ქართული ფორუმი
ქართული ფორუმი

Georgian Forum
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
მოგესალმებათ საიტი "ქართული სამყარო"გააკეთეთ სიახლეები სხვადასხვა თემაზე ასევე სხვა განყოფილებებში რომლებიცაა შექმნილი.დაპოსტეთ სხვისი შექმნილი თემები და ნუ დაპოსტავთ მხოლოდ თქვენს შექმნილ თემებს! "ქართველი ფორუმი" თქვენთან ერთადაა!
Log in
Username:
Password:
Log in automatically: 
:: I forgot my password
ყურადღება!
საიტზე ავტორიზაცია შეუძლებელია ადმინის თანხმობის გარეშე, როცა დარეგისტრირდებით სატზე, რამოდენიმე საათის,წუთის ან ერთი დღის შემდეგ შეძლებთ საიტზე შემოსვლა!
Search
 
 

Display results as :
 
Rechercher Advanced Search
Poll
გიფიქრიათ ოდესმე თავის მოკვლაზე?
კი
100%
 100% [ 3 ]
არა
0%
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
Latest topics
ძალიან გთხოვთ დაალიქეთ
დომეინი
www.wsa.ge
Social bookmarking
Social bookmarking digg  Social bookmarking delicious  Social bookmarking reddit  Social bookmarking stumbleupon  Social bookmarking slashdot  Social bookmarking yahoo  Social bookmarking google  Social bookmarking blogmarks  Social bookmarking live      

Bookmark and share the address of ქართული ფორუმი on your social bookmarking website
October 2018
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
CalendarCalendar

Share | 
 

 GRACIAS PEP !

Go down 
AuthorMessage
Pep Guardiola
Admin
avatar

პოსტები : 1137
რეგისტრაციის თარიღი : 2012-03-14
ასაკი : 21

20120428
PostGRACIAS PEP !


ხოსეპ "პეპ" გვარდიოლა ესპანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელია. კარიერის დიდი ნაწილი "ბარსელონაში" აქვს გატარებული. ფეხბურთელობის შემდეგ, გვარდიოლა გახდა ბარსელონას მწვრთნელი. 2008 წლის 8 მაისს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჯოან ლაპორტმა პეპე ოფიციალურად დაამტკიცა ამ თანამდებობაზე. პირველ სეზონში, გუნდს მოაგებინა "La Liga", Copa del Rey" და ჩემპიონთა ლიგა, წლევანდელი სეზონში კი გვარდიოლამ და ბარსამ მოიგეს "Supercopa de España", "UEFA Super Cup" და "FIFA Club World Cup" . 2011 წლის 8 სექტემბერს, გვარდიოლა დააჯილდოვეს "Catalan Gold Medal". 2012 წლის 9 იანვარს კი, მიიღო "წლის FIFA მსოფლიო მწვრთნელი"-ს ჯილდო, პეპეს ერგო ხმების 41.92%, მანჩესტერის მწვრთნელს, ალექს ფერგუსონს 15.61%, ხოლო რეალ მადრიდის ხოსე მაურინიოს ხმების მხოლოდ 12.43%.


ფეხბურთის გზას ხოსეპი 6 წლის ასაკში დაადგა. თავიდან, კატალონიის პროვინციის მანრესის საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. 1984 წელს, გვარდიოლას შესთავაზეს "ბარსელონაში" თამაში, მანაც კონტრაქტს ხელი მოაწერა...სწორედ ამ დროს შეაბიჯა პეპემ მსოფლიო ფეხბურთის დიდ სამყაროში. მის პირველივე მატჩში, "ბარსამ" 2:0 მოუგო "კადისს". ორი წლის შემდეგ, გუნდი გვარდიოლას გარეშე წარმოუდგენელი იყო. კრუიფმა გადაწყვიტა, ახალგაზრდა გვარდიოლას ნიჭის ბოლომდე გამოყენება და იგი ჩამშლელ ნახევარმცველად დანიშნა. ამავდროულად, პეპე პლეიმეიკერის როლის შესრულებასაც ბრწყინვალედ ართმევდა თავს, რაც მთელი ფეხბურთის ისტორიაში, უპრეცედენტო შემთხვევაა. პეპე კაპიტანი 22 წლის ასაკში გახდა. პირველივე სეზონში შესამჩნევი იყო გუნდის დიდი წინსვლა. 1992 წელს, "ბარსამ" მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამავე დროს, გახდა ესპანეთის ჩემპიონი. გვარდიოლამ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. “ატლეტიკო” მადრიდის კარში დარტყმული ჯარიმა იმდენად ზუსტი და ძლიერი იყო, რომ “ცხრიანში” ბადის უკან მოთავსებული ვიდეო კამერა დაამტვრია. ის მატჩი “ბარსამ” 4-3 მოიგო.


1995 წელს „ბარსაში“ დიდი ცვლილებები დაიწყო. თითქმის ყველა ვეტერანმა დატოვა ბარსელონა და კრუიფმა გადაწყვიტა ახალი გუნდის შენება. პეპეს ბედმა უმტყუნა, მას წარსულში მიყენებულმა სერიოზულმა ტრავმამ შეახსენა თავი და ამის გამო ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა. „ბარსამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა და ნუნიესმა გადაწყვიტა გუნდიდან გაეშვა იოჰან კრუიფი. ამ ფაქტმა შეაძრწუნა გვარდიოლა და პირადად წავიდა ნუნიესთან მოსალაპარაკებლად. ახალგაზრდა კატალონიელის ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ ნუნიესი 3 საათის განმავლობაში განიხილავდა პეპესთან ერთად ამ საკითხს და უხსნიდა 24 წლის ფეხბურთლეს თუ რატომ იყო კრუიფის გაშვება ყველაზე კარგი ვარიანტი. მიუხედავად ამისა გვარდიოლამ მაინც ვერ გადაათქმევინა ნუნიესს. ტრავმების გამო პეპე ვერც ვარჯიშობდა. მან გაუკეთა რეკლამა „კაპას“ და „ვესტას“ ტანსაცმელს. საინტერესო ფაქტია, რომ ყველა ფოტოში პეპე სკამზე ზის, რადგან ტრამვის გამო ფეხზე ვერ დგებოდა. გვარდიოლამ მიიღო მონაწილეობა ჰაიმე ერნანდესის წიგნის „გოთალუნიას“ პრეზენტაციაში. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიც იგივე მიზეზით გამოტოვა გვარდიოლამ. 1996 წელს ნუნიესმა გუნდში ბობი რობსონი მოიყვანა. ამ დროს, პეპე გამოჯანმრთელდა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ვერ მოახერხა „ლა ლიგის“ მოგება. ნუნიესმა რობსონიც გაუშვა და დაიწყო ახალი მწვრთნელის ძებნა, საბოლოოდ, კი არჩევანი შეაჩერა იმ დროისთვის ყველაზე რეალურ და კარგ ვარიანტზე. მან გუნდში ლუი ვან გაალი მოიყვანა. სწორედ აქედან დაიწყო ჰოლანდიელთა ერა "ბარსაში".

სეზონი გუნდმა შთამბეჭდავად დაიწყო, თუმცა 6 ჩატარებული მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ ისევ მიიღო ტრამვა და სეზონის ბოლომდე მოუწია მკურნალობა. რეალ მადრიდის თავდამსხმელმა, რაულმა გვარდიოლას გამამხნევებელი წერილი გამოაქვეყნა ოფიციალურ საიტზე. ასეთ მძიმე დროს, პეპეს წინადადებით მიმართა პედრო ალმადოვარმა, მიეღო თავის ახალ ფილმში მონაწილეობა. რეჟისორს ძალიან მოეწონა გვარდიოლას ტიპაჟი ფილმისთვის, მაგრამ გვარდიოლამ უარი უთხრა მონაწილეობაზე მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორს.
1998-1999 წლებში ხოსეპი დიდი ტრიუმფით გვარდიოლა ტრიუმფით დაბრუნდა გუნდში. სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა მთელმა გუნდმა და განსაკუთრებით კი გვარდიოლამ. „ბარსა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო პეპე ლიგის საუკეთესო ასისტენტი. ვან გაალს არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა რივალდოსთან, მაგრამ უცებ თავი გაანება რივალდოს გაკრიტიკებას და გვარდიოლას მისამართით გააკეტა განცხადება : "გუნდს არ უნდა ჰყავდეს ორი მწვრთნელი, მე კიდევ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს ჩემს გარდა გუნდს გვარდიოლაც წვრთნის. ფეხბურთელები მე კი არა, მას უსმენენ." პეპემ კი ამ განცხადებაზე უპასუხა "მწვრთნელია და მისი გადასაწყვეტია“. ყველაფერი გადაწყდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც „ბარსამ“ „რეალთან“ 3:0 წააგო. გვარდიოლა ბოლო წუთებზე გამოუშვა ვან გაალმა მოედანზე და რა თქმა უნდა ამ მინიმალურ დროში ვერ მოახერხა პეპმა ვერაფერი. მატჩის შემდეგ არავინ მოელოდა ვან გაალისგან ესეთ საქციელს. ჰოლანდიელმა პრესკონფერენციაზე ბოდიში მოუხადა გვარდიოლას და ხელი ჩამოართვა.


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭორები რომ პეპე გვარდიოლა "ბარსელონას" ტოვებს. ამ ამბავმა მთელი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივრები შეაძრწუნა. დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. პეპე მომავალ სეზონში გუნდის მწვრთნელი აღარ იქნება. ასე დასრულდა მისი წარმატებული ერა "ბარსაში". ”ბიჭებო, ”ბარსელონადან” მივიდივარ” - ეს სიტყვები უთხრა მწვრთნელმა ფეხბურთელებს. "ბარსელონას" მომავალი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იქნება. მან ასე თუ ისე იცის გუნდის თამაშის სტილი და ასევე პეპეს ახლო მეგობარია. "მე გუნდს ვტოვებ, მაგრამ თუ ტიტოს დავჭირდები, მე მის გვერდზე დავდგები."- ეს განცხადება გააკეთა გვარდიოლამ.

"ბარსელონას" ფანები დამწუხრებულები არიან. ინტერნეტში გაჩნდა უამრავი ვიდეო, შინაარსით "პეპ დარჩი" , "მადლობა პეპ". ერთი კი ნათელია - პეპემ უდიდესი წარმატება მოუტანა გუნდს. მისი ერა დასრულდა მაგრამ პეპე ბარსას ფანების გულში სამუდამოდ დარჩება. პეპემ უდაოდ შექმნა ეპოქა, რომელიც ბევრის შთაგონებაა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი. GRACIAS PEP !


_________________
GIFSoup
Back to top Go down
View user profile http://club-geosamyaro.mirbb.com
Share this post on: diggdeliciousredditstumbleuponslashdotyahoogooglelive

GRACIAS PEP ! :: Comments

avatar
Re: GRACIAS PEP !
Post on Sat Apr 28, 2012 10:06 pm by Pep Guardiola
 

GRACIAS PEP !

Back to top 

Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
ქართული ფორუმი :: ახალი ამბები :: NEW!-
Jump to: