 წელი შესაბამისად მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200–ში 11 კვირა (არა თანმიმდევრულად)[1]; არც ერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1 ადგილზე ამდენი ხანი 2000 წლის შემდეგ.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო და საუკეთესო ქანთრი ალბომმა. სვიფტი ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა[2].ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Speak Now“,პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდ 200–ში დაიკავა პირველი ადგილი.
2008 წელს, მისი ალბომების გაყიდვის ჯამმა 4 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა, Nielsen SoundScan-ზე დაყრდნობით. ფორბსმა სვიფტი 2009 წელს 69-ე ადგილზე დაასახელა ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებს შორის, შემოსავლით $18 მილიონი.[3]ხოლო 2010 წელს მე–12 ადგილზე ყველაზე გავლენიან სელებრითებში $45 მილიონით.[4]2010 წლის იანვარში Nielsen SoundScan-მა სვიფტი დაასახელა სიმღერების ციფრული ასლების ყველაზე გაყიდვად მომღერალად დახლოებით 28 მილიონი გაყიდული ციფრული სიმღერით.[5] დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 20 მილიონი ალბომი და 34.3 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[6]
2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა „პოპის დედოფალთა სია“, სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს. ტეილორმა ამ სიაში მე–2 ადგილი დაიკავა.ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]
ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატ ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში“(Monster In My Closet) ერქვა, ხოლო 10 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 12 წლის ტეილორმა დაწერა 350-გვერდიანი პოემა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.[7] 12 წლის ასაკში ტეილორი პროფესიულ დონეზე უკრავდა გიტარაზე, ასევე, იყო ადგილობრივი ახალგაზრდული თეატრის დასის წევრიც და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომელ მიმართულებას გაჰყოლოდა – თეატრს თუ მუსიკას. საბოლოოდ ტეილორმა მომღერლობა გადაწყვიტა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მის ბებიას, ყოფილ პროფესიონალ ოპერის მომღერალს, რომელიც თავის დროზე ამერიკის, პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და ვიეტნამის ოპერებში გამოდიოდა. ტეილორის ბებია, ცნობილ ოპერაში – „სევილიელ დალაქში“ და მიუზიკლ „ვესთსაიდის ისტორიაში“ წამყვან პარტიებს ასრულებდა. მისი სასცენო შავ-თეთრი ფოტოების ცქერით გატაცებულმა ტეილორმა საბოლოოდ ქანთრის ჟანრში მუსიკოსობა გადაწყვიტა. პირველი დამოუკიდებელი კონცერტების გამართვა ტეილორმა მშობლიური ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრში დაიწყო, სადაც სპეციალურად მის მოსასმენად ახლომდებარე ქალაქებიდან მოდიოდნენ ოჯახებით. პირველი წარმატება ახალგაზრდა მომღერალმა „Bloomsburg Fair“–ის ფესტივალზე მოიპოვა და მისით ხმის ჩამწერი რამდენიმე სტუდია დაინტერესდა. როგორც თვითონ მუსიკოსი ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს შენაია ტვეინმა,ლიენ რაიმსმა და დოლი პარტონმა.[8]
მუსიკალური კარიერა [რედაქტირება]
13 წლის ასაკში ტეილორი ნეშვილში ჩავიდა, სადაც გადაგზავნილი ჰქონდა თავისი დემო-ჩანაწერები, მაგრამ იმხანად ხმის ჩამწერი სტუდიები არ იყვნენ დაინტერესებულნი ახალგაზრდა ტალანტის მონაცემებით და ის უარით გაისტუმრეს. სვიფტი, რომელიც ბავშვობაში დეტექტივის პროფესიაზე ოცნებობდა, პენსილვანიაში დაბრუნდა, სადაც მას მოულოდნელად მოწვევა მოუვიდა ჩოგბურთში „დიდი მუზარადის“ ტურნირის „ U.S. Open tennis–ის“ ორგანიზატორებისგან, რომლებმაც ნიჭიერი მუსიკოსი ტურნირის გახსნის დღეს ჰიმნის სამღერად მიიწვიეს[9]. სვიფტის გამოსვლით მაყურებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ და მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ტეილორი თითქმის ყოველკვირა ჩადიოდა ნეშვილში და თავისი შემოქმედების პიარით მუსიკალური პროდიუსერებისგან შემოთავაზებებს ელოდებოდა. როდესაც ტეილორი 14 წლის გახდა, მისი ოჯახი ნეშვილში გადასახლდა. სწორედ ამ პერიოდში მასთან გააფორმა ხელშეკრულება „RCA Records–მა“, მაგრამ ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტეილორმა გაწყვიტა კონტრაქტი, რადგან სტუდიის ხელმძღვანელები უშლიდნენ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერას. „ბლუბერდ კაფეში“ (Bluebird Cafe) ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, სადაც ძირითადად თვითნასწავლი მომღერლები გამოდიოდნენ, ტეილორს „Big Machine Records–ი“ დაუკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც მუსიკოსი დასთანხმდა.
2006 წელს ტეილორმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw“,რომელმაც მე–6 ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში[10],2006 წლის 26 ოქტომბერს კი გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი „Taylor Swift“,[11] რომელიც მე–5 ადგილზე განთავსდა ბილბორდ 200–ში,პირველ კვირაში გაიყიდა 39,000 ალბომის ასლი.[12]ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ტექსტები და მელოდია ტეილორს ეკუთვნოდა და ქანთრის სტილში ჩაწერილ ალბომებს შორის ის დიდხანს ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს შესაბამის ჰიტ-აღლუმებში,ასევე მრავალჯერ-პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ.2010 წლისთვის ტეილორ სვიფტის ამ ალბომის გაყიდვების მაჩვენებელმა 5,3 მილიონი ცალი ასლი შეადგინა.
2007 წლის ოქტომბერს, საერთაშორისო ასოციაციის მიერ სვიფტი იყო დასახელებული, ნეშვილის მიერ შექმნილი სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად, წლის ავტორად და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ამ პრემიის აღება მოახერხა. სვიფტის საშობაო ალბომი "Sounds of the Season: The Taylor Swift Holiday Collection" გამოჩნდა 2007 წლის 14 ოქტომბერს,ხოლო 2008 წლის 15 ივლისს გამოუშვა მინი ალბომი "Beautiful Eyes". ტეილორმა აიღო გრემის პრემია 2008 წელს, ნომინაციაში "ახალი საუკეთესო შემსრულებელი". მისი შემდგომი ალბომი "Fearless" გამოჩნდა ამერიკაში, 2008 წლის 11 ნოემბერს,რომელიც წინაზე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი "ბილბორდ 200–ში".პირველ კვირაში გაიყიდა მისი 592 000 ეგზემპლარი.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის და საუკეთესო ქანთრი ალბომმა.სვიფტი ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა.
განსაკუთრებით წარმატებული ტეილორისთვის 2009 წელი გამოდგა, როდესაც ის „MTV-ის“ მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.თუმცა ასევე ამ დაჯილდოების უმთავრესი სკანდალის მონაწილეც,როდესაც ტეილორმა თავისი ჯილდო მიიღო და სამადლობელი სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, მას მოულოდნელად მიეჭრა რეპერი კანიე უესტი, გამოართვა მიკროფონი და სახალხოდ განაცხადა, რომ ეს ჯილდო ბიონსეს ეკუთვნოდა და რომ ტეილორ სვიფტი შემთხვევით გახდა გამარჯვებული. რეპერის ამ ქცევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ხოლო ბიონსემ მისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, როგორც წლის საუკეთესო მომღერალმა, სამადლობელი სიტყვის თქმა ტეილორს დაუთმო და ამით თავისი კეთილი ნება გამოხატა ახალგაზრდა მუსიკოსის მიმართ.
ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს კიდევ ერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა სახელწოდებით „Speak Now“,პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდში დაიკავა პირველი ადგილი.
2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა "პოპის დედოფალთა სია",სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს.ტეილორმა ამ სიაში მე–2 ადგილი დაიკვა.
Back to top Go down
mari:)

mari:)


პოსტები : 456
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-19

Taylor Swift Empty
PostSubject: Re: Taylor Swift   Taylor Swift EmptyTue Apr 24, 2012 2:32 am

Taylor Swift A09791b4b98bca0f826879ca945afca4
Taylor Swift A883914f2972e7398bedda16c0891de2
Back to top Go down
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

Taylor Swift Empty
PostSubject: Re: Taylor Swift   Taylor Swift EmptyWed Apr 25, 2012 2:17 am

მარი ტეილორის თემა არის უკვე გახსნილი თინეიჯერების განყოფილებაში ,ასე რომ ეს თემა იხურებაა
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
Sponsored content





Taylor Swift Empty
PostSubject: Re: Taylor Swift   Taylor Swift Empty

Back to top Go down
 
Taylor Swift
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
ქართული ფორუმი :: დისნეი :: დისნეის მსახიობები-
Jump to: