ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ქართული ფორუმი

Georgian Forum
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  SearchSearch  RegisterRegister  Log inLog in  
მოგესალმებათ საიტი "ქართული სამყარო"გააკეთეთ სიახლეები სხვადასხვა თემაზე ასევე სხვა განყოფილებებში რომლებიცაა შექმნილი.დაპოსტეთ სხვისი შექმნილი თემები და ნუ დაპოსტავთ მხოლოდ თქვენს შექმნილ თემებს! "ქართველი ფორუმი" თქვენთან ერთადაა!
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
ყურადღება!
საიტზე ავტორიზაცია შეუძლებელია ადმინის თანხმობის გარეშე, როცა დარეგისტრირდებით სატზე, რამოდენიმე საათის,წუთის ან ერთი დღის შემდეგ შეძლებთ საიტზე შემოსვლა!
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Poll
გიფიქრიათ ოდესმე თავის მოკვლაზე?
კი
საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Vote_lcap100%საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Vote_rcap
 100% [ 3 ]
არა
საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Vote_lcap0%საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
Latest topics
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
დომეინი
www.wsa.ge
Social bookmarking
Social bookmarking reddit      

Bookmark and share the address of ქართული ფორუმი on your social bookmarking website
Similar topics
April 2024
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
CalendarCalendar

 

 საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)

Go down 
+5
mari:)
Bracamontes
Pep Guardiola
SeLeGoMez :*
Ronaldo ♥
9 posters
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyMon Mar 19, 2012 6:51 pm

First topic message reminder :

Modit Aq Davdot sashineli Fotoebi Da aseve istoriebi! : ) aseve Videoebiiicccccccccc !! : )))) Admin Ar Daxuro Gtxov!


Last edited by @Roni_Nin on Mon Mar 19, 2012 6:53 pm; edited 1 time in total
Back to top Go down

AuthorMessage
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyTue May 08, 2012 8:13 pm

Uihh ramxelaaa:DDDAucilebald wavikitxavv
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyTue May 08, 2012 9:44 pm

xo kargs izam! :D
Back to top Go down
Sofia♥!

Sofia♥!


პოსტები : 90
რეგისტრაციის თარიღი : 2012-04-02

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyThu May 10, 2012 1:28 am

-Au ninn Kidev dade ra istoriebii : ))
-Me Eseti Rgaceeebis Ar Meshinia : ))
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyThu May 10, 2012 1:42 am

arc me upro mainteresebs !:D
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed May 23, 2012 2:32 am

ღმერთოოოო ღმერთოოო რა დავაშავე ხალხო !? : ) რატომ ვარ ესეთი კრეტინების ხელში!? :) გული გამიხეთქეს ვაიმეეე.. რომ იცოდეთ როგორ შემაშინეს ჩემმა მეზობლებმა ვაიმეეე ვაიმეე
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed May 23, 2012 12:11 pm

ვაიმე ესეთი რამე პირველად მოხდა და დედას ფიცავარ მაგარი შემაშინეს!!!! გუშინ მთელი საღამო ხელები მიკანკალებდა!! იცი რა ქნეს? : )) ასე ვიჯექით 2 გოგო და 2 ბიჭი ნიკა და გუგა და მე და მარი !! და ვიღაც ქალი ეძახის პირველზე ჩვენთან მეზობელს და მარიმ თქვა ადრე ამან გამომეკიდაო და შემეშინდა და გავიქეცი მერე დანარჩენები ჩვენგან მოშორებით იჯდნენ და იმათ მივიდნენ და დაუწყეს „გიჟო“-ს ძახილი! ის ქალი მართლა გიჟი იყო მაგრამ მაინც არ შეიძლება არა დაცინვა? და დაუწყეს ეგეთები და იცოდნენ რო ძალიან მეშინოდა და დამიწყეს შენი მანქნის უკან დგასო.. ტირილი დავიწყე კინაღამ ისე შემეშინდა.. ბოლო ხმაზე ვკიოდი! მერე მითხრეს შენს პადიეზში შევიდაო.. ამაზე ვაფშე მართლა ტირილი დავიწყე რო სახში ვეღარ ავალ თქო!! (ნიკა და გუგა არ მეკაიფებოდნენ მარტო) ხოდა ესე დამიწყეს და მერე ერთ 30 წუთში ბებიაამაც დამიძახა ამოდიო და კარგი მეთქი და 11 - ის წუთები იყო მე 9 მეგონა საათი ! ) და ჩემმა მეგობარმა ლუკამ მითხრა შენს პადიეზშია გოგო მარტო როგორ ახვალო და მარი წამყვება მეთქი და წავედით და ლიფტი რო გაიღო და შევედი გუგა და ნიკა ძალით შემოვიდნენ და მარიმ თქვა ესენი აგყვებიანო და დამტოვა 2 ბიჭშიი! მარა მაინც ძმაკაცები იყვნენ და ლუკამ ქვემოდან გაგვჭედა მე ვცხოვრობ 8 ეზე და დავაჭირე 2 -ეზე გაგვჭედა მერე 1-ს დავაჭირე პირველზე არ ჩამოვიდა ლიფტი.. მერე კიდე ცოტა ზემოთ რო ავედით 4-ეზე გაგვჭედა და პირველს რო დავაწექი არ ჩაოვიდა და კარები რო გავაღე ქვა ჩანდა მარტო და მეგონა ლიფტი ჩავარდა მეთქი და ბოლო ხმაზე გავკიოდი გააღეთ .. გაუშვით ხელი კარს გეხვეწებით მეთქი ! ლუკამ ღმერთი დაიფიცა მე არ ვარო ! და ბოლო ხმაზე ვტიროდი ლიფტი ჩავარდა ბებია მომკლავს 2 ბიჭთან ერთად ლიფტში რომ დამინახოს მეთქი და არ ვიცი თავის მოვკლა და სიკვდილი მინდოდა და ლუკას შევეცოდე მერე და გააღო კარები მე ლიფტიდან რომ გამოვედი ავირბინე ფეხით მერვეზე და იმ გიჟი ქალის მეშინოდა არ შემხვედროდა და თან ლიფტში რო ვიყავით ჩაკეტილი ჯერ კიდევ გონს ვერ მოვეგე!!! მერე სახში რო ავედი ბებიამ მიყვირა აქამდე რა გინდოდა ეზოშიო და ყველა იყო მეთქი და რამხელაზე კიოდი რა მოხდაო და მოვუყევი იმ ქალზე !! მერე მეძახდნენ ეზოდან და გადავიხედე და გოგოებმაც და ბიჭებმაც მითხრეს გვეგონე სახში არ იყავიო იმიტო რო რო გამოვიქეცი არავისთვის არაფერი მითქვამს ისე ამოვედი სახში და ეგონათ იმ გიჟ ქალს შევხვდი და შეეშინდათ! მერე ბებიამ დამიწყო ვინ ბიჭები გიძახისო.. და ძმაკაცია თქო !! მოკლედ გუშინდელი დღე არასოდეს დამავიწყდება და ლუკას დღეს დედას ფიცავარ ვაიმე არ ვიცი ალბათ მოვკლავ რა!!!!
Back to top Go down
Sofia♥!

Sofia♥!


პოსტები : 90
რეგისტრაციის თარიღი : 2012-04-02

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyThu May 31, 2012 2:17 am

Shen Mogikvdi mee : (( !!
Back to top Go down
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyThu May 31, 2012 9:03 pm

nini es shen gadaxdaaa???
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥


პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 25
საიდან : ბათუმი

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyFri Jun 01, 2012 2:10 am

ხოოოო!! აი ღმერთს ფიცავარ შოკში ვიყავი სახში რომ ამოვედი! ლიფტი რომ გააღეს იმდენად ვნერვიულობდი რომ სულ ვკანკალებდი და ცრემლები მომდიოდა.. აი 3 წამში სახში ვიყავი ისე ჩქარა ავირბინე!! : =
Back to top Go down
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptySat Jun 30, 2012 12:32 am

@Roni_Nin wrote:
როცა უცნობი რეკავს…

– ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა.

ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა.
ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ.

– თუ რამე მოხდა, მაშინვე დაგვირეკე – ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე.

პიტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო, უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ.
ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.
ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.

– დიახ მისის პიტერსონ.

– …

ხმას არავინ იღებდა, მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.

– გისმენთ…– გაიმეორა ამანდამ.

– შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი – გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.

გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.
თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.
ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.

– ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.

– ვინ ხარ, რა გინდა?

უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.
ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.

– როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.

აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი, ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.
ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.

– არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.

– მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.

– მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…

– ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.

ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.

– ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.

ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.

– მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.

სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.
“ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.
უკნიდან ძლიერი ხელი სწვდა და ყელში მოუჭირა.

– ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.

გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.

პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსად მიაგნეს.


vici es istoriaaa..magaria dzaan..kide dade ra : ))
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
Ian Somerhalder

Ian Somerhalder


პოსტები : 14
რეგისტრაციის თარიღი : 2012-07-16
ასაკი : 30
საიდან : ბათუმი

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyMon Jul 16, 2012 5:04 pm

Ar Meshinia Eseti Ragaceebi Mezizgeba :S
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 2:14 am

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 174d5df5b313b2c6407152381c441e7d

გრძელი, ქერა თმები და დიდი ცისფერი თვალებით ლუსი სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა, იგი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, თითქოს ამ
ქვეყანას არც მიეკუთვნებოდა.
როდესაც ათი წელი შეუსრულდა. ლამაზ კაბაში გამოეწყო და სამზარეულოში ჩავიდა, სადაც დედამისი ნამცხვარს აცხობდა.
– ლუსი, ვიღაცას შენი დაბადების დღე გაახსენდა . ამ დილით შენთვის საჩუქარი მოვიდა,– უთხრა დედამ და პატარას ამანათი გაუწოდა.გახარებულმა გოგონამ სწრაფად გახსნა ლამაზად
შეფუთული საჩუქარი და ყუთიდან თოჯინა ამოიღო.
ეს იყო ყველაზე შემზარავი თოჯინა, რომელიც ოდესმე ენახა. ჭუჭყიანი და სახეაფხეკილი. თავზე თმებიც არ შერჩენოდა. ყველაზე ამაზრზენი კი კბილები იყო – გრძელი, წვეტიანი და მახვილი.
დედას მისი თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ ლუსმა სასტიკი უარი განუცხადა და უთხრა, რომ ეს საჩუქარი იყო და მისი გადაგდება არ შეიძლებოდა. მაშინ დედამ თოჯინა კიბის ქვეშ დადო, იმ იმედით რომ ლუსს მალე გადაავიწყდებოდა.
ერთ ღამეს, როდესაც ლუსი დასაძინებლად დაწვა, დაბლიდან უცნაური ხმა შემოესმა, თითქოს ვიღაცა ჩუმად ეძახდა. ცოტა ხანში სიტყვებიც გაარჩია.
“ლუსი, მე უკვე პირველ კიბეზე ვარ”. ხმა საშინელი და ხრინწიანი
იყო. შეშინებული გოგონა საწოლში მოიბუზა.
მეორე დღეს დედას სთხოვა ეს თოჯინა თავიდან მოეშორებინათ, დედამ შვებით ამოისუნთქა და თოჯინა ბუნკერში მოისროლა.
ღამე ლუსს, საშინელი კოშმარი ესიზმრა: უცნობი კაცი დაჟინებით აკვირდებოდა. “მანდ ცხოვრების უფლება არ გაქვს” უთხრა კაცმა და თვალები ცეცხლისფრად აენთო. გოგონას ოფლში გაწურულს გამოეღვიძა.
-“ლუუუსი, მე უკვე მეოთხე კიბეზე ვარ” - კვლავ შემოესმა ჩახრინწული ხმა და კიბეზე ხმაური მოესმა.
ეს ამბავი არავინ დაუჯერა, სკოლაში დასცინეს, დედამ კი დატუქსა და აუკრძალა ამაზე ლაპარაკი.
იმ ღამით ლუსიმ საძინებლის კარი შიგნიდან ჩაეკეტა.
ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადაწია რათა მთვარის
შუქი შემოეშვა ოთახში. სწორედ ამ დროს გაიგონა ნაცნობი ხმა:
-“ლუსი, მე უკვე ბოლო კიბეზე ვარ…”
ლუსი მობრუნდა და დაინახა როგორ გაიღო საძინებლის კარი ძალიან, ძალიან ნელა…
მეორე დღეს გარდაცვლილი გოგონა კიბეებთან იპოვნეს. თოჯინაც მის გვერდით ეგდო.
P.S. ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს.

fghfgh
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 3:07 am

vaime foto iseti sahsinelia istoriis wakitxva arc minda :DD:DD
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 3:44 am

istoria ararealuria magram ravi mainc davde :D
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 8:31 pm

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 B6e24c877d53b13fbcf031d9cb36d9d0

მალტბაის სასაფლაო

- დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად.

- ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი.

- ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე.

- სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც.

- რომელი ქალაქი?

- მალტბაი, ჩვენს მეზობლად.

- აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა.

- როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს.

ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში.

დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ.

თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა.

იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ.

ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა?

ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც.

- არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას.

- მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით.

- ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით.

- დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა.

მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს.

- ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას.

- აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს.

მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს.

კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა.ლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული, რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა.

- ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა.

- ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია.

ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც.

- აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა.

ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი.

უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა.

გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა.

მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე, მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.

მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა…

ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა.

მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა.

(მალტბაი, დასახლება ვაშინგტონში, რომლის სასფლაოც მოჩვენებებითაა ცნობილი და დაწყევლილ ადგილად მოიხსენიება. 13 საფეხური ნამდვილი ქალაქური ლეგენდაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს)
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 8:33 pm

ჩემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს…
ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო…
ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი…
იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : “ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! “… “მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია :( ” – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა :vaime:
მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა…
მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო…
მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა…
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 8:45 pm

15 წელი შიშში


8 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერლინგემში სახლი იყიდეს. როცა სახლში პირველად შევედით, დედას ვუთხარი: "როგორ ბნელა აქ”. დედამ დამამშვიდა, რომ კედლებს შეღებავდნენ, დიზაინს შეცვლიდნენ და მალე ნათელი, მზიანი სახლი გახდებოდა. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ სიბნელე, კედლის ღრიჭოები რაღაც საიდუმლოს ინახავდა. რამდენიმე დღით ადრე, მამა და მისი მეგობარი დიკი იყვნენ სახლში, რათა იატაკი დაემუშავებინათ. როცა დრელი ჩართეს, რადიომიმღები აფეთქდა, შემდეგ ნათურები ჩაქრა და ელექტროენერგია გამოირთო. მათ გაყვანილობა შეამოწმეს, მაგრამ დაზიანება ვერ იპოვეს. მამამ კავშირგაბმულობიდან ხელოსანი გამოიძახა, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა ურჩია მავთულების ხელახლა გაყვანა. ჩვენდა გასაკვირად, ხელოსნის წასვლის შემდეგ ელ.გაყვანილობა ამუშავდა. მშობლები მეზობლებს დაუმეგობრდნენ. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ მაინც დავრჩებოდით დიდხანს, რადგან წინა მობინაადრეებიდან ყველა 1-2 თვე რჩებოდა და მერე სხვაგან გადადიოდა. სახლში გადასვლისას რამდენჯერმე ისეთი ხმა გავიგეთ, თითქოს ვიღაც იატაკზე დადიოდა, შიგადაშიგ კარზე კაკუნიც იყო. უკანა კარები რამდენჯერმე თავისით გაიღო და დაიხურა, რასაც მოსდევდა კიბეებზე ჩასვლის ხმა. როცა საწოლში ვწვებოდი, ზედ სახესთან ვიღაცის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი. მშობლები მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომეჩვენა, ან სხვა რამის ხმა იყო და მე მივამსგავსე უბრალოდ. რამდენჯერმე მომესმა, რომ დედამ დამიძახა, როცა მასთან მივედი, ის გაოცებული იყო, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. საწოლში ხშირად ვპოულობდი გრძელ ჟღალ თმას. რამდენჯერმე გამეღვიძა, როცა ვიღაცა ფეხზე, კოჭთან მკიდებდა ხელს და საწოლიდან ჩამოთრევას ცდილობდა. მშობლებმა ესეც არ დამიჯერეს და მითხრეს, რომ კოშმარი რეალობად აღვიქვი. რამდენჯერმე გაღვიძებისას აღმოვაჩინე რომ ალაგ-ალაგ თმა მქონდა შეჭრილი. ერთხელ ნაშუადღევს საწოლ ოთახში ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ვიღაცა მომჩერებოდა. ავდექი, მივედი კარებთან და შუქი ჩავაქრე. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ ჩემს საწოლზე ვიღაც ქალი იჯდა. მას გრძელი წითური თმა ჰქონდა და გამჭირვალე იყო. მოჩვენებების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა, როცა ფაქტს შევეჩეხე, შიშმა ამიტანა. გავვარდი და სააბაზანოში შევიკეტე. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ თუ მართალი იყო, რასაც მოჩვენებებზე ამბობდნენ, ის სააბაზანოს კედელში გაივლიდა და მასთან ერთად ჩაკეტილი აღმოვჩნდებოდი. გავხსენი კარები და სასტუმრო ოთახში გავიქეცი. მეორე დღს მშობლებს ვუამბე, რაც ვნახე. მათ ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, რომ ეს ადგილი სავარაუდოდ დაწყევლილი იყო. ჩემს მიერ ნანახ მოჩვენებას კი ფლორენსი ერქვა. ამ დროს უკვე 3 წელი იყო გასული, რაც ამ სახლში ვცხოვრობდით. ერთხელ კი, როდესაც საწოლში ჩაწვნენ და შუქი ჩააქრეს, ჭერზე ორი მოქანავე თავი დაინახეს, რომელიც მათ მიშტერებოდა. ამის შემდეგ მათ ჩემი ყველა ნაამბობი ირწმუნეს და უნდობლობისთვის ბოდიში მომიხადეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, "სტუმრებთან” კავშირი პლანშეტის მეშვეობით დაგვემყარებინა. მაგრამ ამან მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. მე ორი მოჩვენება დავინახე, ჩემმა მშობლებმა გაცილებით მეტი. წიგნებმა გადაადგილება და "ფრენა” დაიწყეს, იატაკზე დაგებული ხალიჩები ამოძრავდა. ამის შემდეგ ჩემს მშობლებს ხასიათი შეეცვალათ, უფრო გაუხეშდნენ და წვრილმანებზე კამათობდნენ. მოჩვენებებმა ისევ შემომიტიეს. რამდენჯერმე მომქაჩეს, ხელი მკრეს, ჩემს მშობლებს ღამე ჩემი ყვირილი ესმოდათ, არადა იმ დროს მეძინა. სტუმრები როცა მოდიოდნენ, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს ზურგში ვიღაც მისჩერებოდათ. ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდი და შემთხვევით მოვისმინე, როგორ მიმართავდნენ მაყურებელს მოჩვენებებზე მონადირეები – ჰანს ჰოცლერი და სიბილ ლიკი – რომ თუკი ვინმეს ეჭვი ჰქონდა მათ სახლში პოლტერგეისტის არსებობაზე, შეეტყობინებინათ და სიხარულით მოაცილებდნენ სახლიდან. მშობლებს ვთხოვე, დაერეკათ მათთვის, მაგრამ უარი მითხრეს – სახლის გაყიდვას აპირებდნენ და ამ ამბის გახმაურება ხელს შეუშლიდათ. ამ სახლში 15 წელი ვიცხოვრეთ და მოჩვენებებმა ისე დაგვზაფრეს, დარწმუნებული ვარ, არ მოუწყენიათ ჩვენს ნერვებზე თამაშით. როცა კლიენტები მოვიდნენ, მამა მათ გარეთ ესაუბრებოდა. შემდეგ გავიგონეთ კარების გაღებისა და კიბეებზე ამოსვლის ხმა. ავდექით და კიბეებთან მივედით. ხმა ისევ ისმოდა, თუმცა იქ არავინ იყო. ერთხელ მამას გაეღვიძა ღამე, როცა ვიღაცას მის სახეზე ხელი ჰქონდა დაფარებული და გაგუდვას ცდილობდა. მოძალადეს თავი კი დააღწია, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ოთახში მარტო ის იყო. სახლი ჩვენგან ერთმა მინისტრმა იყიდა, რომელიც თითქმის მაშინვე სხვაგან გადავიდა. არ ვიცი, ჩვენი სახლი ახლა როგორაა, მოჩვენებები არიან თუ არა ისევ იქ, მაგრამ ამის გარკვევის არანაირი სურვილი არ მაქვს.

წყარო: http://week.ge/index.php?newsid=12683
© WEEK.GE
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 9:05 pm

პარანორმალური მოვლენები


ეს მოხდა 2004 წელს. 12 წლის ვიყავი და სასწავლო წელი ახალი დაწყებული იყო. მე და ქეითი დავუმეგობრდით გოგონას, რომელსაც სარა ერქვა და დაინტერესებული იყო ზებუნებრივი მოვლენებით.სარასთან ყოფნისას ძირითადი სასაუბრო თემა მოჩვენებები და იდუმალი ამბები იყო. ერთ დღეს მან გვითხრა, რომ ჯადოსნობისა და Wicca-ს რამდენიმე რიტუალზე წაიკითხა და მათი ჩატარება შემოგვთავაზა. არ ვიცი, ქეითს სჯეროდა თუ არა, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა, ეს რიტუალები რა შედეგს გამოიღებდა, ამიტომ დავთანხმდით. ჩატარების წესებიდან ზოგი ინტერნეტში ამოვიკითხეთ, ზოგი წიგნებიდან, ზოგიც ჩვენ დავუმატეთ. შიგადაშიგ შედეგი მართლაც ჰქონდა, მაგალითად რამდენჯერმე იმაზე გაცილებით მაღალი ქულა ავიღე ტესტებში, ვიდრე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე შემეძლო. მე ვთხოვე ქეითსა და სარას, არ ჩაგვეტარებინა წყევლის რიტუალები, რადგან ეს შავი მაგია იყო. თუმცა მათ არ მომისმინეს და ერთხელ გავიგონე, როგორ წარმოსთქვამდნენ მაგიურ ფრაზებს ერთ-ერთი მასწავლებლის მისამართით, შემდეგ კი ვუდუს თოჯინებიც გააკეთეს. ერთხელ სახლში მარტო ვიყავი და კომპიუტერთან ვიჯექი. მონიტორზე ანარეკლი შევნიშნე, რომელიც უკნიდან მიახლოვდებოდა. ისე ჩანდა, თითქოს მას წითელი თვალები ჰქონდა. შემდეგ ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და წამოვხტი, მაგრამ ოთახში რომ მიმოვიხედე, მარტო ვიყავი. არ ვიცი, ეს ვინ ან რა იყო, მაგრამ შევშინდი, ვგრძნობდი, რომ ის ჩემზე გაბრაზებული იყო. მეორე დღეს სარამ მითხრა, რომ სახლში ადამიანის მსგავსი სილუეტი დაინახა. მის გარდა ამ სილუეტის ხილვა არავის შეეძლო ოჯახში. სარამ მითხრა, რომ ეს ახალგაზრდა გოგონას სული იყო. მე გამუდმებით ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა მუდმივად უკან დამდევდა და საშინლად ვძულდი. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა რიტუალების ჩატარება, რადგან როგორ ჩანს, კარები შევაღეთ იმ სამყაროში, რომლის არსებობაზეც აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა. წლების განმავლობაში ისეთი რამეები ხდებოდა ჩემს თავს, რასაც სხვა ვერ აღიქვამდა. ერთხელ ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე შავი კვამლი დავინახე, ღამით კი ჭერზე თეთრი სახე დავლანდე, რომელიც მომშტერებოდა. სკოლაში წასვლისას გზაზე უსახო, ძველ ტანისამოსში გამოწყობილი მოხუცი ქალი შემეფეთა. შობა დღეს კი, როცა 13 წლის ვიყავი, წიგნს ვკითხულოდი მითებსა და ლეგენდებზე. მარტო ვიყავი სახლში და შუასაუკუნეების კუდიანებზე რომ დავიწყე კითხვა, უნებლიედ წინ გავიხედე. ისევ ის შავი კვამლი იყო, რომელიც მალევე გაქრა. ისე შემეშინდა, რომ წიგნი დავხურე, თაროზე შემოვდე და ჩემს ოთახში შევირბინე. ვგრძნობდი, რომ ოთახში მარტო არ ვიყავი და “ის” მომშტერებოდა. გადავწყვიტე, გარეთ გავსულიყავი. კარებისკენ რომ გავიქეცი, თაროებიდან წიგნები ჩამოცვივდა. საბედნიეროდ, ეზოში გასვლა მოვახერხე. იქ ვიცოდი, რომ ვერაფერს დამიშავებდა. 15 წლისა სკოლიდან გამოვედი და დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი. დადარდიანებული ვიყავი, რადგან მეგობრები დავკარგე (მათ შორის სარა და ქეითიც) და არ ვიცოდი უსაქმურობისგან რა მეკეთებინა. ერთხელ სახლში ყოფნისას ორი წლის წინანდელი ამბავი განმეორდა. “ის” ისევ ჩემს წინ იდგა. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი მის არსებობას. მსგავსი შემთხვევები გახშირდა და ისეთმა შიშმა ამიტანა, რომ თავის მოკვლაც ვიფიქრე. ზოგჯერ კი გაუცნობიერებლად ვაკეთებდი რაღაცებს. მაგალითად, ერთხელ დედამ ერბოკვერცხი შემიწვა. მე ჩავფიქრდი და რომ გამოვერკვიე, საჭმლის ნარჩენები კედელზე იყო, თეფში დამსხვრეული, დედა კი მიყვიროდა. მოგვიანებით მითხრა, რომ მე საჭმლიანი თეფში ავიღე და ვესროლე, თან ვკიოდი, რომ ამ საზიზღრობის ჭამა არ მინდოდა. მივხვდი, რომ ბოროტ ძალას დროის პატარა მონაკვეთებში ჩემი შეპყრობა და მართვაც შეეძლო. 16 წლის ასაკში გადავწყვიტე, როგორმე დამესრულებინა ეს კოშმარი. წამოვწექი და თვალები დავხუჭე, ვცადე მასთან კომუნიკაციის დამყარება, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ რაც მოხდა, იმის ახსნა ძნელია. თითქოს ჩემმა გონებამ ან სულმა სხეული დატოვა და კოსმოსში გაიჭრა. ვხედავდი ვარსკვლავებს, ვმოძრაობდი უკუნ სიბნელეში. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ მან თავი დამანება. შემდეგი წლები ძნელი გადასატანი იყო ჩემთვის, დეპრესია მჭირდა და გამიძნელდა განათლების დასრულება და შემდეგ სამუშაოს პოვნა. ახლა 19 წლის ვარ. პარანორმალურ მოვლენებზე საკმაო ლიტერატურას გავეცანი და ვიცი, რომ ეს ძალა, რომელიც არ მასვენებდა, დემონი იყო. დემონი, რომელიც ჩემმა რიტუალებმა მოიზიდა. ცხოვრება ხელახლა დავიწყე და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ თვითმკვლელობისგან მიხსნა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ სამყაროში არსებობენ ბოროტი ძალები და უმჯობესია მაგიისგან თავი შორს დაიჭირონ, თორემ შეიძლება ჩემსავით აერიოთ ცხოვრება.
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 9:10 pm

მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა თან დამყვებოდა. 5 წლისას მარტო დაძინების მეშინოდა, რადგან ბალიშთან ახლოს რაღაც ძალის არსებობას ვგრძნობდი. თუმცა პარანორმალურ მოვლენასთან შეხება პირველად 8 წლის ასაკში მქონდა, როცა კალიფორნიის შტატში, ძველ სახლში ვცხოვრობდით. საწოლზე მუცლით ვიწექი და მარჯვნივ ვიყურებოდი.არ მეძინებოდა და სავსებით ფხიზელი ვიყავი, ამ დროს კი აშკარად ვიგრძენი, რომ ვიღაც მარცხენა მხარზე შემეხო. უეცრად შევბრუნდი, მაგრამ ვერავინ დავინახე. იატაკზე კი ნაბიჯების ხმა გაისმა. ჩემს მშობლებს თავიანთ ოთახში ეძინათ, ასე რომ ისინი ვერ იქნებოდნენ. სახლში სხვა არავინ იყო. ამის შემდეგ ვერ მოვთვლი, რამდენჯერ გამიღვიძია, როცა "ის” ძილში ჩემს გაგუდვას ცდილობდა. ზოგჯერ კი თავზე ისე მიჭერდა, რომ მთელი დღე მტკიოდა. ხანდახან კი მეხვეოდა, მკოცნიდა, მეხუტებოდა. ბევრჯერ ვთხოვე წყნარად, ზოგჯერ ვუყვირე, რომ მომშორებოდა, ღმერთსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ ის მაინც არ მასვენებდა. დაახლოებით 8 წლის შემდეგ ახალ სახლში გადავედით. "ის” იქაც გამომყვა. 19 წლის რომ ვიყავი, ერთხელ შუაღამით გამეღვიძა და მისი სილუეტი დავინახე, თუმცა სახე ნათლად არ უჩანდა. ეგვიპტელ მეომარს ჩამოგავდა, ხელში რაღაც ეჭირა, ხმლის მსგავსი. ჩემსკენ რომ წამოვიდა, ვთხოვე იქაურობა დაეტოვებინა. ჩემდა საბედნიეროდ, დამემორჩილა. მას მერე კიდევ რამდენჯერმე გამომეცხადა ღამით. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ღამით საწოლიდან ჩამომათრია და სხვა ოთახში ძალით გამიყვანა. დილით ჩემმა დამ მითხრა, რომ ნაბიჯების ხმა გაიგონა ჩემი ოთახიდან და იფიქრა, რომ ღამე დავდიოდი. გადავწყვიტე, შემდეგ ვიზიტზე გამერკვია, ვინ იყო. 1 კვირის შემდეგ ხელახლა რომ გამომეცხადა, ვკითხე: რა გინდა, რატომ არ მეშვები? ამ დროს ფანჯარასთან თეთრი ბუ მოფრინდა. შემეშინდა და ხელი ავუქნიე. რომ დავიძინე, მესიზმრა, რომ უძველეს ეგვიპტურ სასახლეში ვიყავი, რატომღაც აკლდამაზე ვიწექი. ის მეომარი კი, რომელიც მეცხადებოდა, ჩემს სხეულთან იდგა და სევდიანად მიყურებდა. ისე ჩანდა, თითქოს თავი მოვიკალი. დაახლოებით 24 წლის ასაკში ბიჭი გავიცანი, რომელიც ძალიან მომწონდა. ერთხელ დიდხანს რომ ვისაუბრეთ, შემომაღამდა და დასაძინებლად წავედი. საწოლთან მიახლოებისას მან ხელი მკრა უხეშად. ამის მერეც აგრძელებდა აგრესიულ ქმედებებს, ზოგჯერ კი რაღაცებს მპარავდა. ორი კვირის შემდეგ ისევ გამომეცხადა. ამჯერად თავისი სახე მიჩვენა. მშვენიერი შესახედაობის მამაკაცი იყო. იმ ღამით მესიზმრა, რომ კარი გავაღე და იქ ჩემი მოჩვენება და ის ბიჭი იდგნენ, რომელიც ახალი გაცნობილი მყავდა. მე ბიჭისკენ წავედი და ჩავეხუტე, მოჩვენებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მან თავი ჩაღუნა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე, ჩემს საწოლზე იყო ჩამომჯდარი. ამის მერე როგორც იქნა, თავი დამანება.
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyWed Sep 05, 2012 9:11 pm

fghfgh bolo ragac sainteresod momechvena...bolos rogor shemecoda is mochveneba :D fghfgh sawyali
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyThu Sep 06, 2012 6:23 pm

ar shemidzlia amis yurebaaaa
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyThu Sep 06, 2012 7:26 pm

ki ar unda uyuro unda waikitxo fghfgh qww
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 27

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyThu Sep 06, 2012 10:12 pm

ar kitxva ar midna da arc yureba D:D:D:
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
SeLeGoMez :*

SeLeGoMez :*


პოსტები : 394
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 26
საიდან : TsNoRi The BeSt <3 <3 <3

საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 EmptyFri Sep 07, 2012 9:35 pm

sainteresoa sashishi ara...ar shegeshindeba nu gelavv :D fghfgh
Back to top Go down
http://TeenWorld.forum2x2.ru
Sponsored content





საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty
PostSubject: Re: საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)   საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:) - Page 3 Empty

Back to top Go down
 
საშინელებათა ისტორიები და ფოტოები:)
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3
 Similar topics
-
» 100 საშინელებათა ფილმი
» ჩვენი ფოტოები და ასაკი!

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
ქართული ფორუმი :: სხვადასხვა თემები :: თავისუფალი თემები-
Jump to: