ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ქართული ფორუმი

Georgian Forum
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  SearchSearch  RegisterRegister  Log inLog in  
მოგესალმებათ საიტი "ქართული სამყარო"გააკეთეთ სიახლეები სხვადასხვა თემაზე ასევე სხვა განყოფილებებში რომლებიცაა შექმნილი.დაპოსტეთ სხვისი შექმნილი თემები და ნუ დაპოსტავთ მხოლოდ თქვენს შექმნილ თემებს! "ქართველი ფორუმი" თქვენთან ერთადაა!
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
ყურადღება!
საიტზე ავტორიზაცია შეუძლებელია ადმინის თანხმობის გარეშე, როცა დარეგისტრირდებით სატზე, რამოდენიმე საათის,წუთის ან ერთი დღის შემდეგ შეძლებთ საიტზე შემოსვლა!
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Poll
გიფიქრიათ ოდესმე თავის მოკვლაზე?
კი
სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Vote_lcap100%სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Vote_rcap
 100% [ 3 ]
არა
სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Vote_lcap0%სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
Latest topics
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
დომეინი
www.wsa.ge
Social bookmarking
Social bookmarking reddit      

Bookmark and share the address of ქართული ფორუმი on your social bookmarking website
Similar topics
May 2024
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
CalendarCalendar

 

 სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება

Go down 
3 posters
AuthorMessage
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:02 pm

-ნი.. ნიინოოო.. ნინიაა .. - გაბერილი ხატია საძინებელში შემოვარდა და საბანი გადამაძრო - ადექი ახლა ძიისგუდა! სამი საათი ხდება
-რა გინდა ბუზღუნ?
-გვშია . . - ხატიამ ცალი ხელი მუცელზ ე დაიდო და ცალი ხელით შოკოლადი ჩაიდო პირში
-კაი ბუზღუუნ . . მოვდივარ.. - ტანსაცმელი სწრფად ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი ხატიასთან. - აბა რა გშია?
-მჟავე კიტრი მინდა, მაცივარში აღარაა, ამიტომ მაღაზიაში ჩასვლა მოგიწევს ჩემო ლამაზო..
-კაი, ჰო.. მოიცადე ცოტა ხანი, პირს მაინც დავიბან..
სულ დამავიწყდა, მე ნინო ვარ. ვცხოვრობ თბილისში და ვარ მეათე კლასში. მყავს და-ძმა. გაბერილი ხატია და მუდამ მხიარული ძამიკო - დათო. ხატია ერთი წელია რაც გათხოვდა. დათო კი ჩემი ტყუპისცალია. მამა ექვსი წელია რაც ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. დედა კი საფრანგეთში სამუშაოდაა წასული. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება და საშინლად ვერ ვიტან მარტოობას. საუკეთესო მეგობარი არ მყავს.. ჩემი ყველა მეგობარი ჩემთვის ერთია და არ ვანსხვავებ მე მათ, თუ რომელი უფრო ახლოა ჩემთვის და რომელი - არა.
ხატიას კიტრი ამოვუტანე მაღაზიიდან და ოთახში შევედი სამეცადინოთ. სწავლა ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვასწრებდი მესადინეობას და გართობას. მართალია ძალიან ბევრი დამცინოდა იმის გამო, რომ სწავლა და გართობა ერთად მსურდა, მაგრამ მე ორივეს ვასწრებდი და ამაში ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ. მეცადინეობა ზუსტან 5 საათზე მოვრჩი და ზუსტად ამ დროს დამირეკა თამომ (ერთ-ერთი მეგობარი)
-გისმენთ . .
-ნიი, რას შვები ?
-არაფერს, ეხლა მოვრჩი მეცადინებას, შენ რას შვები? იმეცადინე?
-კი, მე გუშინ ვიმეცადინე ყველაფერი.. გოგო, მისმინე დღეს ხო იცი მარის დაბადების დღე რომაა?
-ხო, მერე?
-მისმინე, საღამოს სამეგობრო ვიკრიბებით მარისთან და წამომყევი რა რამე საჩუქარი ამარჩევინე.. თან ხვალ კვირაა და არ გვაქვს სკოლა..
-უი, ხო რა კაია.. კაი, მაშნ ჩავიცმევ ეხლა და 15წუთში შენთან ვარ. მეც ვუყიდი რამესს..
-აჰამ, კარგი გელოდები.. - ტელეფონი გავთიშე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და თამოსთან წავედი.
როგორც ყოველთვის, დღესაც დიდი ხანი ვიარეთ მაღაზიებში. ჩვენთვისაც ვიყიდეთ ჯინსები, მაიკა და კეტები.. ჩემთან ავედით სახლში. ახალი ტანსაცმელი მოვირგენ, მაკიაჟი გავიკეთეთ და ჩვენი გემოვნება „წუნია“ ხატიას შევაფასებინეთ. ხატიამ ჩვენი გარეგნობა დადებითად შეაფასა. მე და თამომ სათვალეები დავიკოსეთ ცხვირზე და მარის სახლისკენ წავედით, სადაც დანარჩენები იყვნენ და გველოდებოდნენ.
-მარიკუუნ, გილოცავ ჩემო ლამაზო.. მრავალს დაესწარი.. - მარიამს გადავეხვიე, საჩუქარი მივართვი და დანარჩენებისაკენ გავემართე.
მთელი საღამო ძალიან კარგად ვერთობოდით. მარის დეიდაშვილიც გავიცანი, გიორგი, რომელიც ეხლახანს ჩამოვიდა საქართველოში და მას სამეგობროდან არავინ ვიცნობდით. მარის დედის მიერ გამზადებული კერძები, როგორც ოველთვის არაჩვეულებრივი იყო.. ღვინომ ცოტა არ იყოს და გამაბრუა. აივანზე გავედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. უკანიდან ვიღაც შემეხო, მივტრიადი და გიორგი ჩემთან ძალიან ახლოს იდგა. მისმა უბრალო, მაგრამ ძალიან ბევრის მთქმელმა მწვანე თვალებმა უარესად ამიბნია გონება. გიორგი უფრო ახლოს მოიწია და ჩემ ბაგეებს შეეხო. გიორგიმ ხელები წელზე შემომხვია..
-აქ რა ხდება? - სასწრაფოდ გავეცალე გიორგის და კარებში ჩამდგარ თამოს შევხედე
-თამ . . - დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ თამომ გამაჩერა
-კარგი, ჰო . . არც არაფერი არ მომხდარა და არც მე დამინახავს არაფერი.. წავედი.. - თქვა თამომ და დანარჩენებთან დაბრუნდა. მეც არ დავაყოვნე და შიგნით შესვლა დავაპირე, მაგრამ გიომ მომკიდა ხელი მხარზე ძალიან მაგრად.. გიორგისკენ შევტრიალდი
-რა გინდა? ძალიან გთხოვ უბრალოდ დაივიწყე რაც მოხდა კარგი ? ძალიან გთხოვ..
-არ შემიძლია ნინო . .
-რაც გინდა ის ქენი . . მე წავედი - გიორგის ზურგი ვაქციე და სახლში შევედი. მარიამს ვუთხარი, რომ ცოტა ცუდად ვიყავი, ბოდიში მოვუხადე ყველას და სახლში დავბრუნდი.
ხატიას და დათუჩას ეძინათ, ამიტომ მეც დაძინება გადავწყვიტე და საძინებელში შევედი. თავი ბალიშზე დავდე თუ არა მაშინვე ჩამეძინა.. მეორე დღეს გვიან გამეღვიძა. ხატია ექიმთან იყო წასული, დათო კი ძმაკაცთან. მთელი საღამო მარიამი მირეკავდა და მთხოვდა მასთან გასულიყავი, მაგრამ ისევ მოვატყუე ცუდად ვარმეთქი.. ორშაბათს ტრადიციულად 8საათზე გავიღვიძე. დათოც გავაღვიძე და სკოლაში წავედით. 7_მა გაკვეთილმა ისე ჩაიარა ჩემთვის არცერთ მასწავლებელს გაკვეთილი არ გამოუკითხავთ.. ზარი დაირეკა და სასწრაფოს სკოლიდან გიჟივით გამოვვარდი, თუმცა კარებთან ვიღაცას დავეჯახე. „უცხოს“ შევხედე და ადგილზევე გავშეშდი . .
-შეენ ?
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:08 pm

-ხო, მე . . რამე პრობლემაა ?
-არა, არაფერი გიორგი. გამიშვი რა ძალიან გთხოვ მეჩქარება..
-არა ლამაზო. ჯერ მე გამომყვები და მერე სადაც გინდა იქ წახვალ, შევთანხმდით?
-არა.. მეჩქარება გიორგი, ბევრი სამეცადინო მაქვს.
-ძალიან გთხოვ.. - ვიცოდი გიო არ მომეშვებოდა იქამდე, სანამ არ დამითანხმებდა, ამიტომ გადავწყვიტე გავყოლოდი
-კარგი, ოღონდ 5 წუთი
-კაი, წამოდი.. - გიორგის სკოლის უკან გავყევი. ერთ ადგილზე დავდექი და დაველოდე როდის ამოიღებდა ის ხმას.. - მოკლედ, როგორც ვატყობ ნაწყენი ხარ იმ კოცნის გამო ხომ ?
-აბა არ უნდა ვიყო? როგორია, როდესაც რამოდენიმე საათის გაცნობილი ბიჭი უცებ მოვა შენთან და გაკოცებს? ეს შენ რა თქმა უნდა არ იცი! მე რომ მოვსულიყავი და მეკოცნა შენთვის ალბათ ნასიამოვნებიც დარჩებოდი. შენ ბიჭი ხარ და არ გაგაჩნია ისეთი გრძნობები, როგორიც გოგოს აქვს.. ერთს გთხოვ, მეორედ სანამ კიდევ ასეთ სისულელეს ჩაიდენდე კარგად დაფიქრდი - რა მოხდება მაგის შემდეგ? - გიორგი დავჩახრილი იდგა და ხმას არ იღებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სადღაც თავისი დანაშაულის წვეთი იპოვა და ახლა ნანობსო.. მიწაზე დაჯდა. მასთან მივედი და მუხლებზე დავდექი - მე გპატიობ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით თუ დამპირდები, რომ მეორეჯერ სისულელეს აღარ ჩაიდენ..
-გპირდები . .
-მადლობა.. წავედი ეხლა მე, ნახვამდის..
-ნახვამდის.. - გიორგის გავეცალე და სახლის გზას დავადექი.. ჩემ თავს ვეკითხებოდი, რატომ ვაპატიე გიორგის ? რატომ მომინდა მასთან ყოფნა? ფაქტია, გიორგი ძალიან მომწონდა და იყო მასში რაღაც ისეთი, რომელიც საოცრად მიზიდავდა და არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ გიორგისგან შორს ვყოფილიყავი.
სახლში მივედი, ვიმეცადინე საჭმელი ვჭამე და ხატიას აეროპორტში გავყევი. დღეს ლევანი ჩამოდიოდა (ხატიას მეუღლე) და ხატია უნდა წასულიყო. ამხელა გაბერილს, კი მარტოს ვერ გავუშვებდით..
-ხატია, იქით გაიხედე.. - გაბერილსიმ ადგილისკენ მივუთითე, საიდანაც ლევანი მოდიოდა. ხატიამ გაქცევა სცადა მაგრამ იმხელა ვუკივლე, მგონი ყველა მე მიყურებდა - გოგო! იქნება რამე დამართო ბავშვს.. დამშვიდდი და ნელა წამოდი.. არსად გაიქცევა შენი ლეო..
-კარგი ხო... - ნელი ნაბიჯით წავედით ლეოსკენ. ლეო ჯერ მე გადამეხვია. ხატიას კი ისეთი სახე ჰქონდა, საცაა გასკდებოდა სიბრაზისგან.. ლაო ხატიას გადაეხვია და ხელს აღარც უშვებდა
-ხალხო, წავიდეთ ეხლა სახლში.. რამდენ ხანს უნდა იდგეთ ასე? დაღამდა . . სახლშიც გეყოფათ მოსაფერებლად დრო..
-ჩემი მეორე ბუზღუნა გოგო.. წავიდეთ.. - თქვა ლევანიმ.. ლეოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მეც და ჩემ ძმასაც. ძალიან თბილი ადამიანი იყო.. სახლში მივედით რა თქმა უნდა დათო სახლში არ დაგვხვდა. ლეო და ხატია საძინებელში შსევიდნენ. მე კი რაღატომღაც მარისტან მომინდა გასვლა. ვიცოდი, გიორგიც იქ დამხვდებოდა, ამიტომ ლამაზად გამოვეწყვე და მარისთან ავირბინე. გიორგის ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა..
საღამო როგორც ყოველთვის მხიარულად გავატარე. მე და მარი ერთმანეთს უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან სახალისო ისტორიებს ვუყვებოდით და გულიანად ვიცინოდით. გიორგის კი ნამდვილა არ ეტყობოდა სახეზე ბედნიერება, ნაძალადევად გაიღიმებდა ერთი-ორს და თვალს არ მაშორებდა.. სახლში მისვლისთანავე დავწექი დასაძინებლად, მაგრამ ფიქრებმა შემომიტიეს და დაძინება ბვერ მოვახერხე. ვალწინ სულ გიორგის გაბადრული სახე მედგა. არ მინდოდა, რომ ის ჩემგან შორს ყოფილიყო. -რატომ მიყურბდა დღეს მთელი საღამო გიორგი გაშტერებული? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მქონადა: მას მე ვუყვარდი. მაგრამ ეს სრული აფსურდია.. როგორ უნდა შევუყვარდე რამოდენიმე დღის წინ გაცნობილ ბიჭს, რომელიც მხოლოდ ორად ორჯერ მყავს ნანახი? - არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ძალიან მოვეწონე და მეც მომეწონასავით . .
დღეები გადიოდა. გიორგიც არ აპირებდა საფრანგეთში დაბრუნებას, რაც ძალიან მახარებდა. თითქმის ყოველ საღამოს სამეგობრო ვიკრიბებოდით, გიორგის ჩათვლით. ხან კინოში მივდიოდით, ხან უბრალოდ ერთ-ერთის სახლში ვიკრიბებოდით..
-გისმენთ - მობილურს გავაგონე
-ნიი, რას შვები?
-რავი გიორგი.. არაფერს. რა ხდება?
-შეგიძლია გარეთ გამოსვლა?
-კი
-კაი, მაშინ გელოდები. შენ სახლთან ვარ.
-კარგი, მოვდივარ - 5წუთში გავემზადე და გარეთ გავედი. რაღატომღაც მეგონა, რომ დანარჩენებიც იქ იქნებოდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ გიორგი დამხვდა. - გიო, დანარჩენები?
-დანარჩენები არ არიან აქ. რა მოხდა? არ გინდა ერთად ვისეირნოთ დღეს?
-კი, მინდა.. რატომაც არა? - გიორგის გავუღიმე. ხელი ჩავკიდე და გავიქეცი. მოულოდნელად, გიორგი გაჩერდა. მე წავბარბაცდი და დაცემას გიორგიმ გადამარჩინა. გიოს ხელებში აღმოვჩნდი და ჩამეხუტა. ხელები მოვხვიე და თვალები მთელი ძალით დავხუჭე. ახლა ნამდვილად დავრწმუნდი იმაში, რომ გიორგი თავზე მეტად მიყვარდა..
-ნი, მისმინე. ახლა რაც უნდა გითხრა, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.. ჩემი მშობლები მთხოვენ ჩამოდიო და არ მინდა მე წასვლა.. არც ის მინდა, რომ ჩემებს ვაწყენინო.
-და, წასვლა რატომ არ გინდა?
-ნინო, მიყვარხარ.. - ამის თქმა და ადგილზევე გავშეშდი. სახე შემეცვალა. ჩამეღიმა. გიორგი კი გაშტერებული მიყურებდა. ვერ გაეგო რატომ ვიღიმოდი. - მისმინე, თუ გინდა დავრჩები, თუ არა და ბილეთი მაქვს და ხვალ დილითვე წავალ..
-გიორგი.. ნუ წახვალ, გთხოვ.. მეც მიყვარხარ...! - გიორგიმ ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა. იმ წუთას ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა მთელს დედამიწაზე. მთელი საღამო გიორგისთან ერთად ვსეირნობდი. - გიოო, დავიღალე. წამოდი რა წავიდეეთ.. გთხოოვვ..
-კაი პატარა.. წამოდი წავიდეთ - გიორგიმ თავზე მაკოცა და მხარზე ხელი გადამხვია.
გიოს დავემშვიდობე და სახლში ავედი.
-ხატ.. ხატია სად ხარ? - მთელი სახლი მოვიარე, მაგრამ სახლში არავინ იყო. გამიკვირდა, რადგამ კარები ღია იყო. ვიფიქრე მეზობელთან არის გასული და მალე დაბრუნდებამეთქი, მაგრამ საუბედუროდ თუუ სასიკეთოდ 2საათის განმავლობაში სახლში არცერთი მოსულა.. მობილური ავიღე და ხატიას დავურეკე, მაგრამ მას არ უპასუხია... დათუჩამ გამაგონა
-ხო ნი..
-დათო სად ხართ?
-საავადმყოფოში . .
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:12 pm

-საავადმყოფოში ვა..... - ამის თქმა და კივილი დავიწყე
-რაააააა??? რა გინდათ მანდ? რა მოხდა ასეთი, რომ კარებიც არ დაგიკეტიათ? ჰე, თქვი მალეე..!!
-დამშვიდდი გოგო.. შენ რო სულ გარეთ დაწანწალებ და ამ ქვეყანაზე არ აგდიხარ რა ჩემი ბრალია? ხატია მშობიარობს და მალე ბიძა გავხდები... შენ იჯექი სახლში, ჰაჰააჰ... -დათომ გადაიხარხარა და ნერვები მომიშალა...
-ვაიმე, რა საზიზღრები ხართ რა.. არ უნდა დაგერეკათ მაინცც? ოო..!!
-ოო, არ უნდა ახლა მაგას.. შეგიძლია რომელიმე დაქალს დაურეკო და უთხრა, რომ დღეს შენთან დარჩნენ. მე და ლევანა არ ვაპირებთ სახლში მოსვლას..
-კაი ხოო..
-აბა შენ იცი, ჭკვიანად გოჭო...
-დავით . . . ! - ჩავყვირე ტელეფონში, მაგრამ მას უკვე გაეთიშა. საშინლად გავბრაზდი და სასწრაფოდ გიორგის დავურეკე - გიორგი, სასწრაფოდ ჩემტან ყველანაირი ზედმეტი სიტყვის გარეშე..! გელოდები. - სიტყვები სწრაფად მივაყარე ერთმანეთს და გავთიშე. მობილური დივანზე ვისროლე და კომპიუტერს მივუჯექი. დაახლოებით ნახევარ საათში კარებზე ზარის ხმა იყო. გაბრაზებული წაედი კარებთან და გიორგი სახლში შემოვუშვი.
-ბიჭო . . რათ გინდოდა ნახევარი საათი აქ მოსასვლელად?
-გოგო..დამშვიდდი და მითხარი რა მოხდა.. შენები არ არიან სახლში?
-არა, ხატია წაიყვანეს სამშობიაროში და ღამე მარტო დარჩენა არ მინდოდა..
-აჰა, ანუ მე ღამე შენთან ვრჩები?
-ყოჩაღ.! როგორ გამოიცანი გიოო?? - ვკითხე დამცინავი ხმით და კვლავ კომპიურერს მივუბრუნდი..
-სულელი არ ვარ..! დამსვი რა.. მე შენ გამო შევწყვიტე ჯოკრის თამაში, არადა რა ხელს ვიგებდი.. ეეჰ..
-მორჩი ახლა ცანცარს და დაეგდე.. მაგრამ მე რა გავაკეთო? ვიჯდე და მარტოკა გავერთო? მაშინ მარტოც მშვენივრად ვიქნებოდი სახლში ვაჟბატონო..!
-კაი, ხო ნუ ხარ ბუზღუნა რა.. მოდი ჩემთან ჩაგეხუტო.. - გიოსთან მივედი და კალთაში ჩავუხტი. ეკრანს შევხედე, გიოს facebook_ი იყო ჩართული. დამაინტერესა რას „საქმიანობდა“ აქ და დათვარიელება დავიწყე, ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა სტატუსმა მიიპყრო „სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება“ - ჩემი საყვარელი ფრაზა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი სიმღერაზე.
-ეს სიმღერა გიყვარს?
-არა, ფრაზა მომწონს ძალიან. რაარის რო?
-არაფერი, უბრალოდ მეც მომწონს ეს ფრაზა...
-ერთნაირი გემოვნება გვქონია . .
-გეთანხმები.. - მთელი საღამო ვლაპარაკობდით და ვერთობოდით. ვიდეოებს ვუყურებდიტ და ვიცინოდით. ბოლოს ძალიან დავიღალე და გიოს ვთხოდე, რომ დავწოლილიყავით. გიოს მივეხუტე და თვალები დავხუჭე...
დილა ხალისიანად დაიწყო. არ დამზარებია ფეხზე ადგომა. გიოს გადავხედე, მაგრამ როგორც ეტყობოდა უკვე ამდგარი იყო. სამზარეულოში გავედი და გიოს ყავის ჭიქა, მის ტუჩებს მოვწყვიტე და მოვსვი.
-ოჰ, ძილისგუდა, როგორ მოხდა, რომ იკადრე გაღვიძება?
-შენ დიდი ხანია გღვიძავს?
-კი, საკმაოდ..
-მერედა, რატომ არ გამაღვიძე?
-ძალიან საყვარლად, რომ გეძინა იმიტომ..
-ოჰჰ... ჩემ ძმას არ დაურეკია?
-მოსული იყო. ტანზე გამოიცვალა და ისევ წავიდა.
-უი, დედიკო.. 4_ის ნახევარია.. არ გინდა ხატიასთან გამომყვე? პატარის ნახვა მინდა ძალიან..
-მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.. - სწრაფად ჩავიცვი მაისური, ჯინსები და კეტები. ივნისის თვე იყო და გარეთ ძალიან ცხელოდა. დათომ გიოს დაუტოვა მისამართი, სადაც ხატია იყო და ჩვენც წავედით. ექიმს ვთხოვეთ, რომ პატარის ნახვის უფლება მოეცა და როგორც იქნა დავითანხმე. ექიმს გავყევი პალატაში, სადაც ახალშობილებს უვლიდნენ. ხატიას გოგო ხელში ავიყვანე, საოცარი ბავშვი იყო. ძალიან ჰგავდა პატარა ხატიას, თუმცა ლეოსაც ვამგვანებდი. როგორ მინდოდა ახლა პატარა თეკლა სახლში ყოფილიყო და ხელიდან არ გამეშვა. ერთი სული მქონდა როდის გაივლიდა 3-4 დღე, რომ ხატია და თეკლა სახლში წაგვეყვანა და იმდენი ხანი მოვფერებოდი თეკლას რამდენიც მომესურვებოდა.
-გოგონი, თუ შეიძლება ბავშვი მომიყვანეთ.. დედას უნდა მივუყვანო, რომ აჭამოს. - ექიმს ისეთი თვალებით შევხედე, საწყალს ალბათ შეეშინდა ჩემი და დააყოლა - ან, თუ გნებავთ წამომყევით და ბვშვი თქვენ მიუყვანეთ ხატიას..
-რა თქმა უნდა, მე მივუყვან.. - ექიმს გავუღიმე და ბავშვებით სავსე პალატა დავტოვე.
-ხატიი.. უკვე დედიკო ხარ.. გილოცავ ჩემი ლამაზო.. - თეკლა ხატიასთან ფრთხილად დავაწვინე და ხატიას შუბლზე ვაკოცე.
-მადლობ ნინიკუნ.
-ძაალიან საყვარელი გოგონა გყავს ხატი.. ერთი სული მაქვს სახლში როდის მოხვალთ, აღარ მომიწევს ამ უჟმუხი ექიმის ატანა და რამდენ ხანსაც მინდა იმდენ ხანს მოვვეფერები თეკოს..
-იმედია მშობლებს მაინც მისცემ იმის უფლებას, რომ საკურარ შვილს მოეფერონ.
-თუ საჭირო გახდება არ მივცემ.. დეიდასთანაც კარგად იქნება ჩემი სიხარული...
-ჰმ.. - ასე, თუ ისე ბევრი ვეცადე, რომ ხატიასთვის ნერვები მომეშალა, მაგრამ არ გამომივიდა.. ჩემი სახლში წასვლის დრო მოვიდა. ხვალ სკოლაში უნდა წავსულიყავი. დღეს გავაცდინე და არ მინდოდა, რომ ხვალაც გამეცდინა. მერე რა, რომ ბოლო დღე იყო? ყველაზე კარგი ბოლო დღეა, როდესაც როგორც გინდა ისე გაერთობი.. ხატიას დავემშვიდობე, გარეთ ლევანის გადავეხვიე და დათოს შევბღვირე. როგორც ვატყობდი, ამაღამაც „მარტო“ ვიქნებოდი სახლში.. მარიამთან ავედით, რომ გიოს ტანსაცმელი აგვეღო და ჩემთან დავბრუნდით. როგორც ყოველთვის კომპს მივუჯექი, მაგრამ ვინ გაცადა, გიორგი მოვიდა და მთხოვა რამე ფილმი ჩამერთო. თხოვნა შევუსრულე. დევანზე , გიოს გვერდით დავჯექი. თავი გიოს მხარზე დავადე და ფილმის ყურება დავიწყე, თუმცა მალევე გავითიშე.
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:21 pm

გამთენიისას გამომეღვიძა. ჩემს საწოლში ვიწექი და გვერდით გიო მეწვა. საათს დავხედე, 8_ის ნახევარი იყო. ძილის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, ავდექი და სააბაზანოში შევედი. ნახევარ საათში სველი თმა დავივარცხნე. ვარდისფერი მაისური და მოკლე შორტები ჩავიცვი. ფეხზე, მაღალყელიანი თეთრი კედები ამოვიცვი და საძინებელში დავბრუნდი.
-გიოო, გაიღვიძე რა.. 10 წუთში უნდა გავიდე მე..
-სად გეჩქარება?
-სკოლა მაქვს, ხომ არ დაგავიწყდა?
-აჰჰ.. სკოლა.. როგორ მენატრება არც იცი.. - გიორგი ჩემზე 2 წლით უფროსი იყო და სკოლა წელს დაამთავრა. გამოსაშვები გამოცდები კარგად ჩააბარა და დარჩა ყველაზე საშინელი დღეები-მისაღები გამოცდები.. გიო ძალიან ნერვიულობდა და ხშირად სკოლას ნატრობდა, სადაც ხშირად უფიქრია რამის დაშავებაზე, რათა სკოლიდან გაერიცხათ და იქ აღარ დაბრუნებულიყო.. ყოველთვის ეზარებოდა სწავლა, მაგრამ იძულებული კარგად სწავლობდა.
-კაი ახლა, შენ ბუზღუნს, რომ ვუსმინო დამაგვიანდა სკოლაში..!! ადექი ახლა ფეხზე.! .... დროზე! - იმხელაზე ვიკივლე, მეგონა ეგაა და გიოც იყვირებსმეთქი, მაგრამ მაშნვე წამოხტა საწოლიდან და ჩემ ტუჩებს ეცა. ტანში უსიამოვნოდ გამაჟრიალა და გაყინული სხეული თვალისდახამხამებაში გამითბო. ჩემთვის ეს პირველი კოცნა იყო, პირველ შეყვარებულთან.. (არ ვთვლი იმ გიჟურ საქციელს.. იმას კოცნა არ ერქვა, როცა გიომ მარის დაბადების დღეზე „მაკოცა“)
-ნი, რა გჭირს? თავიდან ბოლომდე ცხელი ხარ.. არადა წეღან ყინულივით ცივი იყავი.. - გიოს შევხედე, ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა. გამეცინა
-გიო, შენთვის არასდროს მითქვამს, რომ შეყვარებული არასოდეს მყოლია? - გიოს ჩაეცინა. მიმიხვდა რაც ვიგულისხმე. ხელები ლოყებზე მომიჭირა და თვალებში ჩამხედა
-გასაგებია.. ეს შენთვის პირველი კოცნა იყო ხომ? - გიოს თავი დავუქნიე. შუბლზე მაკოცა და ლაპარაკი განაგრძო - ჩემი ლამაზი.. კაი, კაი ახლა.. ჩავიცმევ და გამოგყვები სკოლაში..
-მიდი მალე.. – 5წუთში გიო მზად იყო. როგორ ვინატრე მეც ბიჭი ვყოფილიყავი.. აღარ დამჭირდებოდა ამდენი ზოზინი და სარკის წინ პრანჭვა-გრეხა...
-მოკლედ, შედი ახლა სკოლაში და მერე გამოგივლი სახლში რო მიხვალ.. კაი?
-კაი.. -გიორგის დავემშვიდობე და სკოლაში შევედი.
ბოლო დღე.. კლასში 38 ბავშვიდან, მხოლოდ 6_ნი ვიყავით. გაკვეთილზე ჯდომის მაგივრად, დერეფნებში დავდიოდით და მასწავლებლებს ვემშვიდობებოდით და წინ კარგ დროის გატარებას ვუთვლიდით... ასე თუ ისე უზარმაზარი სკოლა ძვლივს მოვიარეთ და სკოლა დავტოვეთ. „ნახვამდის სკოლა(ვ) შემოდგომამდე..“ არ მჯეროდა, მეათე კლასიც დავხურე და ახლა უკვე მეთერთმეტე კლასელად ვითვლებოდი.. 2წელიც და სკოლას სამუდამოდ დავემშვიდობებოდი.. გახარებული სახლში ავედი. ჩემდა გასაკვირად ლეოც და დათოც სახლშიდამხვდნენ
-აჰ, ბიჭებო გამოგყარეს ექიმებმა, თუ რა ხდება?
-ექიმებმა, არა, მაგრამ ხატიამ - კი.. -მითხრა ლეომ და ჭამა ანაგრძო
-ეე, მეც მშა..
-მოდი და ჭამე მერე.. როგორი იყო სკოლა?
-გადასარევი.. ძალიან კარგად გავერთე.. - ვთქვი და სკამზე მთელი ძალით ‘დავეხეთქე’
-რა გეგმებიი გაქვს ამ ზაფხულს? - მკითხა დათუჩამ
-ჯერ ხატიამოვიდეს სახლში, პატარა მოვისიყვარულო კარგად და მერე მეგობრემთან ერთად, ჯერ 2 კვირით სოფელში, მერე 2 კვირით მთაში და დანარჩენი დრო ზღვაზე.. რა არის რო?
-არა, აარფერი. ისე ვიკითხე..
4 დღის შემდეგ ხატია გამოწერეს. მე სახლში ვიყავი და იქაურობას ვაწკრიალებდი (სუფთა იყო იქაურობა, მაგრამ ამინც). ყოველდღე გიორგი მაკითხავდა მარტო და ერთად მივდიოდიტ სასეირნოდ. დაქალებთან კი ხან მე დავდიოდი და ხან ისინი მოდიოდნენ ჩემთან. ერთ საღამოს ხატიამ დამიჭირა სახლში მარტოკა. პატარას ვეფერებოდი, როცა მოვიდა და ითვა დამისვა
-ნინო ! ახლა არ თქვა არაო, ვიცი, რომ გიორგი გიყვარს და მასაც უყვარხარ.. უარი არ მიიღება! ვერ მომატყუებ!
-ჯანდაბა..! ხატია რატომ ხარ ყოველთვის ასეთი მიხვედრილი?
-ჰმ.. ასეც ვიცოდი.. ნი, გიო ძალიან გიყვარს?
-კი ხატი.. მიყვარს ძალიან, მაგრამ არ წამოგცდეს ჩემ ძმასთან და ლეოსთან კარგი? ხომ იცი ლევანი რომ შვილივით მივლის და ეხლა ამიკრძალავს მასთან ერთად დასასვენებლად წასვლას.. კარგი?
-ნუ გგონია, რომ მაგით დანაშაულს სჩადი.. სიყვარული არაა დანაშაული. მე შენზე პატარა ვიყავი, რომ ლევანის შეყვარებული გავხდი, ხომ არ დაგავიწყდა?
-არა ხატი, მაგრამ მაინც გთხოვ..
-კაი ჰო . . წავედი კარს გავაღებ, ლეო იქნება..
საღამოს ტელეფონმა დარეკა. ლევანიმ გააგონა და მე გამომხედა
-ნინ, ჩადი დაბლა, შენი ბიჭი გელოდება.. - სასწრაფოდ ხატიას გავხედე, ის კი კედელს ამოეფარა
-კარგი რა ხატიაა..! ხომ გთხოვეე..
-და, რომ ვუთხარი რამე დაშავდა? - არც არაფერი.. ხოდა, ახლა ნუ წუწუნებ.. ჩადი ახლა დაბლა, გიო გელოდება.. - სახლი ბუზღუნით დავტოვე, მაგრამ ეს ბუზღუნი გიოს დანახვისთანავე დამავიწყდა. 2-3 დღე გავიდა, ჩვენ ყველას ძალიან გვეზარებოდა სოფელში წასვლა.
შუა დღე იყო, სახლში კი ლეოს გარდა ყველანი ადგილზე ვიყავით. კარზე ზარი გაისმა. ხატია ფეხზე წამოფრინდა, პატარას ეძინა და არ უნდოდა გაღვიძებოდა. ხატიამ კარები გააღო და ბოლო ხმაზე ყვირილი მორთო. დათოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ მე გიჟივით წამოვფრინდი და კარისკენ გავიქეცი და ადგილზევე გავშეშდი .
კარში მაღალი ქალი იდგა, მწვანე ცრემლიანი თვალებით და ყავისფერი თმით - ჩემი უულამაზესი დედიკო.. თვალებს ვერ ვუჯერებდი. ხუთწელნახევრის განმავლობაში მისი მხოლოდ ხმა მესმოდა. ძალიან იყო შეცვლილი. ქერა თმა გადაუღებია და თან ასაკიც დასტყობოდა“სავით“, რაც არ მომეწონა.. დედას მთელი ძალით ჩავეხუტე. ორივემ ტირილი დავიწყეთ. ხატია, კი კიდევ გაშტერებული იყურებოდა. კარში ლევანი შემოვიდა , სამზარეულოდან კი, მომღიმარი სახით გამოვიდა დათო. რა თქმა უნდა მათ იცოდნენ, რომ დედა ჩამოდიოდა, მაგრამ მე და ხატიას დაგვიმალეს..
-ჰე, მეც მინდა დედას ჩავეხუტო.. - აწუწუნდა ხატია. დედას მოვშორდი, თუმცა მენანებოდა . . არ მინდოდა ხელის გაშვება, თუმცა მე რას გავაწყობდი.. დედა დათოსაც და ხატიასაც მოეხვია.
-დიდი ხანი უნდა ვიდგეთ აქ? წამო დე სასტუმრო ოთახში.. არ გშია? - ვკითხე დედას და სასტუმროსაკენ გავიყვანე.
-არა დედას სიხარულო. ვჭამე თვიმფრინავში..
-იცით რა მაინტერესებს? - ხელები წელზე შემოვიხვიე - დათომ და ლევანიმ თუ იცოდნენ, რომ ჩამოდიოდი ჩვენ რატომ არ გვითხრეს? ან რატომ იყო ლევანი აეროპორტში მარტო წამოსული? მან ხომ დღეს პირველად გნახა?
-არ გითხრეს, იმიტომ რომ არ მინდოდა გაგეგოთ.. არც ის მინდოდა, რომ დათუჩას გაეგო, ამიტომ მარტო ლევანის ვუთხარი, თუმცა მაინც უთხრა დათოს.. - ამ დროს თეკლას ტირილის ხმა გავიგეთ. ხატია ადგილიდან განძრეულა. დედა წამოდგა ფეხზე და იკითხა, რომელ ოთახში იყო თეკლა. დათომ დედა თეკლას ოთახამდე მიაცილა და უკან დაბრუნდა. მე და ხატიამ დათუჩას და ლეოს წვალება დავიწყეთ, მაგრამ დედა გამოვიდა პატარით ხელში.
-აქ რა ხდება?
-ოოფსს.. -თქვა დათომ და სამზარეულოში გაიძურწა.. მთელი დღე ლაპარაკში გავიყვანეთ. საღამოს ტრადიციულად ტელეფონმა დარეკა. ლეომ უპასუხა.
-გისმენთ
-...
-კი სახლშია, ამოდი შენც
-...
-ოო, მიდი კაცო.. გელოდებით - ლევანიმ ტელეფონი გათიშა და ჩვენკენ შემობრუნდა - ნი, გიორგი იყო. 5 წუთში ამოვა.
-სად ამოვა? ააქ??
-ხო, რამე პრობლემაა? - გავშრი. დედას გადავხედე. მან, ხომ“არაფერი იცოდა“. შემეშინა, იმის რო დედას არ დაეშალა მასთან ურთიერთობა..
-რამე, მოხდა ნუცა? - მკითხა დედამ - ბოლო-ბოლო არ უნდა გამაცნო გიორგი? არ უნდა ვიცოდე ვინაა შენი შეყვარებული? - რაო, რა თქვა? შეყვარებულიო? ლევანის გადავხედე, აფერისტის თვალებით იყურებოდა, მაგრამ ის რა შუაში იყო.. ველაფრის თავში ხატია იდგა.. მან წამოაყრანტალა ლეოსთან, რომ გიორგი ჩემი შეყვარებული იყო.. ხატიას შევბღვირე და კარის გასაღებად წავედი.
-შემოდი გიო.. - გიომ მიმოიხედა და, როცა დარწმუნდა, რომ ჩვენთან ახლოს არავინ იყო და არავინ გვხედავდა მაკოცა
-არ გამაცნობ შენს დედიკოს?
-შენც იცოდი, ხო? და არ მითხარი??
-რა ვიცოდი? დღეს დამირეკა ლევანიმ აეროპორტიდან და მთხოვა, რომ არსად წამეყვანე.. მაშინ გავიგე..
-ხო კაი.. წამოდი.. - გიორგი დანარჩენებთან გავიყვანე - დე, ეს გიორგია, გიო ეს ჩემი დედიკოა - ანა.
-სასიამოვნოა შვილო შენი გაცნობა - გაუღიმა დედამ გიოს და გადაეხვია. მე კი დაძაბული ვიდექი ერთ ადგილას..
-ჩემთვისაც ანა დეიდა.. - ასე თუ ისე, დედას გიო მოეწონა.. გიომ ბოდიში მოიხადა და დედაჩემს თხოვა, რომ ცოტა ხნით გავეშვი გარეთ. დედამ „რა თქმა უნდა“_ო. საძინებელში შევედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და გიოს გავყევი.
-გიოო.. სად მივდივართ?
-ჩვენ კაფეში..
-მიყვარს იქაურობა . .
-მე შენზე ძალიან..
-ბოროტო სულო . . ! -შევბღვირე გიოს და გზა განვაგრძე.
დედა სულ 10 დღით იყო ჩამოსული. ძალიან კი მეწყინა ასე ცოტა ხნით, რომ იყო, მაგრამ მაინც მიხაროდა, ის, რომ 5წელნახევრის უნახავ გვყავდა და ვნახეთ, მოვისიყვარულეთ.. ძალიან შევეჩვიე დედას და არ მინდოდა ისევ რომ დაბრუნებულიყო საფრანგეთში, თუმცა ჩვენ რას გავაწყობდით.. 10_მა დღეს თვალისდახამხამებაში გაირბინა. დედა გავაცილეთ და სახლში დავბრუნდით. მეორე დღეს ზღვაზე უნდა წავსულიყავით 2 კვირით და მერე ისევ უკან დავბრუნებულიყავით (გეგმები სრუილად შევიცვალეთ). ზღვაზე მე, მარი, გიორგი, თამო, ნიკა (ჩვენი ყელაზე უახლოესი და საყვარელი ძმაკაცი) და სოფო მივდიოდით. მობილური ხელში ავიღე და მარის, თამოს და სოფოს დავურეკე, ვუთხარი, რომ ნახევარ საათში ჩემთან მოსულიყვნენ და საყიდლებზე გავსულიყავით. სამივესგან თანხმობა, რომ მივიღე კმაყოფილი კარადას მივუტრიალდი და ტანსაცმელი გამოვიცვალე.
საყიდლებიდან სახლში გვიან დავბრუნდით, როგორც ყოველთვის გადარეულები. ხატიას და თეკლას ეძინათ, ლეო და დათო, კი არ იყვნენ სახლში. ახალი ნივთები ამოვალაგე და ჩანთის ჩალაგება დავიწყე. ერთ დიდ ცანთაში ჩავალაგე ყველაფერი და ხვალინდელი დღის მოლოდინში ჩამეძინა..
Back to top Go down
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:26 pm

ეს შენი დაწერილია ნინი?
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:29 pm

-ნინუცა, საყვარელო ხომ კარგია ძილი? - თვალები დავაჭყიტე და თავზე თამო მედგა და მიღიმოდა.
-ვაი თამ, რომელი საათია?
-იმდენი და ცოტა მეტი..! დროა ადგე და მოემზადო, თუ აქ რჩები? კიი? კაი პროლება არაა, მე წავედი . . აბა, კარგ ზაფხულს გისურვებ... - თამო ფეხზე ადგა და კარისკენ წავიდა, როცა თავში ბალიში მოხვდა
-თუ კაია შენ დარჩი . . სააბაზანოში შევალ პირს დავიან და მოვალლ..
-და ჩაიცმევ ! სწრაფად ქენი, გოგო ყველა შენ გელოდება . .
ფათხაფუთხით მოვემზადე წასასვლელად, ჭამაც კი დამავიწყდა. გიო ამოვიდა მაღლა, ჩანთა ჩაიტანა და მანქანაში ჩადო. დათო გავაღვიძე, ხატიას და თეკლას დავემშვიდობე და გარეთ გავედით

-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-

-აბა, ხალხო, როგორ მოგწონთ აქარობა ? -იკითხა ნიკამ, როცა სასტუმროში შევედით. (სასტუმრო ნიკამ აარჩია)
-ყოჩაღ ნიკუშ..! ნამდვილად კარგია . . - თქვა სოფომ და ოთახში შევიდა. ნიკა და გიო ერთ ნომერში მოთავსდნენ, ხოლო გვერდითა_ში მე, სოფიკო, თამო და მარი. ოთახებში შევედით, ჩვენ-ჩვენი ნივთები დავაბინავეთ და სავახშმოდ რესტორანში გავედით.
-აუ, რა უაზროდ გავიდა მთელი დღე რა . . - დავიწუწუნე და ფეხზე წამოვდექი.
-რას მიდიხარ ბუზღუნ? - მკითხა გიომ
-რავიცი, გარეთ გავალ ცოტა ხნით
-მეც წამოვალლ . . - გიო ფეხზე წამოდგა და გვერდით ამომიდგა
-დროებით . . - ვუთხარი დანარჩენებს და გარეთ გამოვედი.
-სად წავიდეთ?
-ზღვის ნაპირზე, გიო. . ძალიან მიყვარს სიბნელეში იქ ყოფნა . . - ვუპასუხე და მივეხუტე.
წყლის ნაპირთან ახლოს, ქვებზე დავჯექი და თავი მუხლებში ჩავრგე.
-ნი . .
-გიო, გაჩუმდი და მოუსმინე . . ! ამაზე კარგი არაფერია . . ზღვაზე წამოსვლა მხოლოდ იმიტომ მიხარია, რომ ღამე აქ მოვალ და ზღვის შრიალს მოვისმენ.. ამიტომ ჩუმად იჯექი . . - გიომ მხრები აიჩეჩა და ჩამეხუტა. გიოსთან ახლოს მივიწიე და თავი მკერდზე მივადე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით ასე ხმაამოუღებლად . . მაგრამ, ერთი ვიცი, რომ მყუდროება ნიკამ დაგვირღვია.
-გვრიტებო, საათი არ გაქვთ თუ ძილის შეგრძნება არ გაგაჩნიათ? 4_ი დაიწყო, საცაა გათენდება და თქვენ კიდევ აქ ზიხართ? კარგით რა..! წამოდით და დაიძინეთ . . დღისით კი აქ გამოვიდეთ . .
-ნიკა, ძმა. მე კი მეძინება სასტიკად, მაგრამ ამას რა ვუყო? ეს არ მოეთრევა და... - გიორგის ნიკას ჩემზე ანიშნა, მე კი მუცელში მუშტი მუთავაზე და გაჩუმდა.
-ნიკუშ, გეძინება? - მკითხე ნიკას და ავხედე.
-არა ნი, მაგრამ წამოდით რა..
-ძალიან კარგი . . გიო შენ ხო გეძინება? წადი დაიძინე და ჩემთან ნიკა დარჩება . . მზის ამოსვლას ვუყურებთ და დავბრუნდებით..
-კარგი . . ნიკუშ მიმიხედე იცოდე . . - გიომ ჩაიცინა და რვიანების რტყმით გაუყვა გზას . . ნიკა, გიოს ადგილზე დაჯდა. თავი მივადე და თვალები დავხუჭე.
-ნუც, გაიღვიძე, თენდება და მზე ამოვა ეხლა.
-უი, ნიკუშ . . დიდი ხანია მძინავს ?
-არც ისე . . - ზღვის ჰორიზონტს გავხედე, მზის თავი ჩანდა.. სანამ მზის ნახევარი არ გამოჩნდა, მანამ ხმა არ ამომიღია..
-კაი, ნიკუშ.. წავიდეთ ეხა.. მეძინება . .
-ხო გეტყობა . . - ფეხზე ავდექით, ნიკას დავეყრდენი და ნებიჟი გადავდგი. ნიკა გაჩერდა, ჩემსკენ შემოტრიალდა, ხელი წელზე შემომხვია და ხელში ამიყვანა . . - შენი კუს ნაბიჯებით საღამომდე ვერ მივალთ სასტუმროში . . ნიკამ ჩაიცინა და სვლა განაგრძო.
როცა გამომეღვიძა, საათს დავხედე, 4_ის 20 წუთი იყო. თავთან ფურცელი იდო, დავხედე და კითხვა დავიწყე: „ოოჰ, რას მივაწერო(თ) შენი გამოღვიძება? ჩვენ ზღვაზე გავედით . . როცა გამოფხიზლდები შენც ჩაიცვი და გამოდი . . თამო“ - პირი დავიბანე, ჩავიცვი და გარეთ გავედი . . გამიმართლა, მაშინვე მოვკარი თვაი ბავშებს და მათკენ წავედი.
-ბავშვებო, ნიკა და გიო სად არიან ? - თამომ მხრები აიჩეჩა, მარიმ კი ლაპარაკი დაიწო.
-აი იქ არიან . . -მარის მითითემულ ადგილისკენ გავიდე. ნიკა და გიო ვიღაც გოგოებთან იყვნენ. ერთი გიოს ეხუტებოდა, ხოლო მეორე ნიკას. ადგილზევე გავშრი.. ხელზე სისველე ვიგრძენი, თვალებიდან ცრემლები მომდიოდა. გიომ გამომხედა, ჩანთა ძირს დავაგდე და მთელი ძალით გავიქეცი სასტუმროსკენ. ოთახში ჩავიკეტე და გულამოსკვნილი ვტიროდი.
ცოტა ხანში გიო კარებთან იდგა და მთხოვდა, რომ შემომეშვა. ტვინი წაიო, კარები გავაღე
-რა ჯანდაბა გინდა? გადი აქედან! შენ მე არ გიყვარვარ! ბარემ გეკოცნა მისთვის და ეგ იყო.. შემეშვი.. ხმა აღარ გამცე!
-კი, მაგრამ ამახსნევინე! - გიოს კარები ცხვირწინ მივუჯახუნე და ჩავიკეცე . . თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვხედავდი და აღარც არაფერი მესმოდა.. გონს რომ მოვედი საწოლში ვიწექი, გიო კი ფანჯარასთან იდგა. არ მინდოდა მასთან ლაპარაკი და იმის მოსმენა, რომ „ის, ის არ იყო, რაც მე მეგონა“. თვალები დავხუჭე, ვითომ არც მოვსულვარ გონს.. ვიგრძენი როგორ მოვიდა გიორგი ჩემთან ახლოს, მის სუნთქვას ძალიან ახლოს ვგრძნობდი. მას უნდოდა ეკოცნა, მაგრამ თვალი გავახილე და ხელი მთელი ძალი გავარტყი სახეში
-გაეთრიე !
-კი, მაგრამ ამახსნევინე.. შენ არ იცი ვინ იყო ის გოგო და ტყუილად წუწუნებ!
-არ მაინტერესებს არაფერი! გაეთრიე აქედან! სასწრაფოდ.. - გიორგის ვუყვირე და სააბაზანოშ შევედი. კარების ხმაზე საძინებელში დავბრუნდი და ტანსაცმლის ჩემოდანში ჩალაგება დავიწყე.
-ნინია ! რას აკეთებ? -ოთახხში თამო შემოვიდა
-მივდივარ თბილისში. აქ არაფერი მესაქმება ასე, რომ . .
-ეე.. კაი რა.. მაშინ მეც წამოვალ..
-რატომ? შენ დარჩი აქ გაერთე, მე კი დავბრუნდები თბილისში და ვიჯდები სახლში მარტო..
-არა! მეც მოვდივარ ! - თამომ თავისი ჩანთა საწოლზე დადო და ტანსაცმელი შიგ ჩაყარა. - მე მზად ვარ
-დიდის ამბით, რომ შეკარი ეგ ჩანთა, ეგეთი ფორმით უნდა წამოხვიდე? ჩაიცვი წესიერად, ნუ ხარ გიჟი! - თამოს შევბღვირე და კედების ჩაცმა დავიწყე.
ოთახიდან, რომ გავდიოდით დერეფანში მარი და სოფო შეგვხვდნენ.
-თქვენ სულ გაუბერეთ? - თქვა სოფომ
-ნინო მიდის თბილისში აქ არ ჩერდება და მეც მივყვები სოფი...
-ეეე.. კაი რა ნიი . . იქნებ მართლა ვინ იყო ის გოგო რა იცი?
-არ მაინტერესებს.. რაც უნდა ის უქნია ვაჟბატონს, გზა თავისუფალი აქვს.. მე ხელს აღარ შევუშლი . . კარგად გოგოებო.. ნიკას ჩემ მაგივრად დაემშვიდობეთ..
მე და თამო თბილისისკენ მიმავალ ტაქსში ჩავჯექით. მძღოლი ნელა ატარებდა, მანქანას. გარეთ ჩამობნელდა, გაწვიმდა და საშინელი ბურუსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ნელა მიდიოდა, წინიდან მანქანის ფარები დავინახე, რომელიც უფრო ახლო გვიახლოვდებოდა. კივილი დავიწყე მძღოლმა სცადა გზიდან გადასულიყო, მე საშინლად შემეშინდა. თამოს ხელი მაგრად ჩავჭიდე და თვალები დავწუჭე. უეცრად რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. მინდოდა თვალები გამეხილა, მაგრამ ვერ ვახელდი, სრულ სიბნელეში ვიყავი გამომწყვდეული, სადაც ვერც ხელს ვამოძრავებდი.
-ექიმო გონს მოდის პაციენტი - ვიღაც ექიმს ელაპარაკებოდა, ჩემთვის უცნობი ხმით. ყურში საშინელი ბზუილი ჩამესმოდა, თვალებიდან ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. ნელ-ნელა ყველაფერი თავიანთ ადგილებზე ბრუნდებოდა. სხეულის ყველა წერტილი საშინლად მტკიოდა, ცხვირ-პირზე სასუნთქი აპარატი მქონდა მიმაგრებული და ლაპარაკი არ შემეძლო. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს უამრავ ნემსს მირჭობდნენ.. ექიმმა სასუნთქი აპარატი მომხსნა.
-თავს როგორ გრძნობ?
-საშინლად.. ყველაფერი მტკივა.. რა მოხდა? აქ რატომ ვარ?
-ავარიაში მოყევით, ქალბატონო ნინო. - თავში იმ საშინელმამომენტებდა გამიარა და თამუნა!
-თამუნა.. სადაა თამო? როგორ არის? - ვიკითხე შეშფოთებულმა
-დამშვიდდით. მას მდგომარეობა თქვენზე უკეთ ჰქონდა და..
-რას ნიშნავს ჰქონდა? - უკვე კივილზე გადავედი, თუმცა ვგრძნობდი როგორ მეკარგებოდა ხმა.
-თამო სრულიად გამოჯანმრთელდა და გავწერეთ უკვე დიდი ხანია. აი თქვენ კი 2თვის განმავლობაში კომაში იყავით. თამო ეხლა გარეთ არის. ცხვირი ვერ გავაყოფინეთ გარეთ. აქ ათენებს და აღამებს. თქვენი ძმაც აქაა და კიდევ ვიღაც ბიჭი.
-მათი ნახვა შეიძლება?
-კი, ოღონდ დაახლოებით 1 საათში. გაგსინჯავთ და პალატაში გადაგიყვანთ. მერე შეგეძლებათ ნახოთ.
-ახლა სად ვარ, ლონდონის ერთ-ერთი მდიდრული სასტუმროს, ერთ-ერთ ნომერში? - გარშემო თვალე შემოვავლე ოთახს. ჩემს გარდა იქ კიდევ რამოდენიმე პაციენტი იყო უგონოთ აპარატებზე შეერთებული. ექიმს გაეცინა
-რეანიმაციაში ვართ..
-არაუშავრს..
-კარგით. ახლა გაგსინჯავთ და პალატაში გადაგიყვანთ. იქ მხოლოდ წვეთოვანი და გულის აპარატი იქნება. - ხელების აწევა ვცადე, მაგრად მარცხენა ხელი ვერ გავატოკე.
-ექიმო, მარცხენა ხელს რატომ ვერ ვატოკებ?
-დამშვიდდი, ეგ არაფერია. თქვნი მთლიანი სხეულიმოწყვეტიილი იყო. 3ოპერაცია ჩაგიტარდათ. ნელ-ნელა ყველა კიდური ამოძრავდება. მარჯვენა ხელს ამოძრავებთ. ფეხებს? - ფეხეის გამოძრავება ვცადე, გამომივიდა
-ვამოძრავებ, ყველა კიდურს გარდა ერთი ხელისა.
-ეგ დროის ამბავია. ნუ ნერვიულობ. - გაიღიმა მწვანეთვალებმა ბიჭმა და გასინჯვა დამიწყო.
-მადლობა.


-ნინუცა, როგორ მომენატრე. როგორ გრძნობ თავს? - მკითხა თამომ და სკამზე ჩამოჯდა.
-საშინლად.. მარა იმაზე უკეთ, ვიდრე როცა ვალი გავახილე. შენ როგორ ხარ?
-მე არამიშავრს. გარეთ გიორგია. რაც აქა ხარ იმის მერე აქედან ფეხი არ გაუდგია.
-რატომ? მის გამოა, რომ აქ ვარ. თავს რატომ იწუხებს? თავისუფლად შეუძლია სახლში დაბრუნდეს თავის გოგოსთან.
-მოიცა, ნი.. - ჩაიცინა თამომ - შენ იმ გოგოზე იეჭვიანე, გიორგი, რომ ეხუტებოდა?
-რა არის აქ სასაცილო?
-რა არა ვინ! შენ ხარ სასაცილო! ეგ გოგო გიორგის ნათლიის დაა და მაგაზე იეჭვიანე? ვაიმე ნინო, მართლა ძალიან სასაცილო არსება ხარ! - გადაიხარხარა თამომ.
-რა? ვინაა?? - თვალები დავაჭყიტე - ბოჟე მოი . . !! გიორგი სადაა?
-გარეთ. შემოსვლა უნდოდა, მაგრამ არ შემოვუშვი, არ მოგისმენსმეთქი, ყველაფერს თავზე დაგამხობსქო ვუთხარი და დათოსთან დავტოვე.
-ძალიან გთხოვ დაუძახე რა . . - თამომ გაიღიმა. ხმაამოუღებლად გავიდა პალატიდან. მალევე გიო შემოვიდა - გიოო . .
-ნუც, როგორ მომენატრე ჩემო პატარა . . - გიო ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა
-აააააა...... - ვიკივლე ბოლო ხმაზე - მტკივა ბოროტო . . !
-მაპატიე ნიი . . - თქვა ჩუმი ხმით.
-გიუშ, ბოდიში რა იმ ‘სკანდალისთვის’ .. ნაღდად არ მეგონა თუ შენი ნათესავი იყო..
-კაი, ეგ უკვე წარსულია . . ხომ ნახე შენ ეჭვიანობას რა მოჰყვა?
-ხო.. დღეს რა რიცხვია?
-2 სექტემბერია. 2 კვირაში სკოლა იწყება, მაგრამ შენ აქ უნდა იწვე.
-კიდევ დიდ ხანს მომიწევს აქ ყოფნა?
-არ ვიცი.
-აუ, რა . .რა მალე გავიდა ჩემთვის არდადეგები.. - თვალიდან ცრემლი გადმომივარდა - წესიერად გართობაც ვერ მოვასწარიი . .
-გინდა ახლავე გაგამხიარულო? - მკითრა გაბრწყინებული სახით გიორგიმ.
-როგორ? - ვკითხე ინტერესით. გიორგი კარებთან მივიდა თავი დაკრა და გავიდა.
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:30 pm

Enrique iglesias wrote:
ეს შენი დაწერილია ნინი?
ara vipove mara waikitxe dzalian kaia damijereeeee
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:34 pm

-როგორ? - ვკითხე ინტერესით. გიორგი კარებთან მივიდა თავი დაკრა და გავიდა.
-ნინუცა . . - გავიგე დედაჩმის ხმა. კარებში დედა იდგა ჩრემლებით სავსე თვალებით. - აღარასოდეს დაგტოვებთ არც ერთს მარტოს! უკან არ ვბრუნდები.. მორჩა!
-არ მჯერა.. 1 კარგი თვიდება მაინც მოჰყვა ავარიას.... - ჩავიცინე და დედისკენ გავიწიე. - აუუ, მტკივა!
დედა და გიორგი ერთმანეთს ცვლიდნენ 1თვის განმავლობაში და მარტოს არ მტოვებდნენ. ყოველთვის რაღაცით მამხიარულებდნენ. როგორ მომწონდა დედის სითბო, რომელიც 7წლის განმავლობაში არ მღირსებია, არც მე და არც ჩემ და-ძმას.
სკოლაში ძველებურად დავიწყე სიარული. მე_11 კლასი არც ისე კარგი გამოდგა. მეცადინეობას თავს ვაკლავდი. რაც სკოლაში არ მივლია ყველაფერი ავანაზღაურე. ისევ ის ძველი ნინო ვიყავი, უბრალოდ უფრო მეტს ვმეცადინეობდი. მთელი წლის განმავლობაში ასე ვიყავი. გიორგი იძულებული სწავლობდა უნივერსიტეტში. პირველ კურსს ამთავრებდა. ჩემი მომავალი ადვოკატი . . ჩვენ ორივე ერთმანეთით ვვამაყობდით.

18 ივნისი ჩემი ოქროს დაბადების დღე. მე დღეს 18 წლის ვხდები და ჯერაც ვერ დამიჯერებია. დილით თამო ამოვიდა ჩემთან, ჩემი მზარეული გოგო. დედამ და თამომ იკისრეს სასადილოში ფუსფუსი. მე და მარი სახლს ვალაგებდით და სუფრას ვშლიდით. საღამოს თითქმის ყველა ჩემი მეგობარი ამოვიდა ჩემთან, მაგრამ გიორგი და ნიკა არა და არ ჩანდნენ. სოფო, მარი და თამო კი ისე იცინოდნენ თიტქოს არც ენაღვებოდნენ მათი არ გამოჩენაო. რამმოდენიმეჯერ ვკითხე მათ სად იყვნენ, მაგრამ ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდი: „კარგი რა ნი.. დღეს შენი დღეა, ნუ გადაყევი მაგათ გაუჩინარებას გაერთე რა..!“ ამაზე საშინლად ვბრაზდებოდი. მობილური ავაფეთქე, თუმცა ნიკასაც და გიორგისაც გამორთული ჰქონდათ მობილურები. კარზე ზარი გაისმა, სიხარულით წამოვხტი ფეხზე და კარებთან მივედი, მაგრამ კარში ლეო იდგა.
-შენ სამსახურში არ უნდა იყო? - შევბღვირე ლეოს
-ხო, მაგრამ მიზეზს მიხვდები, თუ რა თქვა უნდა გამომყვები. - მითხრა ლევანიმ
-ნი რა ხდება? - გამოცვივდნენ გოგოები. - აააა . . ნი, მისმინე ერთს გეტყვი - განაგრძო თამომ - ლეოს გაყევი, მაგრამ იქ ჯერ კარგად დაფიქრდი და კითხვებზე მერე უპასუხე, შევთანხმდით?
-კი, მაგრამ . .
-არავითარი მაგრამ! ლევანი ! - თქვა თამომ. სხვა რაღა დამრჩენოდა ლეოს გავყევი. მანქანის კარი გამიღო, რაც არასდროს გაუკეთებია. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. გარეთ სრული სიბნელე იყო, მხოლოდ ლამპიონები ანათებდნენ. 1-2_მა მანქანამ ისე ჩაგვიქროლა კინაღამ გული გამისკდა. ლეომ ერთ ძველ ბაღში მიმიყვანა, სადაც კარგა ხანია აღარავინ სეირნობს. ბაღის შესასვლელ თაღზე, თეთრას იყო ამოტიფრული ჩემი ფრაზა „სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება“ . . გიორგი აქ იყო! გავიღიმე და ლეოს გავხედე
-რას მიყურებ შე ელამო! დიდ ხანს უნდა მაყურყუტო ახლა ააქ? წადი ახლა და გაყევი მაგ ბილიკს. ყოველ შემთხვევაში ჩემს ყურებას ეგ ჯობია ბევრად . . - ჩაიბუზღუნა ლეომ, მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. მე ბილიკს გავყევი. სინათრეს ვუახლოვდებოდი. ნაზი მელოდიის ხმა მესმოდა. ხის ტოტები გავწიე და ბაღის შუაგულში შევაბიჯე. გიორგი გაბრწყინებული სახით იდგა მაგიდის გვერდზე, სადაც შამპანიური და 2 ჭიქა იდგა. გიორგი მომიახლოვდა.
-ქალბატონო ნინო თურქია, - დაიწყო გიომ - როგორც მოგეხსენებათ თქვენ ჩემი ერთადერთი სიცოცხლე ხართ, რომელიც თავზე მეტად მიყვარს. რომელთანაც მინდა მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება. რომელთანაც მსურს მყავდეს ბევრი შვილი. - ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და ჩემს წინ დაიჩოქა - მოკლედ, ნინო, მზად ხარ გახდე ჩემი ცოლი?
-რა თქმა უნდა მზად ვარ ! - გიორგის ბეჭედი გამიკეთა. წელზე ხელები მომკიდა და მაკოცა. ამ დროს გავიგე ტაშის ხმა, გაოგნებულმა მიმოვიხედე. ყველანი აქ იყვნენ, დედაჩემით დაწყებული, გაგრძელებული მეგობრებით და დამთავრებული ჩემი პაწაწუნა თეკლათი. ბედნიერი სახით იდგნენ ყველანი და ტაშს უკრავდნენ. ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემს გარდა! არავის ანაღვლებდა, რომ ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ეს რაღა დროსია.. მთავარია მე გიოსთან ვარ

-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_

31 ივლისი.
დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი და უბედნიერესი დღეა - ჩემი ქორწილი. იმ ადამიანს მივყვები, ვინს თავზე მეტად მიყვარს და მე ამით უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს.
ვუყურებ ჩემს თავს სარკეში და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. სულ სხვანაირი ვარ. თეთრ კაბაში, მაკიაჟში და უცხო ვარცხნილობაში სულ სხვა ნინო გავხდი. ოთახში გიორგი შემოვიდა და ადგილზევე გაჩერდა.
-ნი, რა ლამაზი ხარ! ჩემო ულამაზესო საცოლე(ვ) . .
-მიყვარხარ გიო..
-მეც ძალიან.. წამოდი მალე ეკლესიაში . . ვეღარ ვითმენ ისე მინდა გავიგო, რომ შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ!
-ცოტაც მოითმინე...
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_

მე და გიო ვსეირნობთ იმ ბაღში, სადაც მან ხელი მთხოვა. ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ. გვყავ ერთმანეთი და კიდევ ჩემი გაბერილი მუცელი.
-გიო, გახსოვს ჩვენი ფრაზა?
-სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება . . - გიომ თავზე მაკოცა..
-ხო, მაგრამ ჩვენთვის სიყვარული არასდროს გაქრება . . ხომ მართალი ვარ გიი?
-მართალი ხარ, მაგრამ ეს ფრაზა მაინც ჩვენია!
-რა თქმა უნდა..
Back to top Go down
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:45 pm

martla kargia:))
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptySat Mar 24, 2012 3:50 pm

Yes :*
Back to top Go down
mari:)

mari:)


პოსტები : 456
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-19

სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება EmptyWed Apr 25, 2012 9:42 pm

(L)
Back to top Go down
Sponsored content





სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty
PostSubject: Re: სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება   სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება Empty

Back to top Go down
 
სიყვარული თუ გაქრება, მზე იტირებს და ჩაქრება
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» პირველი სიყვარული
» ეჭვი და სიყვარული/Alguen Te Mira [2010 - 2011] (ვიღაც გიყურებს)

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
ქართული ფორუმი :: სხვადასხვა თემები :: სიყვარული და რომანტიკა-
Jump to: