ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ქართული ფორუმი

Georgian Forum
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  SearchSearch  RegisterRegister  Log inLog in  
მოგესალმებათ საიტი "ქართული სამყარო"გააკეთეთ სიახლეები სხვადასხვა თემაზე ასევე სხვა განყოფილებებში რომლებიცაა შექმნილი.დაპოსტეთ სხვისი შექმნილი თემები და ნუ დაპოსტავთ მხოლოდ თქვენს შექმნილ თემებს! "ქართველი ფორუმი" თქვენთან ერთადაა!
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
ყურადღება!
საიტზე ავტორიზაცია შეუძლებელია ადმინის თანხმობის გარეშე, როცა დარეგისტრირდებით სატზე, რამოდენიმე საათის,წუთის ან ერთი დღის შემდეგ შეძლებთ საიტზე შემოსვლა!
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Poll
გიფიქრიათ ოდესმე თავის მოკვლაზე?
კი
ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Vote_lcap100%ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Vote_rcap
 100% [ 3 ]
არა
ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Vote_lcap0%ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
Latest topics
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
დომეინი
www.wsa.ge
Social bookmarking
Social bookmarking reddit      

Bookmark and share the address of ქართული ფორუმი on your social bookmarking website
Similar topics
March 2024
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
CalendarCalendar

 

 ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"

Go down 
2 posters
AuthorMessage
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 26

ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Empty
PostSubject: ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"    ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  EmptyMon Aug 27, 2012 8:55 pm


ყველა ისტორიას აქვს თავისი დასაწყისი. ჩემი საკუთარი, როგორც ჩემი ძმებისა, იწყება 1972 წლის ივნისიდან, როდესაც ახალგაზრდამ, სახელად ხოაკიმ ერნანდესმა, ჯარიდან ახალმა ჩამოსულმა, დაბრუნება გულიანად აღნიშნა და სეირნობდა ქალაქ ტერასას ერთ-ერთ ქუჩაზე. სწორედ აქ იმყოფებოდა ორი გოგონა, რომლებიც თავისუფალ დროს პარკში ატარებდნენ. მათ შორიდან შენიშნეს ახალგაზრდა ხოაკიმი. მარია მერესე კრეუსისთვის ხოაკიმი იყო უბრალოდ ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც ის თავის დროზე იყოფდა „კოკა-კოლასა“ და შაქარყინულს. ეს ყველაფერი ხდებოდა მამამისის ბარში - „ევროპა. მაგრამ იმ მომენტისათვის მარიას მეგობარ გოგონაში ხოაკიმმა რაღაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. იგი მიხვდა, რომ ეს იყო ხელსაყრელი მომენტი, რათა გაეგო რაიმე ახალი თავის ყოფილ შეყვარებულზე, რომელთანაც მან რამდენიმე კვირით ადრე ურთიერთობა გაწყვიტა. სწორედ ხოაკიმი იყო მისი „ყოფილი შეყვარებულის“ მეგობარი. გოგონა დაინტერესდა და ჰკითხა მას, თუ როგორაა მისი „ყოფილი“ და განიცდის თუ არა დაშორებას. მეგობარმა სთხოვა მარიას მისულიყვნენ ახალგაზრდა ბიჭთან და გასაუბრებოდნენ მას, შემდეგ კი ლაპარაკის საჭირო თემას დაიჭერდა. მარია მერესესაც არ სურდა მეგობრის განაწყენება და მივიდა ხოაკიმთან გაღიმებული სახით. დიდი ხნის უნახავი მარია და ხოაკიმი ერთმანეთს შეხვდნენ, ამიტომ ისინი ძლიერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს, მარიას ორი კოცნის შემდეგ, გოგონამ დაუსვა კითხვა, რომელიც იცოდა, რომ ბიჭს ძლიერ გაახარებდა: „აბა, მომიყევი, რა ხდება ბარსაში?“

პრინციპში ბარსელონაში ყველა საუბარი ასე იწყება. თუმცა იმ შეხვედრიდან ორმა გოგონამ „ყოფილ შეყვარებულზე“ ვერაფერი სახარბიელო ინფორმაცია ვერ გაიგეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარია აღაფრთოვანა ასეთმა სიმპათიურმა ხოაკიმმა, რომლისთვისაც ფეხბურთი იყო გატაცება და პროფესიაც კი.

ერთი წლის შემდეგ, იმ მოკლე, მაგრამ პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, ხოაკიმმა და მარია მერესემ სოფელ ვილადეკავალსში იქორწინეს. ხოაკიმი იმ მომენტისათვის თამაშობდა „ევროპაში“, ვინაიდან „ჟირონაში“ არც თუ ისე დიდხანს მოუწია ასპარეზობა. ორი წლის შემდეგ ჩვენი ოჯახი კიდევ გაიზარდა. დაიბადა ჩემი უფროსი ძმა ალექსი. მშობლებს სურდათ გოგონა და კვლავ გადაწყვიტეს ბავშვის გაჩენა. მაგრამ მათდა სამწუხაროდ გაჩნდა ბიჭი - ოსკარი. როგორც იტყვიან ოსკარმა და მარიამ „ფარ-ხმალი არ დაყარეს“ და გადაწყვიტეს მესამე შვილის გაჩენაც. მესამე ცდაზე გავჩნდი მე - ჩავი. კიდევ ერთი ბიჭი!

დედა მიყვებოდა, რომ ძალიან გაუძნელდა ჩემი მუცლით ტარება, რადგან გამუდმებით ვმოძრაობდი და ალბათ ვჩქარობდი გაჩენასაც. მეექვსე თვე იყო, როდესაც ყველას ეგონა, რომ დადგა დრო. მაგრამ აღმოჩნდა დედაჩემი შეცდა დროში. დოქტორ-გინეკოლოგმა ფრესნადილიომ, რომელიც ორსულობის პერიოდში აკვირდებოდა დედას, უთხრა, რომ საჭიროა ცოტა მოთმინება და დასვენება.

მშობიარობა ძნელად მიმდინარეობდა. 1980 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 10 საათზე მე დავინახე შუქი: წონა 3კგ 400 გრ, სიმაღლე 49 სმ.

თავიდან სურდათ ჩემთვის ხოაკიმის დარქმევა, მამაჩემის სასახელოდ, მაგრამ შემდეგ უცებ გადაიფიქრეს და მე მივიღე სახელი ჩავი. სწორედ დედამ შეგვირჩია ჩვენ ოთხივეს სახელები. რატომ ოთხივეს? იმირომ, რომ როგორც იქნება მე შემეძინა და - არიადნა.

ჩემმა ძმამ ოსკარმა მაჩუქა მისთვის ყველაზე საყვარელი ნივთი, რითაც მითხრა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. ეს იყო მისი საწოლის გადასაფარებელი. მას ეძინა მასზე, ჭამდა მასთან ერთად, თამაშობდა კიდევაც. მეორე ძმამ ალექსმა არაფერი მაჩუქა, მაგრამ არ ინერვიულოს, არ მწყენია, არ ვარ გულჩათხრობილი ადამიანი.

არასდროს მყვარების საწოვარა. დედაჩემი ვერა და ვერ იგებდა რატომ და გადაწყვიტა ოთხი სხვადასხვა საწოვარა ეყიდა. ვიყავი წყნარი ბავშვი, რითაც მინიმალური პრობლემები მომქონდა. მქონდა პატარა სათამაშო მანქანების კოლექცია. შემეძლო მთელი დღეები მეთამაშა, ისე რომ არავინ შემეწუხებინა.

9 თვისამ მე უკვე გავიარე, 3 წლის ასაკში კი ჩვენს ქუჩაზე - გალილეო დე ტერასაზე ბურთით დავსეირნობდი. ბურთის სიდიდის გამო არც კი ვჩანდი. ფეხბურთი, ჩვენს ოჯახში ძლიერ იყო გამჯდარი: სამივე ძმა გავყევით მამის პროფესიას, ვცდილობდით ჩვენი ცხოვრება დაგვეკავშირებინა ბურთთან. ჩემს ძმებთან შედარებით მე გაცილებით გამიმართლა, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ოსკარი დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა პროფესიონალურად, სანამ ტრავმის გამო არ მოუწია ფეხბურთზე უარის თქმა. ბოლოს იმდენი ვქენით, რომ ჩემმა დამაც დაიწყო ფეხბურთის თამაში.

ერთ-ერთი ჩემი უცნაური გატაცება, რომლითაც შემდგომში დაკავდა ჩემი დაც, იყო „სტიკერების“ შეგროვება. თუკი ვიპოვიდით ხურდა-ფულს, ეს იქნებოდა სახლში თუ ეზოში, იმ წამსვე გავრბოდით მაღაზიაში, რათა გვეყიდა „ინსპექტორი რობოტას“ სტიკერები. მქონდა ალბომი, სადაც შემდგომ ვაკრავდი ჩემს შენაძენს და არ ვტოვებდი ცარიელ ადგილს.

ჩემს ძმებს ჰქონდათ ერთი საერთო ოთახი, მე კი მიწევდა ჩემს დასთან ოთახის გაყოფა. ორსართულიან საწოლში მას ქვემოთ ეძინა, მე კი ზემოთ. ძმებთან შევდიოდი იმ შემთხვევაში, თუკი მინდოდა კომპიუტერზე თამაში, რადგან ის მხოლოდ მათთან იდგა. ერთხელ მომხვდა კიდევაც, რადგან იმდენად მონდომებული ვიყავი კომპიუტერით, რომ სირბილით შევვარდი ძმების ოთახში, მათ კი სძინებიათ. ეხლა რა თქმა უნდა შევეშვი ვიდეოთამაშებს. თუმცა მაქვს კომპიუტერი „Nintendo”, რომელსაც იშვიათად ვრთავ, ისიც ვიღაც ნაძირლის მოსაკლავად. თუმცა, პატარაობაში კომპიუტერიდან ჩემი მოწყვეტა ძალზედ ძნელი იყო, ფაქტიურად არარეალური.

მაინც ჩემი გატაცება იყო ფეხბურთი. უკვე ოთხი წლის ასაკში, ჩემს ძმებთან ერთად ვთამაშობდი სადაც კი ვიპოვიდი
ხელსაყრელ დროს და ადგილს. იმ დროისათვის ისინი უკვე ჩაწერილნი იყვნენ „ტერასას“ საფეხბურთო სკოლაში, მე კი არა, რადგან ვიყავი ძალიან პატარა. სიმართლე გითხრათ, გული არ დამწყდომია, რადგან გამუდმებით დავყვებოდი ოსკარს და ალექსს ვარჯიშებზე და სანამ ისინი ეუფლებოდნენ პროფესიულ განვითარებას, მე პატარა ბავშვებთან, სექციის გვერდით არსებულ მოედანზე, ვთამაშობდი ფეხბურთს.

როდესაც შემისრულდა 5 წელი, ყველანაირი კანონის დაცვით ჩამწერეს ფეხბურთში.

