ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი

Georgian Forum
 
HomeHome  PortalPortal  SearchSearch  RegisterRegister  Log inLog in  
მოგესალმებათ საიტი "ქართული სამყარო"გააკეთეთ სიახლეები სხვადასხვა თემაზე ასევე სხვა განყოფილებებში რომლებიცაა შექმნილი.დაპოსტეთ სხვისი შექმნილი თემები და ნუ დაპოსტავთ მხოლოდ თქვენს შექმნილ თემებს! "ქართველი ფორუმი" თქვენთან ერთადაა!
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
ყურადღება!
საიტზე ავტორიზაცია შეუძლებელია ადმინის თანხმობის გარეშე, როცა დარეგისტრირდებით სატზე, რამოდენიმე საათის,წუთის ან ერთი დღის შემდეგ შეძლებთ საიტზე შემოსვლა!
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Poll
გიფიქრიათ ოდესმე თავის მოკვლაზე?
კი
ლექსები ! )) Vote_lcap100%ლექსები ! )) Vote_rcap
 100% [ 3 ]
არა
ლექსები ! )) Vote_lcap0%ლექსები ! )) Vote_rcap
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
Latest topics
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
დომეინი
www.wsa.ge
Social bookmarking
Social bookmarking digg  Social bookmarking delicious  Social bookmarking reddit  Social bookmarking stumbleupon  Social bookmarking slashdot  Social bookmarking yahoo  Social bookmarking google  Social bookmarking blogmarks  Social bookmarking live      

Bookmark and share the address of ქართული ფორუმი on your social bookmarking website
February 2020
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
CalendarCalendar

Share
 

 ლექსები ! ))

Go down 
AuthorMessage
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥

პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 20
საიდან : ბათუმი

ლექსები ! )) Empty
PostSubject: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyThu Mar 15, 2012 8:05 pm

გინდა რომ მიყვარდე? - მიყვარხარ !
სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,
ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო
შენს გულშიც ჩაიხედე....შენც უნდა გიყვარდე!
მელოდები? - რატომ მელოდები !
ცხოვრება სასტიკია - ხალხს დროს ართმევს,
თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,
ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.
გაპატიო? - გაპატიებ !
მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,
და ნათლად დაინახავ რომ
ადგილი გექნება სრულიად საპატიო!
დაგიჯერო? - დაგიჯერებ !
მთავარია რომ შენ შენი დაიჯერო,
და თავი შენი
საკუთარი თავის რწმენით გაიჯერო!
წამოვიდე? - წამოვალ !
მთავარია რომ შენ წამოხვიდე,
და მაქედან სადაც ეხლა ხარ
ცადო რომ .......... შენითვე ამოხვიდე.
ვეცადოთ? - ვეცადოთ !
მთავარია რომ შენ ეს ცადო,
უნდა მოინდომო და .....
ძალიან..... ძალიან უნდა ეცადო.
ალბათ ხვდები რომ აქ ყველაფერი,
მხოლოდ შენშია და ნუ მკითხავ რახდება,
შენს დასახმარებლად შენ თუ არ დაეხმარე,
ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გახდება!
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥

პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 20
საიდან : ბათუმი

ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyThu Mar 15, 2012 8:06 pm

- კარგად ვარ... შენ როგორ ხარ?
იცი?.... მომენატრე,
--მეც შენთან ნიავს
ვატანდი შენზე ნატვრებს,
- ჩემთან დრო ძალიან
ნელა მიდიოდა,
-- მე კი უშენოდ
გული მიმდიოდა.
- სიზმარში გხედავდი...
კოცნას ვერ ვბედავდი,
-- შენ კი ცაზე ვარსკვლავების
ფონად ელავდი,
- რა ძნელი ყოფილა
ცხოვრება უშენოდ,
-- იცი?... მეც მომბეზრდა,
უთქმელად..... უენოდ!.....
- მე უკვე დამავიწყდა
თუ რა არის სიხარული,
-- მას შემდეგ არც მე არ
ვყოფილვარ მხიარული,
- როგორ მომენატრე
ნეტა იცოდე,
-- გახსოვს შენ ჩემი...
სუნთქვა რომ გიწოდე?
- გახსოვს ვარდები...
ეკლებში კრებული?
-- მე მახსოვს თვალები.....
შეყვარებული.....
- მინდა ჩაგეხუტო,
გულში მაკლიხარ,
-- შენ კი ჩემი სულის
სამყაროს აკლიხარ.
- უშენოდ ცხოვრებამ
აზრი დაკარგა....
-- დამპირდი რომ აღარასდროს
აღარ დამკარგავ....
- მოდი ყველაფერი
დავიწყოთ თავიდან,
-- მე უშენობას...
ვეღარ გადავიტან!
- მთელი ცხოვრება,
სიყვარულს გპირდები,
-- მე მთელი სიცოცხლე
შენს გვერდით ვიქნები!
- როგორ მყვარებიხარ
ღმერთო არ მჯერა....
-- უნდა დავფიქრდეთ..
ამჯერად..... ამჯერად....
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥

პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 20
საიდან : ბათუმი

ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyThu Mar 15, 2012 8:06 pm

უდანბონში რომ აღმოვჩნდე,
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,
დასაწყისშივე გეტყვი რომ,
ო რა მაგარი ქალი ხარ.,
შავი ღვინის გაქვს ტუჩები,
მაშინ როდესაც ლოთი ვარ,
და როცა თრობა მინდება,
მე შენთან სტუმრად მოვდივარ.
აი მაშინ კი დავთვრები.
ჩავიძირები სასმელში.
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთამსვლელობა შევძელი.
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა,
მე რომ მთის მწვერვალს დავიპყრობ,
შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი.
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ,
ვარდებს აქვთ შენი სურნელი,
ვხედავ რა ქალი ყოფილხარ,
შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიფი ,
მე სულ ფეხებზე მკდია,
ეს ვარდები კი ძვირფასო,
გრძნობებით მოქარგულია,
არცერთი არ მიყიდია
სულ ყველა მოპარულია
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥

პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 20
საიდან : ბათუმი

ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyThu Mar 15, 2012 8:06 pm

ეს ცხოვრება მალე ქრება,
ჩვენ კი ბევრი გვგონია,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ცოტა დრო გვქონია,
დრო ქარია, ჩაგვიქროლებს,
წავა.......დაიკარგება,
ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს,
ბოლოს კვამლად გაქრება.
დროს ღიმილი, ფერება და
სიყვარული სჭირდება,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ბევრი დრო გვჭირდება,
სიცოცხლე თუ მალე ქრება
და ყოველდღე ბინდდება,
ყველა წუთი საკვირველი
წავა......გაგვიფრინდება,
და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს
სიკეთის შესაქმნელად,
ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა
სილამაზის სამღერლად,
დრო კი მიდის არ ჩერდება
( ადვილია სათქმელად? )
ეს ცოტა დრო მაინც კმარა
სიყვარულის საქმნელად!
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥

პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 20
საიდან : ბათუმი

ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyThu Mar 15, 2012 8:08 pm

იყო და არა იყო რა, ამქვეყნად რა არ ხდებოდა,

ვიღაცა გრძნობას იძენდა, ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,

ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ვიღაცას ის არ უყვარდა,

ვიღაცა იმას ნანობდა, ის ვიღაც რომ შეუყვარდა.

მე კი ძალიან მიყვარდი. განვიცდი რომ შემიყვარდი,

რადგანაც შენ გადააგდე, მე რომ გაჩუქე ის ვარდი.

არადა ჩემთვის იყავი, ბედნიერების სათავე,

გავხელდი რომ სიყვარულით, ვერ მოგითოკე სადავე,

ვერ მოგითოკე აფრები, ახლა შენამდე შორია,

მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია,

ეგ ლექსი მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი,

ჩემს გულის ნაპირს მოწყდი და სულ სხვა ნაპირზე გახვედი,

წახვედი?- წადი შორს წადი, იქნებ სულ გადამავიწყდე,

შენ შენსას თუ დაიკვეხნი, იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.

მაგრამ რა მოხდა რა იყო? განა ქვეყანა გაიყო?

გამოფხიზლებულმა ნიავმა შენზე ფიქრები წაიღო,

და რაც არ გინდა ლამაზო, არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,

ადრე თუ გვიან ინანებ, იქნებ ოდესმე წამოგცდეს,

რომ სიყვარული არ იცი, სიცივე რატომ ჩაიცვი?

ერთი კითხვა მაქ სიცოცხლე,სირცხვილით ხომ არ დაიწვი?

ჩემს გულში თბილად იჯექი, ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,

ლექსებს რომ ვწერდი მიყვარდი, ახლა კი აღარ მიყვარხარ!
Back to top Go down
Ronaldo ♥
Admin
Ronaldo ♥

პოსტები : 601
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-15
ასაკი : 20
საიდან : ბათუმი

ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyThu Mar 15, 2012 8:10 pm

უი საწყალიო....ნათელში ამყოფოსო,
მისი სულიო....დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო.....არ ჰქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება...არ იცოდაო.
ვერ ვიჯერებო...გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო,
ერთად ვიყავითო, მაშინო... ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.
გაიცინებენო სევდანარევადო,
ღიმილი შეაშრებათ...... სახეზე ნახევრადო,
მერე მოიწყენენ....აქ არარიო,
ნათელში ამყოფოსო....საწყალიო.
მერე ინანებენ...დროს რა მოჰქონდაო,
მოვფერებოდითო...შანსი ხომ გვქონდაო,
ძალზედ დაგვაკლდაო....გვძულს ეს ფაქტებიო,
მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო.
იცით?!... ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,
უბრალო სინანულნი....სიტყვებით ითქმებიან,
უბრალოდ დასასრული, უბრალოდ დასაწყისი
სიცარიელისა და.......დანაკლისის.
კაცი რომ მოკვდება....გულებს აკლდებიან,
ზოგისთვის მეტია, ზოგისთვის ნაკლებია,
გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს,
რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,
ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,
ვერავინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად.
სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა,
დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,
დღეს ხომ ცოცხლები ვართ...მოდით მოვეფეროთ,
ერთურთი შევიყვაროთ ..... ერთმანეთს შევემღეროთ,
თორემ მოვა ის დღე და...გვიკითხავს სადარიო,
შემდეგ კი იტყვიან რომ ....უი, საწყალიო
Back to top Go down
Pep Guardiola
Admin
Pep Guardiola

პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 22

ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyThu Mar 15, 2012 10:21 pm

აღარ ვიცი რა ვიკითხო ვის ვთხოვო ვის,
ცივი ყოფილხარ თურმე გული გაქვს ქვის,
რატომ არ გესმის ტკივილი სიმწარე წვის,
ნუთუ გაშინებს ისევ ტალღები ზღვის.

შენს ძებნაში ეს გული სულ ყველგან მივა,
შენი სურნელით ვარდებს ფურცლები სცვივა,
თბილად ეხვევა ფოთლებში და მაინც სცივა,
ამ თვალებს უშენობა ოხ როგორ სტკივა.

ვიხსენებ იმ დღეს შენ რომ გაგიცანი,
ის დროც გავიხსენე თმა რომ დაგიწანი,
ეს სიყვარული ხომ შენით შევიცანი,
ყოველთვის ყველგან გთხოვ დამიცავი.

უცნაურია ვგრძნობ ფერები მუქდება,
ირგვლივ ყველაფერი ვხედავ სუქდება,
ეგ შენი სახე ჩემს თვალებს უხდება,
მაგრამ რა ვქნა რომ სულს გული უკვდება.

ნეტა ვინ ტყუის ან რის ბრალია,
სად ვარ არ ვიცი მიხუჭავს თვალია,
ხალხი ჩურჩულებს სძინავს მთვრალია.
ალბათ მიზეზი ლამაზი ის ნაზი ქალია.

ვწევარ და ყველა ჩემს თვალებს უმზერს,
სულ ყველა სწუხს ჩემს სახეს უცქერს,
დედიკო ტირის და ნეტა ვის უმღერს,
ამ მკერდს გული ხომ ჯერ ისევ უძგერს.

გამომეღვიძა მარტოს დავრჩი ეული,
არ ვიცი რა მოხდა ვარ დაბნეული,
კუბოში ასვენია ეს ჩემი სხეული,
ჩემს თავს რა ხდება არ ვიცი წყეული.
Back to top Go down
http://club-geosamyaro.mirbb.com
mari:)

mari:)

პოსტები : 456
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-19

ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) EmptyTue Apr 24, 2012 2:36 am

lik

_________________
ლექსები ! )) 43679e45ec25
Back to top Go down
Sponsored content




ლექსები ! )) Empty
PostSubject: Re: ლექსები ! ))   ლექსები ! )) Empty

Back to top Go down
 
ლექსები ! ))
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
ქართული ფორუმი :: სხვადასხვა თემები :: პოეზია-
Jump to: