დავიდ გეტა (ფრანგ. David Guetta) (დ. 7 ნოემბერი, 1967 პარიზში, საფრანგეთი) — ფრანგი დიჯეი.
13 წლისამ უკვე დაიწყო პირველი ვინილის მიქსების გაკეთება. 17 წლის ასაკში, თავისი კარიერის დასაწყისში, დიჯეიდ მუშაობდა პარიზის კლუბში Broad. 1988-1990 წწ. ჰაუს მუსიკას მიქსავდა რადიო ნოვაში. ხოლო, 2005-ში, მისი მისი სინგლი "The World Is Mine" ევროპის საცეკვაო ჩარტების სათავეებში მოექცა. ის ასევე ჩნდება ლ'ორეალის თმის კრემის რეკლამაში.
მისი ხშირი თანამდევი მომღერალია კრის უილისი.
2005 წლის 13 აგვისტოს, დავიდ გეტა კრიმფილდსის ესპანურ ფესტივალზე გამოვიდა, ისეთი არტისტების მხარდამხარ, როგორებიცაა The Chemical Brothers და კარლ კოქსი.