მახსოვს როგორ დავყავდით ბაბუაჩემს თავისი “Seat”-ით ვარჯიშებზე. მას უყვარდა ყველგან სიარული თავის შვილიშვილებთან ერთად. ჟაუმე - ესე ერქვა ბაბუას, იყო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ჩვენს ოჯახში და როგორც ეხლა იტყვიან ნამდვილი კულე. ბაბუაჩემს, პრეზიდენტს ტერასას ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბისა „სან ჟოსეპ“, გააჩნდა შესანიშნავი ხედვა პატარა ბავშვებში. ის ადვილად პოულობდა ტალანტებს. შემისრულდა რა 6 წელი, ის უკვე მაშინ ეუბნებოდა მამაჩემს: „მოვა დრო და შენს ბიჭს - ხავის „ბარსელონას“ შემადგენლობაში ვიხილავთ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“.

მამაჩემი ამ სიტყვებს უბრალოდ ბაბუას ემოციებს მიაწერდა და ამბობდა, რომ დრო გვაჩვენებს ყველაფერს. თუმცა ბაბუა თავისას არ იშლიდა და ეუბნებოდა ყველას: „ჩემი შვილიშვილი - ხავი ითამაშებს „ბარსელონაში“. დედა ეუბნებოდა მას, რომ არ ჩამოვეყალიბებინე ფეხბურთზე გაგიჟებულ ბავშვად, ვინაიდან ოჯახში ვიყავით სამი ძმა და სამივე ფეხბურთელი. მაგრამ ჟაუმე უცებ აწყნარებდა მას: „არ ინერვიულო ქალბატონო, მაგრამ ხავის აქვს ის რაღაც, ის რაც მეც არ ვიცი, მაგრამ სწორედ ეს რაღაც განასხვავებს მას თავისი თანატოლებისაგან“.

ბაბუასთან ერთად ფეხბურთის ყურება იყო ნამდვილი სიამოვნება, განსაკუთრებით თუ ვეთამაშებოდით „მადრიდის რეალს“. ჟაუმეს ჰქონდა მკაცრი ხასიათი. რაც თავი მახსოვს, იგი იყო ნამდვილი „ანტიმადრიდისტა“. თუკი გაიგებდა, რომ ვინმე მასთან მყოფი არის „მერენგი“, კამათში შეეძლო უცებ დაეყვირა მისთვის. „ამას არ გაეკაროთ“ გვეტყოდა ხოლმე ბაბუა, როდესაც დაინახავდა ვინმეს „რეალის“ ფორმაში. მას იმდენად სძულდა „რეალი“, რომ როდესაც მადრიდელები მარცხდებოდნენ, იგი უმალვე ყიდულობდა გაზეთ AS-ს და ფურცელზე, სადაც დაფიქსირებული იყო მარცხი, საგულდაგულოდ ინახავდა.

და თუ ბაბუა იყო ფეთქებადი ხასიათის, ბებიაჩემი სრულიად განსხვავდებოდა მისგან - ყველაზე კეთილი და ყველაზე სათუთი ადამიანი ვისაც კი ვიცნობდი. პაკიტა იყო როგორც მზე. ყოვლთვის კარგი და ბრძნული დარიგებები. მაგრამ ხანდახან აჭარბებდა კიდევაც: „არ გადახვიდე გზაზე მარტო“ ან „არ ჩამორჩე კოლექტივს“... როდესაც არიადნა წამოიზარდა, მე ვთხოვე მშობლებს ოთახის შეცვლა, რათა დამეძინა ბებიასთან. ჩვენ შეგვეძლო მთელი ღამე გვესაუბრა სხვადასხვა თემებზე. საერთო ჯამში, ბებიასთან გადაბარგების შემდეგ, არაფერი განსაკუთრებულად არ შეცვლილა. როდესაც მე ვცხოვრობდი არიადნასთან, მაშინაც ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაც კი ხდებოდა ამ ქვეყნად: როგორ მიდიოდა საქმეები სკოლაში, როგორ იყო ურთიერთობა მეგობრებში და ბლა-ბლა-ბლა. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დასთან რაღაც გულღია ურთიერთობა მაკავშირებდა. ვაფასებდი მის ხასიათს და მომწონდა მისი ქცევები. ის ყოველთვის იყო პირდაპირი და არასდროს ყოფილა მატყუარა.

პაკიტა შესანიშნავად ამზადებდა საჭმელს. როდესაც ის იგონებდა რაიმე ახალს, სახლში ნამდვილი ზეიმი გვქონდა. სასიხარულოა, რომ დედაჩემმა განაგრძო ბებიას საქმიანობა, თანაც ძალიან კარგად გამოსდიოდა. ეს შეუძლია დაადასტუროს ჩემმა მეორე ბებიამ - ტერეზამ, რომელსაც არ უყვარდა „კანელონები“ და ერთხელაც კი არ გაუსინჯავს დედაჩემის დამზადებული ბლინები ხორცით.

„Jabac”-ში (პატარა ასაკის საფეხბურთო გუნდის სკოლა ტერასაში) პირველად დავარტყი ბურთს თავი. მანამდე არასდროს გამიკეთებია ეს. გუინდო და ლორენცო იყვნენ ჩვენი განყოფილების მწვრთნელები. იმ ასაკში, ერთადერთი რაც მიზიდავდა, ბურთზე ფეხის დარტყმა იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ერთხელ ვთამაშობდით მატჩს, უცებ მთელი ჩემი გუნდი წავიდა შეტევაზე გოლის გასატანად. მე რა თქმა უნდა ვიყავი გამონაკლისი და დავრჩი უკან. მამაჩემმა დამიყვირა: „რას აკეთებ ჩავი? წადი შენც წინ.“ მაგრამ ვუპასუხე: „მეც თუ შეტევაზე წავედი და მოწინააღმდეგემ ბურთი წაგვართვა, მე ხომ უნდა დავხვდე კონტრშეტევას.“

ნახევარი წლის შემდეგ, ჩემს ძმებთან ერთად ჩავირიცხე ს.კ. „ტერასას“ საფეხბურთო სკოლაში. იქ ბავშვებს 9 წლის ზემოთ იღებდნენ. მამაჩემი, კლუბის პრეზიდენტ - ედუარდო პოსადასის დახმარებით, ხდება ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსი, ანუ საფეხბურთო სკოლის დირექტორიც. „ტერასაში“ იშვიათად შევხვედრილვარ ჩემს ძმებს მატჩებზე, ვინაიდან ვთამაშობდით სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში. ჩემი ვარჯიში იწყებოდა საღამოს 6 საათზე, მამაჩემს კი რამით 11 საათამდე იქ უწევდა დარჩენა. მეც ვიჯექი და ველოდებოდი, დრო კი უფროსი ფეხბურთელების თამაშის ყურებით გამყავდა.

ჩემი პირველი მწრთნელი იყო ანტონიო ლადერო. ის გვავარჯიშებდა 3 წლის მანძილზე. ამ პერიოდიდან ძალიან კარგად მახსოვს ფინალური მატჩი „ადეფუბეს“ თასისა (საბავშვო ფეხბურთის ასოციაცია), სადაც მოწინააღმდეგე „სანტ კუგატა“ იყო. დავმარცხდით მათთან პენალტების სერიაში. ლადერომ ამ მარცხს არ მიანიჭა რაიმე სერიოზული წაგების კერპი, მან უბრალოდ გააკრიტიკა მსაჯები. ვერავინ აწყნარებდა ცხრა წლის ბავშვებს, რომლებიც ვერ შეეგუენ თავის პირველ მარცხს ფინალში, თანაც პენალტებში. მამაჩემს, როგორც სპორტული სკოლის დირექტორს, მოუწია ამ პროცესში ჩარეულიყო. ეს ყველაფერი გასვენებას რომ არ დამსგავსებოდა, იგი პირადად შემოვიდა ჩვენს გასახდელში და დაიწყო ჩვენი დაწყნარება.

ფეხბურთთან დაკავშირებით ხშირად კურიოზული პრობლემებიც მქონდა. მახსოვს დედა მაძლევდა 110 პესეტს, რათა „პროგრესის ქუჩაზე“ გავქცეულიყავი და მეყიდა 4 ახლად გამომცხვარი პური. საცხობი მუშაობდა დღის 2 საათამდე. ასე რომ ხშირად მქონდა ფეხბურთის სათამაშო დრო, თუკი სახლიდან შუადღისით გამოვიდოდი. მაგრამ, როგორც ეს სათამაშო აზარტმა იცის, ხშირად როდესაც დავხედავდი საათს, ვხვდებოდი, რომ საცხობი უკვე დაკეტილია. ჩემდა სასიხარულოდ დედაჩემი წინდახედული ქალია და იცოდა ჩემი ხრიკები, ამიტომ ესეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის ჰქონდა სახლში გადანახული ერთი პური. როდესაც ვიხსენებ „პროგრესის მოედანს“, არ შემიძლია დავივიწყო მაღაზიის გამყიდველი. ხშირად ხდებოდა ის, რომ ჩემი დარტყმული ბურთი, მის პატარა მაღაზიას ხვდებოდა და ფაქტიურად აზიანებდა, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს ჩემთვის საყვედური, რის გამოც ძალიან მიყვარდა.

ჩემი გატაცება ფეხბურთით ხელს მიშლიდა სკოლაში, სწავლაში, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში. ვსწავლობდი ქალაქ ტერასას კულტურის კოლეჯში. აქ გვასწავლიდნენ დაწყებითი სკოლის მთლიან და საშუალო სკოლის დაუსრულებელ მასალას. სიმართლე გითხრათ უპრობლემოდ მივიღებდი სრულ სასკოლო განათლებას, თუკი მთელი გონებით გადავერთვებოდი სწავლაზე. არცერთი საგანი ჩამიგდია, მათემატიკის გარდა. მაგრამ ამას მიზეზად ჩემი ერთ თვიანი ანგინა ედო.

დაწყებით სკოლაში გავიცანი ადამიანი, რომელიც დღემდე ჩემი კარგი მეგობარია. მისი სახელია - ალბერტ ხუსტრიბო, ან უბრალოდ „ხუსტრი“. ის ითვლებოდა კლასის „ხულიგნად“. ამასთან ერთად იყო ძალიან კეთილი. საცოდავს, ყოველთვის ხვდებოდა მასწავლებლებისაგან. რაც კი ცუდი ხდებოდა კლასში, ყველაფერი ბრალდებოდა - ხუსტრის!

დირექტორი - კარლოსი, იყო ყველაზე საშინელი ადამიანი სკოლაში. მისი ერთი გამოხედვაც კი უკვე მისდამი პატივისცემას ბადებდა ჩვენში. იყო მაღალი და მელოტი. გვაძალებდა ყოველთვის ფეხზე ადგომას, როდესაც კლასში შემოდიოდა. მოგვცემდა თუ არა დასხდომის უფლებას, ყველა ერთხმად გაიძახდა: „თქვენის ნებით“. განსაკუთრებით მკაცრი იყო, როდესაც ვინმე გამოდიოდა დაფასთან საპასუხოდ. თუ ამ ზემოთ ხსენებულმა არ იცოდა გაკვეთილი, რაც ძალიან ხშირი იყო ჩვენს კლასში, კარლოსი წარმოუდგენლად ყვიროდა, ვინაიდან სრულიად დარწმუნებული იყო თავის პედაგოგიურ გადაწყვეტილებებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ხუსტრი იყო „რკინის“ სამოსანი, დასვეს ჩემს გვერდით. ეგონათ, რომ მისი სწავლის შედეგები უკეთესობისაკენ წავიდოდა. მაგრამ მოხდა პირიქით. სამ თვეში ჩემი ნიშნები აშკარად დაეცა. ეს იყო საშინელება! ერთხელ მან მთხოვა ისტორიის რვეული, რათა დავალებები გადაეწერა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ის რაღაცეებს შეცვლიდა თავის ნაწერში. და როგორ ფიქრობთ რა მოხდა შემდეგ? მეორე დღეს დავალება არც ხუსტრის და არც მე მქონდა. მან რვეული დამიკარგა. მოკლედ ეს იყო ხუსტრი!

მასთან ერთად გადამხდა ყველაფერი: დაწყებული ღამის გუჟური სეირნობა ველოსიპედით, დამთავრებული სიბრილით ავტობანზე, რადგან ბენზინი გაგვითავდა.

ასევე, „ანკორეში“ (კოსმეტიკის მაღაზია) ჩავატარეთ ეზოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. თითქოს მე და ხუსტრი ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით, მართალია მაგიდის ჩოგბურთში ის მჯობნიდა. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მაშინდელი მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა დღეს ხუსტრის სახლში უდგას.

იმისათვის, რომ ამეღო სასკოლო ატესტატი საშუალო მაჩვენებლებით, მათემატიკის მასწავლებელმა, პროფესორმა - არისომ (როდესაც შედგა ჩემი სადებიუტო მატჩი „ბარსელონას“ პირველ გუნდში, ამ ადამიანმა გულითადად მომილოცა და წარმატებები მისურვა) გადმომცა პროფეიონალური განათლების პროგრამა, რადგან თუკი მსურდა გამეგრძელებინა საშუალო სწავლის მიღება, უარი უნდა მეთქვა ისეთ გართობაზე, როგორიცაა ფეხბურთი. ნათელი გახდა, რომ სულ უფრო და უფრო მიჭირდა სწავლა ფეხბურთის გამო. მაგრამ საშუალო განათლება იყო რაღაც გამოწვევა ჩემთვის და ამიტომ განვაგრძე სასკოლო ატესტატისთვის სწავლა.

ნახევარი წლის შემდეგ დედა გამოიძახეს სკოლაში, რადგან პირველ ტრიმესტრში მქონდა ორი „ჩაგდებული საგანი“, მეორე ტრიმესტრში კი სამი. დედა შეხვდა პროფესორ პალომოს, რომელმაც აუხსნა, რომ ჩემი მიღწევები სკოლაში უცებ დაეცა და განიცადა კრახი. დედაჩემმა თავზე შემოირტყა ხელები და უთხრა პალომოს: „რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით პროფესორო, მაგრამ ჩემი შვილი ამ მომენტისათვის იწყობს ფეხბურთელის კარიერას. თუ 2-3 წელიწადში ხავი ვერაფერს გახდება, ჩვენ სერიოზულად დავფიქრდებით სწავლაზე“. ბატონმა პალომომ თითქოს ენა გადაყლაპა და ამის შემდეგ დედაჩემი სკოლაში აღარ დაუბარებიათ.

საფეხბურთო სკოლაში მე განვაგრძობდი პროგრესირებას. ათი წლის ასაკში ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ეს ნამდვილი შეჯიბრია. ვთამაშობდით „ბარსელონას“ და „ესპანიოლის“ თანატოლ გუნდებთან. მე უბრალოდ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ისინი იმდენად პროფესიონალები მეგონა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბატონი ორიოლ ტორტი ნაბიჯ-ნაბიჯ დაჰყვებოდა მამაჩემს და გამუდმებით ურჩევდა ჩემს „ბარსელონაში“ გადაყვანას. ტორტი იცნობდა მამაჩემს უკვე მრავალი წლის მანძილზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამაშობდა „კონდალში“ (იმ დროისათვის ესე ეწოდებოდა „ბარსელონას“ დუბლს, დღეს ამ გუნდს „ბარსა ბ“ ჰქვია.). ასე იყო თუ ისე, მამაჩემმა ჩათვალა, რომ ჩემთვის ჯერ ადრე იყო „ბარსელონა“ და უნდა დალოდებოდა ჩემს პროგრესს იმდროინდელ კლუბში.

რაც იყო, იყო, მაგრამ უდიდესი მინუსს ჩემში წარმოადგენდა პატარა და სუსტი ტანი. დედა გამუდმებით დამატარებდა პედიატრთან, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ფიზიკური მონაცემები გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ყოველდღიური ვიზიტი ექიმთან, სრულდებოდა არასასიხარულო ინფორმაციით. საბოლოოდ დოქტორმა გარსიამ დამიდგინა, რომ ჩემი მაქსიმალური სიმაღლე 171 სმ. იქნებოდა. არ ვიცოდი დამეჯერებინა მისთვის თუ არა. ოსკართან დაკავშირებით ის რამდენიმე სამტიმეტრით შეცდა. აი ალექსთან კი...

ფეხბურთი გამუდმებით თან დამყვებოდა. ბავშვობაში მქონდა სინუსიტის სიმპტომები, ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, რომ ხშირად ვეტარებინე პლიაჟზე. ითქვა - შესრულდა! ჩვენ ვიქირავეთ ბინა ტერედემბარეში მთელი ივლისის მანძილზე. პირველივე დღეს მე და ალექსი გავეშურეთ ზღვაზე საბანაოდ. ბაბუამაც გადაწყვიტა გაეწია ჩვენთვის მეგზურობა და გამოგვყვა. სანამ ჩვენ ვისხედით იქვე არსებულ ბუნგალოში, ბაბუამ გადაწყვიტა იქ მყოფი ბავშვები შეეკრიბა და გვეთამაშა ფეხბურთი. დავიყავით გუნდებად. როდესაც ბავშვებმა დაინახეს პატარა ჩავი, მათ არ სურდათ თავის გუნდში ავეყვანე, ამიტომ მომიწია ალექსთან ერთად თამაში. ეხლა კი ვხვდები, რომ ძალიან კარგი იყო ძმასთან ერთად, ერთ გუნდში. რადგან ტექნიკური ფეხბურთის სფეროში ალექსი ყოველთვის მჯობნიდა. ეს მას მამისაგან ჰქონდა. როდესაც მოვრჩით თამაშს, ადგილობრივმა ბავშვებმა შემოგვძახეს: ხვალ, ამავე ადგილას, ამავე დროს!“ ასე დაიბადა ახალი ტრადიცია: „აბორიგენების“ მატჩი, რომელსაც სათავეში ჟოან გიმეროი, ზედმეტსახელად „ტრამონტანა“, ედგა.

თუკი ფეხბურთი არ გვყოფნიდა, ყოველი მატჩის შემდეგ, ვახშმის წინ, ჩვენ ვიკრიბებოდით მაგიდის გარშემო და ვთამაშობდით „ფუტბოლიოს“, „მონოპოლიის“ ანალოგიური თამაშს, მაგრამ იქ გვქონდა სტადიონები: კამპ ნოუ, სანტიაგო ბერნაბეუ და სხვა მსოფლიო კლასის მოედანი. ქაღალდზე დატანილი სასტუმროები და სახლები, ჩვენი გაგებით იყო ტრიბუნები. ციხე გავაიგივეთ მსაჯთან, ხოლო ბარათი „სიურპრიზი“ ითვლებოდა პენალტად. ყოველდღიურად ვთამაშობდი ამ თამაშს ჩემს ძმებთან და ბიძაშვილებთან.

მიუხედავად იმ შესანიშნავი დასვენებისა ტორეტემბარეში, ზღვაზე მხოლოდ 1 თვე დავჩით, რადგან აგვისტოში მამას სამუშაო უწევდა. ამასთან ერთად მალე მან გადაწყვიტა საფეხბურთო სკოლის დირექტორის პოსტის დატოვება. იგი ხდებდა „ტერასას“ მთავარი მწვრთნელი, გუნდისა, რომელიც იმ მომენტისათვის თამაშობდა მესამე დივიზიონში.

ცოტა მოგვიანებით ტორეტემბარედან გადავედით სანტ ანდონი დე კალონში. ჩემმა მშობლებმა იქ იქირავეს ბინა, ორ წელიწადში კი შევიძინეთ ორ ოთახიანი სახლი პირველ სართულზე. ცოტა ხანში კი შევძელით ტორე ლევანტინოს დასახლებულ პუნქტში ახალი საცხოვრებლის შეძენა.

ჩემი ურთიერთობები ზღვასთან, არ ყოფილა მხოლოდ ვიზუალური. გარბისთან ერთად, მე ვიყიდე სკუტერი. შემდეგ გადავწყვიტე შემეძინა პატარა იახტა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კატალონიის ფედერაციის პრეზიდენტმა ხორდი როჩემ დამპატიჟა კოსტა ბრავის საზღვაო მოგზაურობაში, თავის გემზე. ჩემს იახტას დავარქვი: „პელოპინა“.რამდენიმეჯერ გავცურე შორს, მაგრამ პროფესიონალის დახმარებით, რადგან ოჯახში მხოლოდ ოსკარს ჰქონდა იახტის მართვის მოწმობა.

დავუბრუნდეთ ბავშვობას. ძალიან მომწონდა მამაჩემის - მწვრთნელის გაცილება თამაშებზე. ამის საშუალებით ვიღებდი პატარა „პორცია“ ფეხბურთს უქმეებზე. ვეკითხებოდი ყველაფერზე: „სასტარტო შემადგენლობა, როგორ აპირებდა ის თამაშს და ასე შემდეგ.“ ერთხელ მან ჩააგდო თამაში. ავარჯიშებდა ის კლუბ „რუბის“. მათ უნდა ეთამაშათ გასვლითი მატჩი „მანლეისთან“ და მამაჩემს უნდა მოესწრო თამაშისთვის მომზადება. მან მომცა 10 000 პესეტი და დამავალა, რომელიმე ბარში მეჭამა საჭმელი. იმდენად მოხარული ვიყავი ჩემი ფინანსური მდგომარეობით, რომ შევუკვეთე უდიდესი „ჰოთ-დოგი“, მაგრამ როდესაც მოვიდა გადახდის დრო, მივხვდი: ფული დავკარგე. ვერცერთ ჯიბეში ვერ ვიპოვე. როდესაც კარგად დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ჯიბეს ჰქონდა უდიდესი ნახვრეტი. ჩემდა სასიხარულოდ ბარში იმყოფებოდა წარმომადგენელი „რუბიდან“, რომელმაც გადაიხადა ჩემს მაგივრად. მოკლედ როდესაც დავბრუნდი სტადიონზე, არაფერი არ მითქვამს მამაჩემისთვის. თამაში დასრულდა ანგარიშით 5-1, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, რამაც მამა ძლიერ განარისხა. საბოლოოდ მე მაინც ვუთხარი და ის ამას ყველაფერს წყნარად შეხვდა, თუმცა მისაყვედურა, რომ თავიდანვე არ ვუთხარი ყველაფერი.

მამაჩემი დღემდე ჩემი უდიდესი მრჩეველია. ის ყოველთვის იყო გამბედავი და პირდაპირი. ყოველი მატჩის შემდეგ, ვითამაშე კარგად თუ ცუდად, ის მაინც მაძლევდა რჩევებს. ის იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ ამასთან ერთად ობიქტური კრიტიკოსი. მართალია მე არ გავმხდარვარ მწვრთნელი, როგორც ეს მოხდა ოსკართან დაკავშირებით. მათ ხშირად უწევდათ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში „ტრემპლში“ და „ტერეგეში“. სხვა მხრივ მამა ყოველთვის იყო უხვი და გვაძლევდა დადებით შეფასებებს. ჩვენ შორის განსაკუთრებით გაუმართლა ალექსს, რომელიც იყო გამგები, ოსკარი კი უფრო ჩაფიქრებული და განმკითხავი.

მშობლები - ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები. მას შემდეგ რაც მე ვთამაშობ „ბარსელონას“ პირველ გუნდში, მათ არცერთი საშინაო მატჩი არ გამოუტოვიათ. თუმცა გატყუებთ! ამ სეზონში ტრადიცია დაირღვა. ისინი არ იმყოფებოდნენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩზე, სადაც ვეთამაშებოდით კრაკოვის „ვისლას“. მიზეზი? ხულიო იგლესიასის კონცერტი ხარდინეს დე კაპ რიოგში, კოსტა ბრავეზე. დედაჩემი ხულიო იგლესიასის ნამდვილი ფანია, სანამ ის უსმენდა კონცერტს, მამამ გაიკეთა ყურსასმენები, რათა გაეგო რა ხდებოდა იმ მომენტისათვის „კამპ ნოუზე“.

ზუსტად ამ კონცერტიდან, 18 წლის წინ, მამაჩემი დუმდა „ბარსელონას“ ჩემდამი ინტერესზე. საბოლოოდ ორიოლ ტორტმა და ანტონიო კარმონამ გადაწყვიტეს „დაეპრესათ“ ამ საკითხზე მამაჩემი.

„მოდი ეხლა, ხოაკიმ. ის 10 წლისაა. არ შეიძლება ლოდინი“ - ამბობდა ტორტი. მათ იმდენად შეაწუხეს მამა, რომ ის დათანხმდა გასაუბრებას და შემოწმებას. მაგრამ გადაწყვიტა, რომ გამოვსულიყავი სხვა ბავშვებთან ერთად, რათა ჩემი შესაძლებლობები კარგად მეჩვენებინა.

ყველაფერი კარგად გამომივიდა - გავიტანე 3 გოლი, ერთი აქედან 11 მეტრიანი. როდესაც მამამ განაცხადა, რომ „ბარსელონამ“ ამიყვანა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამის შემდეგ გავიგე, რომ ეს საჩვენებელი მატჩი იყო უბრალო ფორმალობა. ხო კიდევ გავიგე, რომ მამაჩემს ჩემთან დაკავშირებით ოფიციალურად მოსდიოდა შემოთავაზებები „ესპანიოლიდან“ და მადრიდის „რეალიდან“. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელთანაც ვთამაშობდი, მადრიდელების სკაუტი ყოფილა. სწორედ მან მიიტანა მადრიდში ინფორმაცია ჩემზე.

თუმცა მამაჩემი არავითარ შემთხვევაში არ გამიშვებდა „რეალში“. იცოდა, რომ ბაბუა ვერ იტანდა ამ კლუბს და სრულიად შესაძლებელი იყო მამაჩემი უსახლკაროდ დარჩენილიყო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

ვიცი, რომ ეხლა ბაბუაჩემს ესმის ჩემი! და ის ამაყობს , რომ მისი შვილიშვილი მისივე კვალს გაჰყვა. ხშირად ვფიქრობ შენზე...
1991 წლის 29 აგვისტოს „მინი ესტადიზე“ მოხდა ჩემი წარდგენა, როგორც „ლურჯ-ბროწეულისფერების“ ახალი ფეხბურთელი. მოვხვდი გუნდში „ალევინ A”, რომელსაც წვრთნიდა ხუალ მანუელ ასენსი. სამ დღეში მკლავზე უკვე კაპიტნის სამკლაური მეკეთა, ესე გადაწყვიტა მწვრთნელმა. ვინმეს ხო უნდა გაეკეთებინა, თანაც ყველა ახლები ვიყავით, 3 ვარჯიშის შემდეგ ასენსიმ მომცა ეს სამკლაური, რომელიც ვატარე მთელი სეზონის მანძილზე. ეჭვიც არ გამჩენია, რომ ესეთი დასაწყისი კარგის მანიშნებელი იქნებოდა. გადმომეცა რა ეს პასუხისმგებლობა, მივხვდი რამხელა როლს ასრულებდა ჩემი თამაში გუნდისათვის.

ვთამაშობდი ექვს ნომრიანი მაისურით. ნათელია, რომ ესეთ ასაკში ჯერ ვერავინ გასწავლის გუნდურ მოძრაობებს და ტაქტიკებს. მთავარია - ბურთი ფეხებში და მიიღე სიამოვნება! მაგრამ ასენსის ჰქონდა რაღაც პედაგოგიური ტალანტი, რაც აძლევდა ჩვენთვის უკეთ სწავლების საშუალებას. მახსოვს, პირველი იყო გაკვეთილი: „როგორ მოვატყუოთ მოწინააღმდეგე კორპუსის ჩადგმით“. ბურთის მიღებისთანავე აკეთებ მოძრაობას ერთ მხარეს, მაგრამ გარბიხარ მეორე მხარეს. მეორე - როგორ დავლაგდეთ მოედანზე, ვინ ვის შემდეგ და რა ადგილას. ვარჯიშები იყო მოკლე და იოლი.

და თუ ზედმეტად ვაპიარებ ასენსის შესაძლებლობებს, არა მარტო იმიტომ, რომ მისი დახმარებით შევძელი პირადად გამეცნო იოჰან კრუიფი.

ჰოლანდიელი იყო მთავარი როლის შემსრულებელი სერიალში „ისწავლეთ ფეხბურთი ვარსკვლავებთან ერთად“. იდეას ახორცილებდა ტელეარხი TVE და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ლოზუნგით: „ითამაშე სუფთად, ძალადობის გარეშე“. გადაცემებში გამოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მარადონა, გულიტი, პელე, პლატინი, კუმანი, ბეკენბაუერი, ფუტრე და კიდევ სხვა უამრავი. კრუიფი იყო ერთ-ერთ მიწვეული ვარსკვლავი. ასენსი კი მასთან ძალიან კარგ ურთიერთობაში აღმოჩნდა და სთხოვა თავის გუნდთან ჩაეტარებინა ვარჯიში.

რამდენიმე დღეში კრუიფი აღმოჩნდა ჩვენს გასახდელში, ტელეპროგრამის გადასაღებად. გაკვეთილი იყო თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე გამახვილებული, მაგრამ ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა მისმა პროფესიონალიზმმა და თუ როგორ აკეთებდა ის ამას ყველაფერს. კუთხურიდან კრუიფი ყველა ბურთს მიყოლებით აგდებდა კარში, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამას აკეთებდა ორივე მხრიდან. მაშინ მე ვთამაშობდი მხოლოდ მარჯვენა ფეხით, მარცხენას მხოლოდ სიარულში ვიყენებდი. ვარჯიშები გრძელდებოდა ნახევარ საათს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანისაგან უამრავი რამ ვისწავლე.

იყო ერთ პრობლემაც. იქიდან გამომდინარე, რომ ვცხოვრობდი ტერასაში, დედაჩემი კატეგოირულად იყო წინააღმდეგი ჩემი „ლა მასიაში“ ღამით დარჩენისა. (მას არ მოსწონდა რაიონი, რომელშიც მდებარეობდა სკოლა) შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჩემს გამო ამუშავდა ტაქსების ხაზი კამპ ნოუზე, შემდეგ კი ჩემი თანატოლებიც აქტიურად მიმართავდნენ ამ გზას. ყოველ დღე, ზუსტად ხუთ საათზე, ტაქსი მაკითხავდა ჩემი სკოლის კარებთან რათა წავეყვანე მორიგ ვარჯიშზე. შემდეგ კლუბმა გადაწყვიტა, რომ მასაჟისტი სახელად ბლასი თავისი ფურგონით ჩამოარიგებდა სახლებში ყველა პატარა ბიჭუნას, რომლებიც ცხოვრობდნენ ვალდესის შემოგარენში: ორნი ვიყავით ტერასადან, ორნი კი საბადელიაში ცხოვრობდნენ.

პირველივე სეზონში ჩვენ დავამყარეთ რეკორდი თანატოლი ჯგუფების ისტორიაში. საშუალოდ თითო მატჩში 6 გოლი გაგვქონდა და დავასრულეთ სეზონი 108 გოლით 18 მატჩში.

გადასვლა „ინფანტილ B”-ში ჩემთვის ძალიან მტკივნეული გამოდგა, რადგან მე ვტოვებდი ჩემს მეგობრებს და გადავდიოდი უფრო ჩამოყალიბებულ ჯგუფში. ამან დაამსხვრია ყველა ჩემი ჩანაფიქრი. მხოლოდ მიგე გადმომყვა ამ გუნდში, ყველა დანარჩენი „ინფანტილ C”-ში გადაიყვანეს. მწვრთნელები ფიქრობდნენ, რომ მქონდა კარგი შესაძლებლობა და ჩემი პროგრესის ხარჯზე მალ-მალე შევიცვლიდი ჯგუფებს, რათა უფრო ამემაღლებინა გამოცდილება. მე ესე არ ვთვლიდი.

პირველ რიგში დავკარგე „კაპიტანის“ წოდება და აქედან დაიწყო ყველაფერი. პირველი სამი თვე ვითამაშე ცუდად. მიუხედავად „ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმისა“, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. იმავე სეზონში გავიცანი ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ახლოს იყვნენ „ბარსელონას“ დუბლში შეღწევასთან: ბერმუდო, იდალგო და პრატსი.

მანუელ ლობო იყო „ინფანტილ B”-ს მწვრთნელი. ადამიანი
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
Fan De Barcelonaa

Fan De Barcelonaa


პოსტები : 197
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-19
ასაკი : 25

ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Empty
PostSubject: Re: ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"    ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  EmptyTue Aug 28, 2012 2:44 pm

oioi
Back to top Go down
http://www.mpwgeorgia.forumei.com
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola


პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 26

ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Empty
PostSubject: Re: ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"    ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  EmptyTue Aug 28, 2012 8:36 pm

Chemi Cxoverbac Es barcelonaa <3<3<# Cemi Xaviiii
Back to top Go down
https://club-geosamyaro.mirbb.com
Sponsored content





ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Empty
PostSubject: Re: ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"    ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"  Empty

Back to top Go down
 
ხავი:"ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა"
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ჩემი რჩეული

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
ქართული ფორუმი :: სპორტი :: ფეხბურთი-
Jump to: